ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის

მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის

"თუ მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, როგორ უნდა შევაფასოთ, ცუდია თუ კარგი?!"
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა უხერხული მეტოქე - პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში გატეხა და 23 თებერვალს რუსეთში გასამართი მატჩისთვის ემზადება.

"რუსეთის არმიის დღეს" პრინციპული მეტოქის დამარცხებას განსაკუთრებული გემო ექნება, "ბორჯღალოსნებს" ამას ტრადიციაც "ავალდებულებს", მაგრამ ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე მიიჩნევს, რომ სოჭში ურთულესი მატჩი გველის.

ეროვნული გუნდის გარდა, "გორგოძილა" კიდევ სამ "ფრონტზე" იბრძვის: საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის, "ჰაინეკენის" თასის მეოთხედფინალისთვის და ევროპის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის!

- პორტუგალია ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეა. თანაც, ბოლო მატჩებმა აჩვენა, რომ ჩვენს თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. არადა, საწყის წუთებზე მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ: არც მახსოვს, საქართველოს ნაკრებს ოდესმე გადაებას შეტევის იმდენი ფაზა, რამდენიც პირველი ლელოს დროს...

- საწყისი წუთები მართლაც საუცხოო იყო... ისეთივე სტილში რატომ ვეღარ გააგრძელეთ?

- სულ ასე რომ ვაგრძელებდეთ და ბოლომდე დალაგებული გუნდი ვიყოთ, კარგი იქნებოდა (იცინის). ხმალაძის ლელოს შემდეგ კი ვთქვით, რომ გამარჯვებაზე ფიქრი ნაადრევი იყო, მაგრამ... როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ლელოს შემდეგ მორაგბეები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ და ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში.

- ნაკრები ახალ სტილზე გადასვლას ცდილობს... კონკრეტულად რას ითხოვს მილტონ ჰეიგი თქვენგან?

- უფრო გაშლილ თამაშს, ბურთის ფრთებზე ხშირად ჩატანას. უნდა, რომ აქცენტი მხოლოდ შერკინებაზე არ გაკეთდეს. ქართველები ყველაფერში სულსწრაფები კი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგორც გულშემატკივარს უნდა.

მილტონ ჰეიგი მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, კარგად იცის, საით მიჰყავს საქართველოს ნაკრები. თუმცა მისი მუშაობის შეფასებისგან ჯერ თავს შევიკავებ. უპირველესად, ჩვენ უნდა ავყვეთ: თუ მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, როგორ უნდა შევაფასოთ, ცუდია თუ კარგი?! თუ შედეგი ყველა დავალების შესრულების შემდეგაც ვერ დავინახეთ, მაშინ გავაკრიტიკოთ.

ჯერჯერობით კი, ნამდვილად ვერ ვასრულებთ ისე, როგორც საჭიროა.

- ბელგიასთან მატჩში ასე რატომ გაგიჭირდათ?

- ბელგიის ნაკრებში ძალიან ბევრი ნატურალიზებული ფრანგია. თანაც, როგორც ჩანს, "ერთა თასის" დებიუტანტთან სათანადო კონცენტრაცია გაგვიჭირდა. ამას მსაჯის არაპროფესიონალიზმიც დაემატა, - პროფესიონალი კარგად დაინახავდა, რამდენჯერ დაინდო არბიტრმა მასპინძლები. დასაწყისში ჩხუბიც ატყდა, ოღონდ გალახულები ბელგიელები დარჩნენ და აყალმაყალს ჩვენზე უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია (იცინის). თუმცა, მთავარი მიზეზი ის არის, რომ სუსტად ვითამაშეთ...

- იაპონიასა და ფიჯისთან შეხვედრებმა რა გვიჩვენა?

- მეტი გამოცდილება და იღბალი რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ფიჯელებს ბევრი წამყვანი მორაგბე აკლდათ. ისიც ფაქტია, რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ - მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით თუ წავიწევთ წინ.

- სხვა შემთხვევაში, ისევ რუმინეთისა და პორტუგალიის დონეზე უნდა დავრჩეთ და ერთი ადგილი ვტკეპნოთ...

- ბოლო წლებია, რუმინეთის ნაკრებს რაღაც ალმაცერად ვუყურებთ. როგორც ჩანს, უკვე დაგვავიწყდა, როგორ გვეთამაშებოდა საუკუნოვანი სარაგბო ისტორიის მქონე ეს გუნდი ორი-სამი წლის წინ. ქართველი ქომაგი უკვე მიეჩვია, რომ რუმინეთსა და რუსეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ!

- მომდევნო მატჩი სოჭში, რუსეთის ნაკრებთან გვაქვს...

- ორი წლის წინ სოჭში ძალიან გაგვიჭირდა და ახლაც ძალიან რთული მატჩი იქნება. თუ სათანადოდ არ მოვემზადეთ, აუცილებლად დავისჯებით. რუსეთი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. ფიზიკურად კარგად მომზადებული მორაგბეები ჰყავთ და სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, თბილისში 0:46 წაგების შემდეგ განსაკუთრებულად მოტივირებულნი იქნებიან.

- უნდა მიიღოს თუ არა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში?

- რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ჩვენი ქვეყანა ბოიკოტით კი არა, წარმატებული ასპარეზობით უნდა წარმოვაჩინოთ.

თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის.

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:

რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს

"ბორჯღალოსანთა" ძირითადში ერთი ცვლილებაა

რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია

• ზვიადი

"ჯაკუს" ბოიკოტი პიდარასტული სიტყვაა ჯერ ერთი, და პატრიოტიზმი ბრძოლიდან გაქცევა როდის იყო ჯერ ეს მიაცვ-მოაცვი როგორმე.. და მერე სხვა დანარჩენი.

• jaku

დღეს ოლიმპიადაზე წასვლის მონაწილეობას ვინც საღ აზრად თვლის ის ჰომო სოვიეტიკუსია და საბჭოთა მენტალობიდან არაა გამოსული. მისთვის სამშობლო საბჭოთა კავშირია და რუსეთი მოკავშირე, ცხადია ასეთი ტიპის ადამიანებს ვერ აუხსნი რა არის პატრიოტიზმი, თავისუფლების სიყვარული და რატომ არის საჭირო ბოიკოტი რუსეთის ოლიმპიადის მისამარტით ღმერთმა გაგიმარჯოთ თვენი ქვეყუსნი დამაქცევლის ჩახუტებაში. მე ბოიკოტს ვუცხადებ რუსეთის ოლიმპიადას და მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის მტერი არ მიზიდავს.

• JAKU

სირცხვილია ეგ. თურმე კარგი სპორტსმენი არ ნიშნავს იყო პატრიოტი. სირცხვილი კიდე იმ ქართველებს ვინც რუსეთის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიესალმება, ვაჟკაცობის და ღირსების ნატამალი არ გაგაჩნიათ და ლაჩრები ხართ.

• nodari

მამუკ, გენაცვალე კარგი ქართველი ხარ. გმერთმა დაგლოცოს

• jafara

ჯიგარი ხარ მამუკა გორგოძე სოჭის ოლიმპიადასტან დაკავშირებიით.გაიგეეეთ ხალხოოოო...........

• ბარტ

სანამ სპორტსმენი გახდებოდი ქართველი იყავი, ეს არ უნდა დაგავიწყდეს!!!

• giorgi

მაგრები ხართ ბიჭებო. თქვენს გვერდით ვართ ბოლომდე!

• izi

მაგარი ხალხი, ძალიან მაგარი.

• TOT

რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ჩვენი ქვეყანა ბოიკოტით კი არა, წარმატებული ასპარეზობით უნდა წარმოვაჩინოთ. თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის. ეს არის საღი და პატრიოტული მიდგომა. სრულიად ვეთანხმები.

• joni

მაგარი კაცი ხარ გორგოძე.წარმატებებს გისურვეებ!

• ზოდი

ლომი ხარ, ლომი.

• zaza

კაცი ხარ კაცი

• მამუკა

ვაჟკაცი ხარ

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ