დიდია შანსი, სერბ ნახევარმცველს სიმულაციისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ
"ბოლონია"-"იუვენტუსის" შეხვედრაში საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, თუმცა იყო ერთი ეპიზოიდი, რომელმაც იტალიური სპორტული პრესის და რაც მთავარია, ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტის ყურადღება მიიპრო.

პირველი ტაიმი მიმდინარეობდა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში მილოშ კრასიჩი შეიჭრა, მეტოქეს ერთი მოძრაობით გასცდა, თუმცა შეტევის გაგრძელება არ ისურვა და მინდორზე ისე წაიქცა, რომ არავინ შეხებია. მატჩის მთავარი არბიტრი პროვოკაციას წამოეგო და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მართალია, ვინჩენცო იაკვინტამ საჩუქრით ვერ ისარგებლა, მაგრამ კრეასიჩის არასპორტულ საქციელს ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს. სწორედ ამიტომ, დიდია შანსი, სერბ ნახევარმცველს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში, "მილანის" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ჯერჯერობით,. საკითხი არ არის გადაწყვეტილი და ფეხბურთელი ცდილობს, რომ თავი გაიმართლოს:

"მცველი მართლაც არ შემხებია, ამას ვადასტურებ, მაგრამ განზრახ წაქცევა ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი. უბრალოდ, ისე წამოვიდა მეტოქე ჩემსკენ, რომ წესით უნდა წავექციე და ეს მოძრაობაც ინსტიქტურად გავაკეთე. არ ვამბობ, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ დისკვალიფიკაცია სრულიად ზედმეტი იქნება. იმედია, სადისციპლინო კომიტეტი სწორად შეაფასებს მომხდარს".

კრასიჩის სიტყვები მაინც და მაინც დამაჯერებელი ვერ არის, თანაც იმდენად აშკარა სიმულაციას ჰქონდა ადგილი, რომ დიდი ალბათობით, სასჯელს ვერ აცდება.

კრასიჩის სიმულაციამ "ბოლონიელთა" კარის დარაჯი, ემილიანო ვივიანო აღაშფოთა, რომელმაც პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს სკანდალია, რომელზეც სერიოზული რეაგირება უნდა მოხდეს. "იუვენტუსი" ხშირად იგებს ამგვარი მეთოდებით თამაშებს, რაც არანაირად არ წაადგება იტალიურ ფეხბურთს. გამიმართლა, რომ იაკვინტას დარტყმის მოგერიება მოვახერხე და ერთი ქულა მაინც ავიღეთ".

კრასიჩის საქციელზე ლუიჯი დელ ნერისაც მოუხდა კომენტარის გაკეთება: "კრასიჩის წინააღმდეგ ყველა შეხვედრაში არღვევენ თამაშის წესებს და როგორც წესი, ძალიან ეუხეშებიან. ზუსტად ვერ დავინახე რა მოხდა ბოლონიელთა საჯარიმოში, მაგრამ მილოშს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ უმიზეზოდ არ წაიქცეოდა. მის ხასიათში სიმულაცია არ ზის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

როდესაც დელ ნერი თერთმეტმეტრიანის დანიშვნის ეპიზოდის ვიდეოფირს ნახავს, იმედი აუცილებლად გაუცრუვდება, რადგან სერბმა სწორედაც რომ სიმულაციას მიმართა. სამაგიეროდ, გუნდის თამაშით დარჩა სინიორ ლუიჯი კმაყოფილი, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს: "ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. კარგია, რომ გოლი არ გავუშვით და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. მართალია, შედეგიანი დარტყმა დაგვაკლდა, მაგრამ ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. სწორი კურსით მივდივართ და შედეგი აუცილებლად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა