სამიოდე ტური დარჩა როშფორში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის დამთავრებამდე, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს
სამიოდე ტური დარჩა როშფორში (საფრანგეთი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის დამთავრებამდე, რომელშიც ორი ქართველი დიდოსტატიც მონაწილეობს.

შეჯიბრებაზე წარმატებით აიღო სტარტი საქართველოს ექსჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ, რომელიც პირველ ტურში რომან ლაგროსს დაუზავდა, შემდეგ კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია.

მეხუთე-მეექვსე ტურები მისთვის უიღბლო აღმოჩნდა: ჯერ ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ კარენ გრიგორიანთან (სომხეთი) წააგო, შემდეგ კი საფრანგეთში მცხოვრებ ანდრეი ისტრატესკუს დანებდა.

უკეთ გაისარჯა დავით ჯოჯუა - იგი დაუმარცხებლად მიიკვლევს გზას ფინიშისკენ. განვლილ ექვს ტურში ჩვენებურმა სამი მეტოქე დაამარცხა (ჰესიე დაურელი, ალექსანდრუ მანეა, დროგოს-ნიკოლა დუმიტრაკე), ამდენივეს კი დაუზავდა (ვლად-კრისტიან იანუ, ალექსეი ბარსოვი, ქუენტინ ლოსიე) და 4,5 ქულით სამველ ტერ-საჰაკიანთან, ანდრეი ისტრატესკუსთან და ვლად-კრისტიან იანუსთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. 5,5 ქულით კარენ გრიგორიანი მეწინავეობს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდია 7.000 ევრო, საიდანაც გამარჯვებულს 1000 ევრო, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნებს, შესაბამისად, 800 და 600 ევრო ერგებათ.

ორი მოგება და ერთი ციაო

რეიკიავიკში (ისლანდია) დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ფავორიტებად მიიჩნევენ მაღალი რეიტინგის მქონე ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც არიან ანიშ გირი (ჰოლანდია, 2722), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2715), დავიდ ნავარა (ჩეხეთი, 2710), ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი, 2709), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2709) და სხვები.

ტურნირზე რეიტინგით 53-ეა სოფიკო გურამიშვილი (2414), რომელსაც ქალებში პირველობისთვის ანგარიშგასაწევ ჩინელ მოჭადრაკეებთან და ამერიკელ ირინა კრუშთან მოუწევს გაპაექრება.

პირველ ორ ტურში ქართველმა დიდოსტატმა წარმატებას მიაღწია - მასპინძელი ფრიდრიკ ეგილსონი და გერმანელი ფრენკ დრილი დაამარცხა.

20 თებერვალს, მესამე ტურში გურამიშვილი თეთრი ფიგურებით გრაგან სოლაკს 56-ე სვლაზე დაუზავდა. ამდენად, მას სამიდან 2.5 ქულა აქვს. ტურნირზე 20 თებერვალს 15-მა მოჭადრაკემ გათამაშების ცხრილში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა