23 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს მატჩის ტრანსლიაციას ლაივ-სტრიმით Sportall.ge-ც განახორციელებს
23 თებერვალს სოჭის სტადიონზე (რომელსაც სლავა მეტრეველის სახელი აღარ ჰქვია), საქართველოს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.

"ბორჯღალოსნები" 15:00 სთ-ზე რუსეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრას გამართავენ.

რუსეთის რაგბის კავშირი ადგილობრივი ინტერნეტ-ტელევიზიის დახმარებით თამაშის ჩვენებას გეგმავს. მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას ლაივ-სტრიმით Sportall.ge-ც განახორციელებს.

ამასთან, მიმდინარე მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს რადიო "პალიტრა" (FM 103,9, ინტერნეტმისამართზე: palitratv.ge) განახორციელებს. ქართველ ქომაგს ოპერატიულ ინფორმაციას სოჭიდან გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი ბესო ჯანგავაძე მიაწვდის

საქართველოს მორაგებთა ნაკრები რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში 22 თებერვალს შუადღისას ჩაფრინდა. აქ "ბორჯღალოსნები" ერთა თასის მორიგი ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

სოჭი მოღრუბლული, პირქუში ცით დაგვხვდა, თუმცა არ უწვიმია და, როგორც ჩვენი გუნდის რუსმა ლიაზონმა გვითხრა, ერთი კვირაა,

მშრალი ამინდებია. თუმცა, იქვე ხუმრობით დაამატა, როგორც კი თამაში დაიწყება, თავსხმა წამოვაო.

ერთი სიტყვით, ქართველ მორაგბეებს ნორმალურ, მშრალ მინდორზე თამაში სურთ, რათა ვარჯიშზე ნასწავლი და დახვეწილი შეტევების სრულად გამოყენების საშუალება ჰქონდეთ.

შარშანწინდელისგან განსხვავებით, საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა არავის შექმნია. უფრო მეტიც, ურიგოდ გაგვატარეს და

ზედმეტი კითხვებითაც არავის შევუწუხებივართ. ერთმა მესაზღვრემ გვითხრა - რა, ისევ მოსაგებად ჩამოხვედითო? პასუხიც შესაბამისი

მიიღო.

სამწუხაროდ, შარშანდელის მსგავსად, გუნდმა კაპიტნის ვარჯიშის გამართვა ამჯერადაც ვერ მოახერხა. გზაში ისეთი საცობები შეგვხვდა, ადლერის აეროპორტიდან სოჭში სასტუმრომდე ორი საათი ვიარეთ.

მომავალ წელიწადს სოჭმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს და არემარე მთლიანად გადათხრილია. ვერ ვიტყვით, რომ მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თუმცა ის კი ცხადია, რომ ქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს დიდ პრობლემებს უქმნის.

ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა მოითათბირეს და საღამოს სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. თან ბურთებიც წაიღეს და იქვე სახელდახელოდ მცირე ვარჯიშიც გამართეს.

თბილისიდან გამომგზავრებისას "ბორჯღალოსნები" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააცილა.

"საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა თამაში მნიშვნელოვანია. მათ შორის რუსებთან მატჩიც, რომელიც ყოველთვის პრინციპულ დაპირისპირებაში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, ჩვენი მორაგბეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ ერთხელ გაგვახარონ", - თქვა ლევან ყიფიანმა.

ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება მატჩის პროგნოზს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე. ეს გასაგებიცაა, რუსეთის ნაკრები ახლა "დაჭრილ დათვს" ჰგავს, რომელსაც 20 წელიწადია "სიცოცხლეს ვუმწარებთ".

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მისი დაძაბულობა წლიდან წლამდე არ იცვლება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება. ამიტომ საკმაოდ მძიმე თამაში იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავს დადებენ, იბრძოლებენ ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის.

ჩვენი გუნდის თამაში ნელ-ნელა მიდის იმ კონდიციებამდე, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში გუნდი უკეთესი ხარისხის რაგბის ითამაშებს, ვიდრე აქამდე", - თქვა მან.

მატჩისადმი ინტერესი ქალაქში არსად იგრძნობა. ერთი აფიშა რაა, ისიც ვერ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, მომღერალ ხულიო იგლესიასს ელოდებიან მოუთმენლად. თუმცა "ბორჯღალოსნებს" ადგილობრივი ქართველების ქომაგობის იმედი მაინც აქვთ. შარშანწინ, ჩვენი მორაგბეების წარმატება მათმა გულმხურვალე ქომაგობამაც განაპირობა.

სოჭში, ცხადია, რაგბი პოპულარული არ არის და, შესაბამისად, ამ თამაშის ავანჩავანი არავინ უწყის. ამიტომ ადგილობრივებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ, როცა გაიგებდნენ საიდან და რისთვის ვიყავით სოჭში ჩასულები, რატომღაც ყველა გამარჯვებას გვისურვებდა.

რუსების ქომაგთა უმრავლესობას, რომლებიც სხვადასხვა სარაგბო ვებგვერდზე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, მიაჩნიათ, რომ პირველ ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ. ერთმა ისიც კი დაწერა - ისევ 40 ქულაზე მეტს წავაგებთო, მეორემ ამას კიდევ 20 ქულა მიუმატა.

23 თებერვალსვე ესპანეთის ნაკრები ჩვენი გუნდის ყველაზე რეალურ კონკურენტს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს ხიხონში მიიღეს.

მასპინძლებს სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, რითაც ჩვენს წისქვილზეც დაასხამენ წყალს. "სტეჟარიმ" საწყის ორ ტურში ორივე მატჩი მოიგო და "ბორჯღალოსნების" მსგავსად რვა ქულა დაუგროვდა.

გათამაშების აუტსაიდერი, პორტუგალიის ნაკრები კი ერთა თასის დებიუტანტს, ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, რომელმაც ორ საშინაო მატჩში უკვე მოახერხა "ბრჭყალების" გამოჩენა. "შავ ეშმაკებს" სამი ქულა აქვთ და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მეოთხე ადგილზე არიან. "ლობუშებმა" ორი თამაშიდან ორივე წააგეს.

ევროპის ერთა თასი 2013. III ტური.

23 თებერვალი

რუსეთი-საქათველო

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. ვიქტორ კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.

რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. მაქსიმ ტიმოშუკი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.

16. ანდრეი პოლივალოვი, 17. ევგენი პრონენკო, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. არტიომ ფატახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. სერგეი ტრიშინი.

ესპანეთი-რუმინეთი

პორტუგალია-ბელგია

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუმინეთი 2 2 0 0 +21 8

2. საქართველო 2 2 0 0 +17 8

3. რუსეთი 2 1 0 1 -11 4

4. ბელგია 2 0 1 1 -4 3

5. ესპანეთი 2 0 1 1 -4 3

6. პორტუგალია 2 0 0 2 -19 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის

რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს

რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად