"დინამოსთან" შეხვედრაში, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო ნელსონი იყო
საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში ცენტრალური შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი "დინამოს" დაუპირისპირდა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ მედლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია.

რუსთაველებმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ორი ამერიკელი დაიმატეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეით ბოუიმ და კაილ ნელსონმა უკვე გაამართლეს.

მათთვის უცხო არ არის ტურის საუკეთესო კალათბურთელად აღიარება. რაც შეეხება კიდევ ერთ უცხოელს, ომარ ვატადს, მასთან კონტრაქტი იანვარში გაფორმდა და ჯერ პლუს-მინუსებზე თამამად ლაპარაკი რთულია.

"დინამოსთან" შეხვედრაში, მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო ნელსონი იყო (25), რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

ხაზგასასმელია სროლის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი: 9 ორქულიანი, 3 სამიანი, 1 საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ 3 ორიანი ააცილა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატის წინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოთამაშე რუსთაველი კალათბურთელებიც დაიბრუნა და საინტერესო გუნდიც შეიკრა.

რადგან დღევანდელი მიმოხილვა ტურის ცენტრალურ მატჩში გამარჯვებულ გუნდს მიეძღვნა, აქვე მოგახსენებთ, რომ რუსთაველთათვის 22 თებერვალს წრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა - "შსს აკადემიას" მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ, ხოლო ქორქია-საკანდელიძის თასზე შსს-ს ფინალის გზა "რუსთავმა" გადაუღობა.

XIV ტური

სტუ-ქუთაისი 41:96

თსუ-შსს აკადემია 76:102

სამედიცინო-არმია 65:105

ბათუმი-ოლიმპი 66:105

რუსთავი-დინამო 94:75

რეკორდები

ქულა

41 - ლაშა კეშელავა (ბათუმი)

2-ქულ 5/11: 3-ქულ 10/15; საჯ 1/1

19.12.12 არმია-ბათუმი

მოხსნა

21 - სერჟ ასელაინი (თსუ)

(მეტოქ: 9; საკუთ: 12)

09.02.13 სტუ-თსუ

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)

04.02.13 რუსთავი-სტუ

12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)

06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი

ჩაჭრა

7 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

17.11.12 სტუ-შსს აკადემია

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა