პლეი ოფში თამაშის უფლება უკრაინელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუსული გუნდის ძლევით მოიპოვეს
გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" ევროთასის მეოთხედფინალშია და სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკთან" მარტში გაარკვევს ნახევარფინალისტის ბედს.

პლეი ოფში თამაშის უფლება უკრაინელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ასევე რუსული გუნდის ძლევით მოიპოვეს, "ტრიუმფს" ლამაზი ანგარიშით აჯობეს - 88:77.

მატჩის შემდეგ "ევროსპორტის" რუსმა კომენტატორმა ასეთი რეზიუმე გააკეთა: "ტრიუმფელები "ბუდიველნიკის" ორმა კალათბურთელმა "გაარღვია" - მალკოლმ დილეინიმ და გიორგი ცინცაძემ.

მათ ერთობლივად 40 ქულა და 13 პასი მოაგროვეს. მეოთხე პერიოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ორივე შესაშური სიზუსტით სტყორცნიდა საჯარიმოებს: ცინცაძემ სტატიკური მდგომარეობიდან სულ 8-იდან 7 ტყორცნა გამოიყენა, ხოლო დილეინის ერთიც არ აუცილებია - 16 ჩააგდო."

აღსანიშნავია, რომ ცინცაძეზე ორით მეტი ქულა ანისიმოვს ჰქონდა, მაგრამ კომენტატორმა მასზე არაფერი თქვა.

ვინც შეხვედრა იხილა, დაგვეთანხმება, რომ გიორგი "ბუდიველნიკის" ძრავის როლს ასრულებდა, თითოეული შეტევის წამომწყებიც იყო და თუ თავად არ სტყორცნიდა, თანაგუნდელებს პასებით უხვად ამარაგებდა.

უკრაინულ საიტ "ისპორტზე" გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ხაზგასმითაა გამოყოფილი ალეი უპი ცინცაძე-დროზდოვის შესრულებით, დაახლოებით ისეთი, როგორიც საქართველოს ნაკრების მატჩებისას "ბუსა" და სანიკიძის შესრულებით.

გიორგის სრული მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 14 ქულა (3-იდან 2 ორქულიანი, 2-იდან 1 სამიანი), 6 პასი, 3 მოხსნა.

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბუდიველნიკი (უკრაინა) 6 4 2 486-478 10

2. ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია) 6 3 3 456-436 9

3. ბანვიტი (თურქეთი) 6 3 3 477-479 9

4. ტრიუმფი (რუსეთი) 6 2 4 478-504 8

მეოთხედფინალი

6-13 მარტი

სპარტაკი (რუსეთი)-ბუდიველნიკი (უკრაინა)

ულმი (გერმანია)-ბილბაო (ესპანეთი)

ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)-ყუბანი (რუსეთი)

ვალენსია (ესპანეთი)- უნიქსი (რუსეთი)

20 თებერვალს, ევროთასზე სეზონის ბოლო მატჩი გამართა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა".

ჯგუფში ხუთი წაგების შემდეგ ესპანელებმა შეჯიბრება მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს - რუსულ "სპარტაკს" 68:66 აჯობეს.

ბექამ მოედანზე 5 წუთი გაატარა და მატჩი 1 მოხსნით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"