პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ფიფას ეგიდით გამართულ მატჩში "მონტერეისა" და "ჩელსის" შორის გოლის ფიქსაციის ელექტრონული სისტემა GoalRef გამოიყენეს
გასული წლის დეკემბერში, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ფიფას ეგიდით გამართულ მატჩში "მონტერეისა" და "ჩელსის" შორის გოლის ფიქსაციის ელექტრონული სისტემა GoalRef გამოიყენეს.

აღნიშნული სისტემა დამყარებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის თვისებებზე. კარებებზე მაგრდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მაგნიტურ ველს ქმნის. ბურთს კი გადამცემი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც არბიტრს ნიშანს აძლევს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. მსგავსი სისტემა სახელად Hawk-Eye ჩოგბურთში 2006 წლიდან გამოიყენება. რამდენიმე წელიწადია, ის დანერგილია კრიკეტშიც. ვარაუდობენ, რომ მას მალე დანერგავენ ხელბურთშიც. GoalRef პირველად დანიის ხელბურთის უმაღლესი ლიგის თამაშზე გამოიყენეს ექსპერიმენტის სახით.

ორშაბათს ფიფამ დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, კონფედერაციათა თასზე, სისტემებს ისევ საცდელ რეჟიმში გამოიყენებს. აი, ინგლისში კი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია პრემიერლიგაში 2013/14 წლების სეზონის სტარტიდანვე დაინერგება. აქამდე ცნობილი იყო, რომ სიახლე წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. პრემიერლიგის წარმომადგენლები შარშან ზემოთ ხსენებულ კომპანიებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ტენდერში გასამარჯვებლად Hawk-Eye და GoalRef დღემდე იბრძვიან.

პროფესიული ლიგის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აგვისტოსთვის ჩემპიონატის მასპინძელი ყველა სტადიონი მზად იქნება სისტემების გამოსაყენებლად. "პრემიერლიგა დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ფიფა-ს პარტნიორ ლიცენზირებულ კომპანიებთან. ვგეგმავთ, რომ ეს სისტემები, რაც შეიძლება, სწრაფად დავნერგოთ. ერთადერთი პრობლემა იმ კომპანიის არჩევაა, ვისთანაც კონტრაქტი გაფორმდება" – ვკითხულობთ ინგლისის პროფესიული ლიგის სპეციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფიფამ ტექნოლოგიებს ფეხბურთში მწვანე შუქი აუნთო

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა