ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი
ბოლივიის ქალაქ ორუროში, რომელიც ქვეყნის ორ დედაქალაქს, სუკრეს და ლა პასს შორის, 3 710 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სტუმრად ლიბერტადორესის თასის მოქმედი ჩემპიონი და 2012 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი ჩავიდა.

გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ "სან ხოსეს" ფეხბურთელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მათ გოლის გატანა მხოლოდ 61-ე წუთზე მოახერხეს. იქამდე კი დაწინაურება ბრაზილიელებმა შეძლეს. შეხვედრის მე-5 წუთზე, ფაბიო სანტოსის აქტიურობის შემდეგ, ბურთი ხოსე პაულო გერეროს მიუვიდა, რომელმაც მასპინძელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

აქედან მოყოლებული, "წმინდანებს" ("სან ხოსეს" ზედმეტსახელია) ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ საოცრად თამაშობდა კასიო და დაუჯერებელ ბურთებს იგერიებდა. გაიშვიათებულმა ჰაერმა და წნევამ თავისი როლი მაინც ითამაშა და თამაშის დაწყებიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ უკვე კასიოც უძლური იყო - ბოლივიის ნაკრების წევრმა კარლოს საუსედომ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში მოედანზე ალეშანდრე პატო და რენატო აუგუსტო გამოჩნდნენ, მაგრამ ბურთს ისევ მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა მეტი გოლის გატანა ბოლივიელებმა ვეღარ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სამწუხაროდ, თამაში მშვიდობიანად (ლა პასიც მშვიდობას ნიშნავს) მაინც არ დამთავრებულა. შეხვედრის დროს 14 წლის ბოლივიელ გულშემატკივარს თავში პეტარდა მოხვდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, თამაშის დასრულებისთანავე, სამართალდამცავებმა 12 ბრაზილიელი ქომაგი დააკავეს. "კორინთიანსის" გულშემატკივრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

განსხვავებით მეხუთე ჯგუფისგან, სხვა ჯგუფებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელი შედეგით დასრულდა ბრაზილიური დერბი რიო დე ჟანეიროში, სადაც ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონმა მოძლიერებულ "გრემიოს" უმასპინძლა. "გრემიოს" რიგებში სამი ახალწვეული გამოირჩა. გარდა ამისა, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ელანომ და ზე რობერტომ - ვეტერანებმა ოპონენტები პირწმინდად დაჩაგრეს და საკუთარ გუნდს სათამაშო უპირატესობა მოუპოვეს.

შეხვედრის 33-ე წუთზე, ელანოს კუთხურის შემდეგ, "გრემიოს" არგენტინელ ახალწვეულ ერნან ბარკოსთან ორთაბრძოლისას, "ფლუს" მცველმა ბრუნო ვიეირამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ბარკოსი ამის შემდეგაც აქტიური იყო და მეორე ტაიმში ორივე ბურთში მიიღო მონაწილეობა. ჯერ მისი დარტყმული უშნოდ მოიგერია დიეგო კავალიერიმ, რითაც "არსენალიდან" განათხოვრებულმა ანდრე სანტოსმა ისარგებლა და კლუბში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ამ მომენტიდან 14 წუთში კი ბარკოსმა საგოლე გადაცემა უკვე "ნაპოლიდან" განათხოვრებულ ედუარდო ვარგასს გაუკეთა, რომლის დარტყმულსაც "ფლუს" მეკარემ ვერაფერი მოუხერხა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ დიეგო კავალიერი აშკარად მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი და სამივე მომენტში თუ არა, საკუთარი გუნდის გადარჩენა ორ ეპიზოდში მაინც შეეძლო. სამაგიეროდ, კარგი შეხვედრა ჩაატარა დიდამ, ვინც ფრედის სამი სახიფათო დარტყმა მოიგერია. მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოსულმა დეკუმ და ტიაგო ნევეშმა ვერაფერი შეცვალეს და ვანდერლეი ლუშემბურგოს გუნდმა პირველი ქულები აიღო.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც. ვენესუელის "კარაკასმა", რომელმაც პირველ ტურში "ფლუმინენსესთან" წააგო, სტუმრად ჩილეს ჩემპიონ "უაჩიპატოს" მოუგო, თანაც ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. 54-ე წუთისთვის სტუმრები უკვე 3:0-ს იგებდნენ. ჩილელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.

მერვე ჯგუფში ოთხივე გუნდს სამი ქულა აქვს და ადგილები ბურთების სხვაობის მიხედვით არის გადანაწილებული. ამ ჯგუფში მთელი ბრძოლა წინ არის და როგორც ჩანს, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.

პირველი გამარჯვება მოიპოვა "ველეს სარსფილდმაც" - ტორნეო ინისიალის გამარჯვებულმა პირველ ტურში "ემელეკთან" წააგო, ამჯერად კი "დეპორტეს იკიკეს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით გაანადგურა. აქტიურობდა ფერნანდო გაგო, მაგრამ მასპინძელთა ახალწვეულმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, თავი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ინსუამ და ახალგაზრდა ესეკილ რესკალდანიმ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში, გაგოს დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა შემტევ ნახევარმცველ ედსონ პუჩს მოხვდა და რიკოშეტით როდრიგო ნარანხოს კარში აღმოჩნდა. სამბურთიანი სხვაობით მოგების გამო "ველესმა" "ემელეკს" გადაასწრო და "პენიაროლს" კვალში ჩაუდგა.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

IV ჯგუფი. II ტური

ველესი-დეპორტეს იკიკე 3:0

გოლები: 1:0 ფ. ინსუა (25), 2:0 რესკალდანი (35), 3:0 პუჩი (69-საკ. კარში).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პენიაროლი 2 2 0 0 3-1 6

2. ველესი 2 1 0 1 3-1 3

3. ემელეკი 2 1 0 1 1-1 3

4. დეპ. იკიკე 2 0 0 2 1-5 0

V ჯგუფი. I ტური

სან ხოსე-კორინთიანსი 1:1

გოლები: 0:1 გერერო (6), 1:1 საუსედო (61).

VIII ჯგუფი. II ტური

უაჩიპატო-კარაკასი 1:3

გოლები: 0:1 კურე (13), 0:2 ა. პენია (45), 0:3 ა. პენია (54), 1:3 ასევალი (64).

ფლუმინენსე-გრემიო 0:3

გოლები: 0:1 ბრუნო ვიეირა (33-საკ. კარში), 0:2 ანდრე სანტოსი (55), 0:3 ე. ვარგასი (69).

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გრემიო 2 1 0 1 4-2 3

2. კარაკასი 2 1 0 1 3-2 3

3. უაჩიპატო 2 1 0 1 3-4 3

4. ფლუმინენსე 2 1 0 1 1-3 3

ბომბარდირები: 2 - ივან ალონსო (ნასიონალი), ე. ბენიტესი (ტოლუკა), ოლივერა (პენიაროლი), ვ. სანჩესი (ნასიონალი), უბილია (უნივერსიდად დე ჩილე), ა. პენია (კარაკასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: ურუგვაელთა დღე

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად