სამენეჯერო სააგენტო "ფლეიარს აგენტსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბესო აბაშიძე ევროკავშირში ქართველი მოთამაშეების მოსახვედრად აღმოჩენილ გასაოცარ გზაზე გვიამბობს
სურათზე: ბესო აბაშიძე (მარცხნივ) და ლევან შალიკაძე

სამენეჯერო სააგენტო "ფლეიარს აგენტსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბესო აბაშიძე საინტერესო ამბებს გვიმხელს - ტრანსფერებზე, ევროკავშირში ქართველი მოთამაშეების მოსახვედრად აღმოჩენილ გასაოცარ გზაზე და ა.შ.

ჭანტურია ტრავმამ დააბრკოლა

2012 წელს, სლოვენიაში გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით ბევრი უცხოური კლუბი დაინტერესდა.

ყველაზე ხმაურიანი ამბავი მაინც ნიკა ჭანტურიას უკავშირდებოდა - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გუნდის კაპიტანი ზაფხულში ლონდონის "არსენალში" მიიწვიეს, 10 დღე გუნდში ივარჯიშა და "ნორვიჩის" დუბლებთან შეხვედრაში არსენ ვენგერის გუნდის ფორმაც მოირგო.

შეხვედრას "არსენალის" სამწვრთნელო შტაბი ესწრებოდა და 17 წლის ქართველმა მცველმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, "არსენალის" კლასიკური ფეხბურთელის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებსო, მაგრამ ჭანტურიას აყვანას შრომითი ვიზა და ასაკი აფერხებს. ამიტომ ისევ თბილისის "ლოკომოტივს" ინგლისელებთან შემდგომი თანამშრომლობის იმედად დაუბრუნდა.

ბესო აბაშიძემ (რომელიც ფეხბურთელის მენეჯერია) გვითხრა, რომ სავიზო პრობლემები თუ მოგვარდა, შესაძლოა, ჭანტურია ახალი წლიდან "არსენალში" ვიხილოთ.

ლონდონელთა ინტერესს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მათი წარმომადგენელი ხორვატიაში 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ესწრებოდა, სადაც ნიკამაც ითამაშა. ლონდონელთა წარმომადგენლები მასზე დაკვირვებას ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე აპირებდნენ, ან საქართველოს გაზაფხულზე ესტუმრებიანო.

მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ჭანტურია კვლავ "ლოკომოტივში" თამაშობს. დავინტერესდით, რა პროცესშია "არსენალთან" მოლაპარაკება - კვლავ მიმდინარეობს თუ ჩაიშალა?

"ჭანტურიას მუხლი ეტკინა, ვეღარ ვარჯიშობდა და ინგლისელების ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა. მაგრამ ნიკაზე დაკვირვებას კვლავ აპირებენ და მათ წარმომადგენელს მარტში ველოდებით".

უცნობი ქართველი ისრაელში

ბესო აბაშიძემ უცნობ ტრანსფერზე გვიამბო:

"ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი სააგენტო ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების ტრანსფერებზე მუშაობს. ახლახან, ჩვენმა სააგენტომ ისრაელში ერთი ქართველი ბიჭი ჩაიყვანა, რომელსაც ჩვენი გულშემატკივარი არ იცნობს - ის 18 წლის თავდამსხმელი ლევან შილაკაძეა.

ეს ახალგაზრდა თბილისის საფეხბურთო სკოლა "მთვარის გლობუსის" გაზრდილია, ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" იყო, ძირითად გუნდთანაც უვარჯიშია, დუბლებში კი მხოლოდ შეცვლებზე ათამაშებდნენ, მაგრამ გოლები ხშირად გაჰქონდა. თუმცა, მერე კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ზამთარში ფეთაჰ ტიკვას "ჰაპოელში" გასინჯვაზე ჩავიყვანე და ჩემდა გასაოცრად, კონტრაქტი საკმაოდ მოკლე პერიოდში გაუფორმეს. ისრაელში ზაფხულამდე დარჩება, მერე კი დანიაში ვუპირებ გადაყვანას.

დღეს საქართველოში არავინ იცის, ვინ არის ეს ბიჭი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მაღალი დონის თავდამსხმელად ჩამოყალიბდება. პირადად მე, ამ ასაკში ასეთი შემტევი საქართველოში არ მინახავს, ორივე ფეხს კარგად ხმარობს, ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია.

ვაშა, შევდივართ ევროპაში!

ქართველ ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში ხშირად პრობლემას უქმნის არა სპორტული მომზადების დონე, არამედ, ევროკავშირში არსებული იურიდიული საკითხები, რის გამო ამ გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების გუნდებში მოწყობა ჩვენებურებს უჭირთ.

ზემოთხსენებული სააგენტოს უშუალო მონაწილეობით, ორიოდე დღის წინათ, თბილისის "სასკოს" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ უნგრულ "დიორი ეტოსთან" კონტრაქტი გააფორმა.

ამ საკითხზე რომ დავეკითხეთ, აბაშიძემ ისეთი სიახლე გაგვიმხილა, რომელმაც შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები რადიკალურად გააიოლოს. თურმე, უნგრეთში ქართველები ლეგიონერებად არ ითვლებიან!

"ამ კლუბში ქვილითაია გოგა გახოკიძისა და ლაშა ოდილაძის დახმარებით მოხვდა. ეს უკანასკნელი "დიორი ეტოს" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და ქართველების მიყვანას ხელს უწყობს.

ეს კი იცის ყველამ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარი ინფორმირებული არ არის, მან უნგრეთში ქართველებისთვის რამხელა საქმე გააკეთა. პირადად ოდილაძის დამსახურებაა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი მოთამაშეები ლეგიონერებად არ ითვლებიან. გაგიკვირდათ, არა? საქმე ისაა, რომ ქართველებზე შეზღუდვა ვეღარ გავრცელდება.

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა დაწესებული შეზღუდვები ლეგიონერებზე და ცხადია, მათ შორის, ქართველებზეც. მაგრამ ოდილაძემ აღმოაჩინა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც ვიზებისა და დასაქმების გაიოლებულ წესს გულისხმობს.

სამწუხაროდ, ჩვენი საფეხბურთო სამყარო ამას არ იყენებდა, მაგრამ ოდილაძემ კარგად შენიშნა. მაშინ ის რატი ალექსიძის ტრანსფერზე მუშაობდა და გუნდში ბევრი ლეგიონერი ჰყავდათ.

მოკლედ, ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში უნგრეთის ფედერაციის შეზღუდვები გაასაჩივრა და ეს საქმე მოიგო. როგორც ვიცი, ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც აცნობა და იმედია, მალე მსგავსი დაბრკოლებები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოისპობა, რაც ქართველ ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში გაცილებით იოლად მოხვედრის შანსს მისცემს.

მიმაჩნია, რომ ეს არის გენიალური მიგნება, რომლის გამო ამ კაცს მთელი საფეხბურთო სამყარო უნდა ემადლიერებოდეს. მე ახლა ვცდილობ, რომ ამ საქმის დეტალები შევისწავლო და ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მენეჯერებსაც გადავცე, რომ იცოდნენ, რა უფლება და საშუალება გააჩნიათ.

ამას გარდა, ოდილაძეს მშვენიერი კავშირები აქვს, უნგრეთში მრავალი ტურნირი ტარდება, ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობების აწყობა შეიძლება და იმედია, ამ ნიჭიერ კაცს გვერდში დავიყენებთ - თავად არის დაინტერესებული, რომ საქართველოს დაეხმაროს და ხელი არ უნდა ვკრათ", - ამბობს აბაშიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Beso
ერთი მაინც გეთქვა ჩვენი მოტყუებული ჩამოთვლაზე რომ დებ დავს, ჩვენც გვაინტერესებს ვის მოვატყუეთ :)
zaza
მარტო ლაპარაკი იციტ საქმეს კი ვერ აკეტებტ რომელი ერტი გააკეტეტ არ მინდა ცჰამოვტვალო ტკვენი მოტკუებული ხალხი
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში