"მარსელთან" შესაძლოა ბექჰემმაც ითამაშოს
კვირას, ჩვენი დროით შუა ღამეს, პარიზში ფრანგული ფეხბურთის კლასიკა დაიწყება.

"პარი სენ ჟერმენის" და"მარსელის" დაპირისპირება ყურადღებას ყოველთვის იქცევდა, მაგრამ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია – პირველად, 90-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და გარდა ამისა, ამ შეხვედრაში დევიდ ბექჰემის ნანატრ დებიუტს ელიან...

"პარი სენ ჟერმენის" რიგებში საეჭვოა ჟერემი მენეზის და ლუკას მოურას თამაში, რაც 37 წლის ინგლისელის პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს ზრდის. ბექჰემმა ინგლისის ნაკრებში 115 თამაში ჩაატარა, 114-ით მეტი ვიდრე ჯოი ბარტონმა, რომელიც მოედნის მეორე მხარეს იდგება. ფრანგული ფეხბურთის კლასიკის წინ, სკანდალისტმა ბარტონმა პრესასთან სწორედ ბექჰემზე ისაუბრა: "დევიდ ბექჰემი მოედანს მიღმა უფრო დიდი ვარსკვლავია, ვიდრე უშუალოდ მოედანზე. მასზე ფიქრი ნამდვილად არ ღირს, რადგან ის მეტოქეებისთვის საშიში ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედში" იყო, მას შემდეგ კი დიდი დრო გავიდა"

ინგლისელზე საკუთარი მოსაზრება ანდრე აიუმაც გამოთქვა: "ბექჰემი დიდებული ფეხბურთელია. როდესაც პატარა ვიყავი, მის თამაშებს თვალს ვადევნებდი და მის მიერ გატანილი არაერთი ლამაზი გოლი და მოგებული ტიტული მახსოვს, მაგრამ ის ჩემი მისაბაძი მაგალითი არასდროს ყოფილა. მე მიყვარს მოდა და ბექჰემს ამ სფეროში უფრო ვაფასებ, ვიდრე ფეხბურთში, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი ლამაზი გოლი აქვს გატანილი და არაერთი კარგი საგოლე პასი აქვს გაკეთებული".

პსჟ და "მარსელი" წელს ერთმანეთს უკვე მესამედ ხვდებიან. პირველ წრეში, "ველოდრომზე" გამართული მატჩი 2:2 დასრულდა, იმ შეხვედრაში დუბლები ანდრე-პიერ ჟინიაკმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულეს. ოქტომბტის ბოლოს კი "პარკ დე პრენსზე" ლიგის თასის 1/8 ფინალი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება პარიზელებმა მოიპოვეს (2:0). 26-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი კლასიკა გველის – ამჯერად გუნდები საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში შეხვდებიან და მატჩი კვლავ პარიზში გაიმართება, თუმცა იქამდე ყველა კვირის დაპირისპირებაზე ფიქრობს.

"პარი სენ ჟერმენის" რიგებში, მენეზის და მოურას გარდა, საეჭვოა ალექსის თამაშიც. იმის გამო, რომ ტიაგო სილვა და მამადუ სახო ნამდვილად ვერ ითამაშებენ, კარლო ანჩელოტიმ დაცვის ცენტრში შესაძლოა ზუმანა კამარა-სილვენ არმანის დუეტი გაამწესოს. შედარებით ნაკლები პრობლემა აქვს ელი ბოპს, რომელსაც დისკვალიფიცირებული ჯორდან აიუ და ტრავმირებული ბენუა შეირუ არ ეყოლება.

სულ, ლიგა 1-ში "პარი სენ ჟერმენი" და "მარსელი" ერთმანეთს 67-ჯერ შეხვდნენ. უპირატესობა პროვანსელთა მხარეს არის: "ოლიმპიკმა" 31 მატჩი მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 19 შემთხვევაში დამარცხდა. პარიზში აქამდე 33 მატჩი გაიმართა, აქედან 14 პსჟ-მ მოიგო (მათ შორის ბოლო ორი ზედიზედ), 10 ფრედ დასრულდა და 9-ჯერ "მარსელმა" იმარჯვა. უკანასკნელად "პარკ დე პრენსზე" "მარსელმა" 2010 წელს მოიგო, როდესაც ატემ ბენ არფას, ლუჩო გონსალესის და ბენუა შეირუს გოლების წყალობით, ყველაზე პრინციპული მეტოქე 3:0 გაანადგურა. პირველი ორი გუნდში უკვე აღარ არის, შეირუ კი ტრავმირებულია.

კლასიკის გარდა, საინტერესოა "ლიონის" და "ბორდოს" თამაში. რემი გარდის გუნდმა "ტოტენჰემთან" გოლი ბოლო წამებზე გაუშვა, ევროპა ლიგას გამოეთიშა და ახლა ხასიათის გამოკეთებას "ლორიანთან" ეცდება, რომელიც იოლი მეტოქე ნამდვილად არ გახლავთ. "ბორდომ" ევროთასებზე წარმატებით ითამაშა, კიევის "დინამოს" 1:0 მოუგო და 1/8 ფინალში გავიდა. გიომ ჟიოს შეგირდები კვირას "ბრესტს" მასპინძლობენ და ორმატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას ეცდებიან.

საინტერესოა რას იზამს "სენტ ეტიენი", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და თავს 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს. "მწვანეები" მეხუთე ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი, ამ ტურში ბოლოადგილოსან "ნანსის" ხვდება, რომელსაც დასაკარგი უკვე არაფერი აქვს. "სენტ ეტიენი", რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ აუტსაიდერმა ბოლო პერიოდში მოუმატა და მასთან ხუმრობა გუნდს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური

22 თებერვალი

ნიცა-რეიმსი 2:0

23 თებერვალი

რენი-სოშო 20:00

აიაჩო-ლილი 23:00

ნანსი-სტ. ეტიენი 23:00

ტრუა-ბასტია 23:00

ევიანი-მონპელიე 23:00

ვალანსიენი-ტულუზი 23:00

24 თებერვალი

ლიონი-ლორიანი 17:00

ბორდო-ბრესტი 20:00

პსჟ-მარსელი 00:00

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს" – 2 ქულა

ბომბარდირები: 21 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი), ობამეიანი (სენტ ეტიენი); 10 – ალესანდრინი (რენი), ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პსჟ-ს ახალი ემბლემა ექნება

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო