საქართველოში უყურადღებოდ მყოფი შვეიცარიული "ქსამაქსის" ყოფილი ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას ლატვიაში ან მოლდოვაში იმედოვნებს
2011 წლის ივნისში შვეიცარიულ "ქსამაქსში" ირაკლი ჩირიკაშვილი ჩაირიცხა. ბევრ ქართველს ვერ ნახავთ, ვისაც ვარსკვლავების გვერდით, საკმაოდ ცნობილ ევროპულ კლუბში უთამაშია.

მაგრამ რად გინდა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პლეიმეიკერის გუნდი გაკოტრდა, საქართველოში იძულებით დაბრუნებული კი უჩვეულო გულგრილობას წააწყდა და დღემდე უგუნდოდაა.

მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ არის და მალე ერთ-ერთ უცხოურ კლუბში მოხვედრას იმედოვნებს.

"შარშან ამ დროს შეკრება გვქონდა და ტურნირზე გამოვდიოდით. ამ დროისთვის სამი თვის ხელფასის აღებას ველოდით, როდესაც ოთხი ფეხბურთელი არ გამოჩნდა და კლუბის ჩეჩენ მეპატრონეს, ბულატ ჩაგაევს შევხვდით.

სეზონი იწყებოდა და გაგვიკვირდა, როდესაც გვითხრა, 4-5 დღე დაისვენეთ და დავალიანებას გაგისტუმრებთო.

სხვა რა გზა იყო, მოთამაშეები ინდივიდუალურად ვემზადებოდით, როდესაც გაზეთიდან შევიტყვე, რომ "ქსამაქსი" გაკოტრდა. ძალიან უსიამოვნო ამბავი იყო - სერიოზულ ევროპულ ლიგაში მოხვედრა მიხაროდა, მაგრამ ნორმალურად თამაში არ დამცალდა.

ჩაგაევი ციხეში ჩასვეს, ჩვენ ბინები და მანქანები დავაბრუნეთ, შვეიცარიის ჩემპიონატი კი თებერვალში "ქსამაქსის" გარეშე დაიწყო. ასე დავრჩი უგუნდოდ.

იმ დროისთვის ტრავმა მაწუხებდა და ახალ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, შვეიცარიის უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშე ერთი წელი უთამაშებელი თუ დავრჩებოდი. სამწუხაროდ, მაინც ასე მოხდა", - ამბობს ჩირიკაშვილი.

25 წლის ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბში უცნაურ ვითარებაში მოხვდა:

"2011 წლის ივლისში ლიტვაში, "შიულიაიში" წასვლა მქონდა გადაწყვეტილი. შვეიცარიაში გასინჯვაზე წასვლა ამ დროს შემომთავაზეს.

მაშინ სერიოზულად ვემზადებოდი, რადგან საქართველოში დარჩენა აღარ მსურდა და ლიტვაში თამაშიც მისაღები ვარიანტი იყო, მაგრამ ასეთ შანსზე უარს ვერ ვიტყოდი და ჩემი ფულით გავემგზავრე.

ჩავედი სრულიად უცხო გარემოში, სადაც ახლობლობით არ მოვხვედრილვარ. მთავარი მწვრთნელი "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სონი ანდერსონი იყო. მაგარი ფეხბურთელები გვყავდა - კალუ უჩე, არისმენდი, ვიკტორ სანჩესი, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ახალი ფეხბურთელი რომ მოვიდა, თვალები გამიფართოვდა - მოედანზე "ვალენსიას" მცველი დავით ნავარო შემოვიდა. თავი ზღაპარში მეგონა.

ორი აზრი არ არის, პრიმერადივიზიონი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ შვეიცარიაში სპეციფიკური ჩემპიონატია და ვერც ერთმა ამ ვარსკვლავმა ვერ "იფრინა".

შვეიცარიული ფეხბურთი ნაკლებად ტექნიკურია, გაუთავებელი ბრძოლა და ომია და თავის გამოჩენას ყველა ვერ ახერხებს.

შვეიცარია სხვა პლანეტაზეა. საათივით აწყობილი ქვეყანაა, სავარჯიშო და პირადი კონტრაქტის პირობებიც საუკეთესო მქონდა, მაგრამ ძალიან ძვირი ქვეყანაც არის. აქ ავტობუსით მგზავრობა რომ 50 თეთრი ღირს, იქ - 4 შვეიცარიული ფრანკი, ანუ დაახლოებით ამდენივე დოლარი.

ერთხელ მატარებლით ვმგზავრობდი - ეწერა დრო, როდის უნდა ჩავსულიყავით 300 კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ქალაქში. ჩასვლისას საათზე დავიხედე და გამეცინა, მატარებელი ვაგზალზე წამების სიზუსტით შევიდა.

ცხადია, შვეიცარიაში დარჩენა მსურდა, კარგი ქვეყანაა, ძლიერი ლიგაც აქვთ, მაგრამ ხელი იმან შემიშალა, რომ "ქსამაქსში" ბევრი ვერ ვითამაშე. ჩასვლისთანავე ფეხში ჩამარტყეს და კარგა ხანი ვმკურნალობდი.

მერე "ქსამაქსიდან" ,სათამაშო პრაქტიკისთვის მისაღებად, ჩელენჯლიგის კლუბში იჯარით წასვლა ვითხოვე, მაგრამ ანდერსონმა იმდენჯერ მითხრა, გვჭირდებიო, აღარ შემიწუხებია. თურმე, მაინც ჩემი უნდა გამეტანა. მაშინ ამის შანსი კიდევ მქონდა.

ტრავმის მერე ქართულმა პასპორტმაც დამაბრკოლა და ახალი კლუბი ვერ მოვნახე. ფორმის შესანარჩუნებლად, საკმაოდ დიდი ხანი, მეოთხე ლიგის "ლაზანასპორტში" ვვარჯიშობდი, მაგრამ როდესაც შეიტყვეს, რომ ქართველი ვიყავი, მეორე დღესვე ვარჯიში ამიკრძალეს.

არ ვიცი, ასე სახელი რატომ გაგვიფუჭდა, მაგრამ ჩვენი პასპორტი და სახელი ევროპაში პრობლემებს გვიქმნის".

ირაკლი ჩირიკაშვილი გულგრილობას არა მხოლოდ შვეიცარიაში, საქართველოშიც წააწყდა:

"ახლა ველოდები ორ მიწვევას, ლატვიისა და მოლდოვის კლუბებში გადასვლა შემომთავაზეს. საქართველოში კი დიდად არავინ შემიწუხებია, რადგან აქ ინტერესი ვერ შევნიშნე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხევსური
უკაცრავად და ყველა და ყველაფერია დამნაშავე..... :) გეორგიან მენტალიტეტ........!!
vep1963
ჩემო ირაკლი,ევროპაში სახელის გაფუჭება, ჩვენ სასიქადულო ვაი თანამემამულეებს დააბრალე .დღე არ გავა ერთი ქართველი რომ არ დააკავონ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე.ასე რომ ევროპაში თავის მოჭრა ჩვენ ნაძირალა თანამემამულეებს უნდა დავაბრალოდ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე