ქუთაისში გამართულ "ბენდელას თასის" ნახევარფინალურ მატჩში "ტორპედო-2"-მა "ვიტ ჯორჯია-2"-ს პენალტების სერიაში სძლია
საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა "ბენდელას თასის" ნახევარფინალური მატჩი ქუთაისში, სადაც "ტორპედო-2" ცენტრალურ სტადიონზე "ვიტ ჯორჯია-2"-ს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. მასპინძლები საწყისი ნახევარი საათის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ და ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ ნიკა ახვლედიანის ძლიერი დარტყმა ვიტელთა მეკარე ჯინო რეჭიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია.

ტორპედოელთაგან განსაკუთრებით თეიმურაზ მარკოზაშვილისა და გოგი გოგიჩაიშვილის კარგი თამაშია გამოსარჩევი, რომლებიც ქუთაისელთა შეტევებს კარგად წარმართავდნენ.

ყრუ დაცვაში სტუმრებიც არ გამაგრებულან და სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის გამწარებას. ახალგაზრდა ვიტელთა პირველივე სახიფათო შეტევა გოლით დაგვირგვინდა: თავი ელგუჯა ლობჯანიძემ გამოიჩინა, რომელმაც მცველებთან ჭიდილში შეძლო მაქსიმე ქვილითაიას კარის დალაშქვრა.

გოლის შემდეგ უპირატესობა თბილისელთა მხარეს გადავიდა, ქვილითაიას რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარკოზაშვილმა და გაგნიძემ გაცვალეს სახიფათო მომენტები. შემდეგ შეცვლაზე შემოსულ კანდელაკს გაუცუდდა კარგი ეპიზოდი.

ვიტელები ბურთს აკონტროლებდნენ და შეხვედრა ლოგიკური დასასრულისკენ მიჰყავდათ, მაგრამ მასპინძლები არ დანებდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და გაუმართლათ კიდეც. ბოლოსწინა წუთზე მარკოზაშვილის დარტყმის შემდეგ მცველებისგან გამოვარდნილ ბურთს ლაშა ჩიხლაძემ დაამატა და საკუთარ გუნდს ფინალში გასვლის შანსი დაუბრუნა.

დამატებით დროში მოვლენები არანაკლებ დრამატულად განვითარდა. ჯერ იყო და ქუთაისელთა ლიდერმა მარკოზაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მინდორზე 10 კაცით დარჩნენ, ორიოდე წუთში კი მეკარესთან პირისპირ გასულმა ლობჯანიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ქუთაისელები კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდნენ.

გია გიგატაძის შეგირდები მარცხს არ შეურიგდნენ და დამატებითი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიში კვლავ გაათანაბრეს: კუთხურის შემდეგ ვიტელებმა საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვიეს, ბექა კაკუშაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და დამატებითი დროც ფრედ დასრულდა.

გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გამოარკვია. "საფეხბურთო ლატარიაში" "ტორპედო 2"-ს უფრო გაუმართლა, ქუთაისურმა გუნდმა პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

P.S.

ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა ორივე გუნდში საუკეთესო ფეხბურთელებისთვის პრიზები დააწესეს: მასპინძელთაგან მისი მფლობელი მეკარე მაქსიმე ქვილითაია გახდა, რომელმაც მატჩის შემდგომ დანიშნული პენალტების სერიაში ივარგა, "ვიტ ჯორჯიადან" კი ბადრი ტეტუნაშვილი გამოარჩიეს.

მოთამაშეები დააჯილდოვეს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ და "ბენდელას თასის" ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

ბენდელას თასი. ნახევარფინალი

ტორპედო-2 - ვიტ ჯორჯია-2 1:1 (დ.დ) 2:2 (პენ.4:2)

0:1 ლობჯანიძე (30), 1:1 ჩიხლაძე (89), 1:2 ლობჯანიძე (104) , 2:2 კაკუშაძე (118.პენ)

პენალტების სერია: 0:0 კალანდია (მეკარე), 1:0 ლობჟანიძე, 1:1 ლობჯანიძე, 2:1 კანდელაკი, 2:1 ხვისტანი (ძელი), 3:1 პეტავა, 3::2 ტეტუნაშვილი, 4:2 კილაძე

ტორპედო-2: ქვილითაია, მამასახლისი, სანდოხაძე (78. ლობჟანიძე), გელაშვილი (76. ჩიხლაძე), კუსიანი (116. კილაძე), ქიქავა (109. გოგუაძე), მარგველაშვილი (46. კანდელაკი), ახვლედიანი (58. ტვილდიანი), მარკოზაშვილი, გოგიჩაიშვილი (65. კაკუშაძე), გავაშელაშვილი (46. პეტავა)

ვიტ ჯორჯია-2: რეჭია, იაშვილი, კალანდია, ტეტუნაშვილი, ბუაჩიძე, გახარია (70. კვირკვაია, 98. ხვისტანი), უბილავა, კურდღელაშვილი (58. ბუნტური), გაგნიძე (65. დადიანი, 100. უდუმაშვილი), სოფრომაძე, ლობჯანიძე

გაფრთხილება: გელაშვილი, კუსიანი, მარკოზაშვილი; სოფრომაძე, ბუნტური, კვირკვაია

გაძევება: მარკოზაშვილი (102)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა