უეფას პრეზიდენტს გოლის ვიდეოსაშუალებებით დადგენის იდეა არ მოსწონს
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფეხბურთში ვიდეოტექნიკური საშუალებების დანერგვას, რომელიც გოლის გატანის ეპიზოდს დააფიქსირებს, გაუმართლებლად მიიჩნევს.

არადა, წინა კვირაში ფეხბურთის წესებში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაცია IFAB-მა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო მოედანზე დასამონტაჟებელი ვიდეოსისტემების პროტოტიპებს ნოემბრის ბოლომდე გამოცდის, შედეგებს კი მომავალ მარტში განიხილავს.

პლატინის თქმით, ვიდეოგამეორებების გამოყენება საფეხბურთო მატჩს "ფლეისტეიშენით თამაშად" გადააქცევს. მისი აზრით, გაცილებით მიზანშეწონილი თამაშებზე დამატებითი მსაჯების დანიშვნა იქნებოდა, რომლებიც ყურადღებას საჯარიმო მოედანზე განვითარებულ ეპიზოდებზე გაამახვილებდნენ.

"ერთი არბიტრი აშკარად არასაკმარისია. მითუმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ერთ შეხვედრას 20 კამერა ემსახურება. ეს უსამართლობაა: მაყურებლები ყველაფერს ხედავენ, მსაჯი კი მხოლოდ საკუთარი თვალების იმედზეა", - აცხადებს 55 წლის ფრანგი ფუნქციონერი.

მისი თქმით, ბოლო დროს კლუბების, მოთამაშეებისა და მასმედიის მხრიდან არბიტრებზე ზეწოლა გახშირდა: "ფეხბურთის რეფერი მუდამ დაძაბულია - ის მოედანზე მარტოა. ჩოგბურთში, უფრო პატარა მოედანზე 12 ადამიანია მიჩენილი.

იდეალურ შემთხვევაში ჩვენ ფაირ პლაყ-ს პრინციპებს ვიცავთ და თითქოს მსაჯის, თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას ვეთანხმებით, მაგრამ სინამდვილეში შორს ვართ ურთიერთგაგებისგან. ვითარება ისეთია, მაზოხისტი უნდა იყო, რომ არბიტრი გახდე. მათ აუცილებლად სჭირდებათ კლუბებისგან, ფანატებისგან, მოთამაშეებისა და საფეხბურთო ხელისუფლებისგან მხარდაჭერა".

უეფას ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მსაჯებს უფრო მეტი სიმტკიცის გამოჩენა მართებთ, რათა პროვოკაციებს არ აყვნენ: "ისინი საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმარონ და პატივისცემა დაიმსახურონ".

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო