ქართველის სახელი ბრენდი აღარ არის და ყაზახეთშიც კი, თუნდაც სხვა ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირი იყოს, გაუსინჯავად კონტრაქტს აღარ უფორმებენ
ადრე ქართველი ფეხბურთელი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ბრენდის სახელით სარგებლობდა - ჩვენიანებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო და წამყვან საფეხბურთო ლიგებში უპრობლემოდ აჰყავდათ.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. ბოლო მაგალითი - თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მამუკა ღონღაძე, ძლიერ ლიგაში გადასვლის ნაცვლად, ისევ "დაუგავაში" დაბრუნდება.

ლაპარაკია ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზე, ბომბარდირსა და თავდამსხმელზე, რომელსაც დეკემბერში ჩინებული მიწვევები ჰქონდა: ზაგრების "დინამო", ვარშავის "პოლონია", პოზნანის "ლეხი" და ერთ-ერთი უნგრული კლუბი კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ ვლადიკავკაზის "ალანია" ამჯობინა.

ეგონა, რომ რუსეთის პრემიერლიგელთა გარანტირებული კონტრაქტი "ჯიბეში" ედო, მაგრამ შეკრებიდან გამოუშვეს.

გულდაწყვეტილმა ლატვიის ჩემპიონში დაბრუნება მაინც იუარა და ამის გამო დათანხმდა ყაზახურ "ჟეტისუში" გადასვლას, რაზეც ორი თვის წინ დაუფიქრებლად უარს იტყოდა.

ყაზახეთში ჩასულ ღონღაძეს მორიგი იმედგაცრუება ელოდა - ნაცვლად შეპირებული კონტრაქტისა, გასინჯვა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა.

"ყაზახეთი ბოლო ვარიანტი იყო, მაგრამ "დაუგავას" პრეზიდენტს ოლეგ გავრილოვს გარკვევით ვუთხარი, რომ დაბრუნება არ მსურდა.

უარი ვთქვი მის შემოთავაზებაზე, რომ პოზნანის "ლეხში" წავსულიყავი. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პოლონეთის ვიზა ორჯერ გამომიგზავნა და ისევ უარი შევუთვალე. ვიცოდი, ყაზახურ კლუბთან კონტრაქტს გავაფორმებდი, მაგრამ ადგილზე ჩასულს მოულოდნელად მითხრეს, რომ ხელშეკრულების ამბავი მხოლოდ 24 თებერვალს გაირკვეოდა.

მე სხვაგვარი წინაპირობით ჩავედი და 24-ში რომ ეთქვათ, ბოდიში, ვეღარ აგიყვანთო, უგუნდოდ დავრჩებოდი და წამოვედი.

გულდაწყვეტილი ვარ. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც "ალანიას" შეკრებაზე კონტრაქტის გარეშე გავყევი. ამის გამო სხვა ვარიანტებიც უკან დამრჩა და ალბათ, ისევ "დაუგავაში" დავბრუნდები.

ახლა ერთადერთი ის მაიმედებს, რომ "დაუგავას" პრეზიდენტი დავითანხმე, 100 ათას ევროს აღარ ითხოვს და თანახმაა, მაისამდე უფასო იჯარით გამიშვას", - გვითხრა ღონღაძემ.

მიზეზი ისაა, რითიც დავიწყეთ - ქართველის სახელი ბრენდი აღარ არის და ქართველს, ყაზახეთშიც კი, თუნდაც სხვა ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირი იყოს, გაუსინჯავად კონტრაქტს აღარ უფორმებენ.

ცალკე ეს ამბავია დასაფიქრებელი, ცალკე ღონღაძის უიღბლობაა საწყენი. ასეთი სტატისტიკით ბევრად ძლიერ ლიგებში გზას სხვები გაცილებით იოლად იკვლევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა

მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა

მამუკა ღონღაძის სადებიუტო გოლი "ალანიას" მაისურით [VIDEO]

მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

Walkabout
რა შუაშია ბრენდი... ბრენდი კი არა უტვინობა ქვია მაგას... ღირსია შაკალი ვიყო, შეიძლება სუპერგუნდები არ არიან, მაგრამ ზაგრების "დინამო", "პოლონია", "ლეხი" და ერთ-ერთი უნგრული კლუბი კონტრაქტს რომ გთავაზობენ და შენ მაინც "ალანია"-ში წახვალ, ესე იგი ფეხბურთელი არა ხარ...
ხევსური
უიღბლობა კი არა, მაგას სხვა რამე ჰქვია :)
giorgi
აი რასაც ვამბობდი ისე დაემატრა. იდიოტია, რა ჯანდაბა უნდოდა ალანიაში. ძალიან მწყინს რომ ჭკუა არ ყოფნით
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...