ფეხბურთს მხოლოდ ვარსკვლავები არ თამაშობენ, ამ საქმეს ფრიადოსნებიც სჭირდება, კარგოსნებიცა და სამოსნებიც
შეკრებამოვლილმა ქართულმა გუნდებმა ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია მოაწყვეს. ეროვნულ ჩემპიონატს ლეგიონერები მოემატებიან, არცთუ ცოტა ახალი გვარის დაზეპირება მოგვიწევს.

მაისურის გადაცემა კამერების წინ, ზოგადი ფრაზები და ინტერესი - როგორ გაამართლებს უცხოელი ქართულ კლუბში.

ლეგიონერის ჩამოყვანა კარგი საქმეა, ოღონდაც ამისთვის მიზანია საჭირო. თუ უცხოელი იმისთვის ჩამოგყავს, რომ ქართულ გუნდებს აჯობო, ცხადია, ესეც საქმეა, მაგრამ თუ უცხოელი იმისთვისაც ჩამოგყავს, რომ ევროპა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდე, მაშინ კიდევ უფრო გამართლებულია ლეგიონერების მოწვევა.

ქართულ კლუბებში ჯერ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, ლეგიონერს გუნდი ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის ან ევროპა ლიგის ჯგუფში გაეყვანოს. ამას ერთი კაცი ვერ მოახერხებს, ოღონდაც იყო სიტუაციები, ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ ჰყოლოდა ქართულ გუნდს, ევროჯგუფში მოხვედრა ძალიან ახლოს ჩანდა.

ახლა ქართულ გუნდებში ერთი კი არა, იმდენი ლეგიონერია, ვიფიქრე, გევშველა და ეგ არისო. თანაც დააკვირდით, თითქმის ყველა მწვრთნელი ერთსა და იმავეს ამბობს: თუ უცხოელი ერთი-ორი თავით მაღლა არ დგას ჩვენებურზე, მის აყვანას რა აზრი აქვსო.

მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის ლეგიონერები მომრავლდნენ და თუ ისინი მართლაც ასე აღემატებიან ჩვენებურებს, ნამეტანი წინ წავსულვართ და ეგაა.

საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების დეფიციტია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პატარა საქართველოს პრობლემა. დიდი იტალია ავიღოთ, ამხელა ტრადიცია და სკოლა აქვს, მაგრამ ბოლო წლებში ვარსკვლავ ფეხბურთელებს ვერ ზრდის - პირლო, კასანო და მერე ვინ?...

ფეხბურთს მხოლოდ ვარსკვლავები არ თამაშობენ, ამ საქმეს ფრიადოსნებიც სჭირდება, კარგოსნებიცა და სამოსნებიც. საქართველოში და არა მხოლოდ, ლეგიონერები ხშირად კარგოსნებიც არიან და სამოსნებიც, ალაგ-ალაგ ფრიადოსნებიც გამოერევიან. ანუ ჩვენთან, ისევე როგორც სხვაგან, მხოლოდ უნარჩევეს უცხოელებს როდი იწვევენ და რადგან ასეთნაირად წავიდა საქმე, ალბათ ღირს დაფიქრება ლეგიონერების ლიმიტზე.

ლიმიტი კი რამდენიმენაირია, მაგალითად, კლუბს შეუძლია იმდენი ლეგიონერი იყოლიოს, რამდენიც მოესურვება, მაგრამ მოედანზე ერთდროულად მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის უცხოელი ეყოლება.

მოკლედ, ლეგიონერების მომრავლება რაღაც ჩარჩოში თუ მოექცევა, კარგი იქნება, საქართველო ჯერ ხომ მაინც უფრო ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანაა.

ამ რამდენიმე დღის წინ სანდრო კოტორაშვილი 70 წლისა მოიყარა. ძია სანდროს ფოტოლაბორატორია ჰქონდა გამომცემლობა "სამშობლოში". ის არ იყო მხოლოდ სამუშაო ადგილი, იქ სტუმრად მისვლა ბევრს უხაროდა, მათ შორის მეც, როცა ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი.

იმ ლაბორატორიაში ძალიან ბევრ საინტერესო ისტორიას გაიგებდით ქართველ სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე, ამ სფეროში მოსაქმე სხვა ხალხზე. ძია სანდრო ამ ყველაფერს ფოტოებით ახარისხებდა და აარქივებდა, მის ყველა ფოტოს საკუთარი ისტორია ჰქონდა.

რამაზ შენგელია ორ მცველთან რომ იბრძვის მაღალ ბურთზე - ვინ იცის, ამ ფოტოს რამდენი გაზეთი, ჟურნალი და წიგნი მოუვლია. ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა ფოტოტექნიკა ისე არ იყო განვითარებული, როგორც ახლა.

დღეს ასეთი ფოტოს გადაღება ბევრად უფრო ადვილია, ოღონდაც ასეთ ფოტოს მხოლოდ თანამედროვე კამერა ვერ ეყოფა - ამას კოტორაშვილის ოსტატობა სჭირდება.

კოტორაშვილის ფოტოებიდან უტყვი არც ერთი არ ყოფილა იმ ლაბორატორიაში, ყველა ფოტო მეტყველი იყო.

2013 წლის პირველი ტროფეი კი "ზესტაფონისაა". კახა კაჭარავას გუნდმა ვალდას ივანაიუსკასს გორული დებიუტი ჩაუმწარა, თუმცა სუპერთასი არ არის ის ტიტული, დიდი რეგალიები რომ მოაქვს. არც "ზესტაფონი" გამხდარა საქართველოს ჩემპიონი კაჭარავას ხელში და არც გორის "დილას" მოუგია საქართველოს თასი ივანაუსკასის მწვრთნელობით.

თამაშის წინა დღეს, "ზესტაფონის" ვარჯიში რომ იწყებოდა "მიხეილ მესხზე", კაჭარავამ თავისი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში იხმო, წრე გააკეთებინა და შეგონებანი ასე დაიწყო: ქალაჩუნა ფეხბურთელები არ მჭირდება, მოედანზე რომ გადიხართ, თქვენ ხართ მებრძოლები, გლადიატორები...

კაჭარავას ფეხბურთელებმა მოიგეს, მათ თითქოს ირწმუნეს მთავარი მწვრთნელის, სუპერთასის აწევაზე უფრო ალბათ ეს იყო მნიშვნელოვანი "ზესტაფონისთვის".

ფეხბურთის ასეთია, ძალიან რთულია, ყველა ნიუანსი ფაქიზი და წონიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MARADONA
გინდა ქალაჩუნა იყავი,გინდა გლადიატორი, ტექნიკა არა აქვთ და მოკალი.რუსები რომ ტექნიკაში გაჯობებენ.ფულის ბრალი არარის ეგ...
guro
limiti martla sachiroa tvara iseti legionerebi iyrian tavs sircxvilia ukve
s777
ქლაშჩუნა-კი-არა-უტვინოები-ყავს-სუყველა
giorgi
მაგარი კაცი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა