ფედერერი: ახალი სწორება სამპრასზე - ფილიპუსისს თამაში მოუნდა

დღეს სტარტს იღებს WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომელიც ორგანიზატორთა ჩანაფიქრით ქალთა საჩოგბურთო სეზონის კულმინაციად უნდა იქცეს. დები უილიამსების არყოფნაში, წელს დოჰაში "დიდი სლემის" ტურნირების მხოლოდ ორ გამარჯვებულს ვხედავთ, ამიტომაც სეზონის ბოლო ჩემპიონატი შემადგენლობის მხრივ ყველაზე სუსტია თავისი არსებობის ისტორიაში.

WTA Sony Ericsson Championships შარშან გადავიდა კატარის დედაქალაქში. იქ გოგონებს დიდი საპრიზო ფონდისა და მაღალი სარეიტინგო ქულების გარდა, ცხოვრებისა და დასვენების ბრწყინვალე პირობებს სთავაზობენ.

ტურნირის ფორმატი ძველებურია - სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ჯგუფური ეტაპის მონაწილე 100 ათას დოლარსა და 210 სარეიტინგო ქულას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ პირველი ეტაპის სამივე შეხვედრას წააგებს. შედარებისთვის, International-ის სერიის ტურნირის გამარჯვებულს 37 ათასი დოლარის მოსაპოვებლად ხუთი მატჩის მოგება სჭირდება.

შარშანდელ ტურნირს ჩოგბურთელები მძიმე ფიზიკურ კონდიციებში შეხვდნენ და ხშირი იყო მატჩის შეწყვეტა თუ ტურნირიდან გასვლა. WTA ცდილობს კალენდრის შემსუბუქებას, მაგრამ წელს ტრავმების ეპიდემია მაინც გაგრძელდა. კლასიფიკაციის საუკეთესო ოცეულიდან რვა ჩოგბურთელმა დაასრულა სეზონი ნაადრევად.

სწორედ ტრავმების გამო არ ჩავიდნენ დოჰაში დები უილიამსები. ვენუსს მუხლი ტკივა, სერენას კი ხელმეორედ გაუწყდა მყესები. კატარის საგზურს მოიპოვებდა ბელგიელი ჟუსტინ ანენი, მაგრამ იდაყვი დაიზიანა და უკვე დიდი ხანის აღარ გასულა კორტზე. კატარში გასამგზავრებლად ბრძოლა შეწყვიტა მარია შარაპოვამ. სახელდებოდა რამდენიმე მიზეზი: წარუმატებელი გამოსვლა ბოლო ტურნირებზე, 2011 წლის სეზონისთვის უკეთ მომზადება, ვირუსული დაავადება. ახლა კი მარიას ნიშნობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. არავინ იცის, რა არის შარაპოვას უთამაშებლობის ნამდვილი მიზეზი.

ამ ჩოგბურთელების არყოფნაში, დოჰაში შემდეგი შემადგენლობა შეიკრიბა: დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი (განთესვის პირველი ნომერი), რუსი ვერა ზვონარევა (2), ბელგიელი კიმ კლაისტერსი (3), იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე (4), ავსტრალიელი სამანტა სტოსური (5), სერბი ელენა იანკოვიჩი (6), რუსი ელენა დემენტიევა (7) და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა (8).

წილისყრის შედეგად ჩოგბურთელები უკვე გაანაწილეს ორ ქვეჯგუფში:

წითელი ჯგუფი - ვოზნიაცკი, სკიავონე, სტოსური, დემენტიევა;

თეთრი ჯგუფი - ზვონარევა, კლაისტერსი, იანკოვიჩი, აზარენკა.

დოჰაშია ჩასული ისრაელელი შაარ პეერი, რომელსაც სათადარიგო მოთამაშის სტატუსი აქვს და კორტზე ძირითადი ბადის რომელიმე მოთამაშის ტრავმის შემთხვევაში გავა.

კატარის დედაქალაქში უკვე მოეწყო მოთამაშეთა ტრადიციული პრეზენტაცია, რომელსაც არ ესწრებოდა აზარენკა - მან მოსკოვში "კრემლის თასის" მოგების გამო ვერ შეძლო დოჰაში ჩასვლა.

პრეზენტაციაზე კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) ახალი ლოგო წარადგინა.

ფედერერი: ახალი სწორება სამპრასზე

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გასულ კვირას შვედეთში სტოკჰოლმის ღია პირველობა მოიგო - შვეიცარიელი უპრობლემოდ გაუსწორდა 27 წლის გერმანელ ფლორიან მაიერს - 6:4, 6:3 და კარიერაში 64-ე ტიტული მოიპოვა.

ამ მაჩვენებლით ფედერერი გაუთანაბრდა ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასს. "დიდი სლემის" ჩემპიონატების 16-გზის ჩემპიონმა წელს მესამე ტურნირი მოიგო. მანამდე როჯერმა ავსტრალიის ღია პირველობსა და ცინცინატის მასტერსზე იმარჯვა.

ATP-ის ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით ფედერერი სამპრასთან მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. მათზე წინ შემდეგი ჩოგბურთელები არიან:

1. ჯიმი კონორსი (აშშ) 109 ტიტული

2. ივან ლენდლი (ჩეხ/აშშ) 94

3. ჯონ მაკინროი (აშშ) 77

4-5. როჯერ ფედერერი (შვეიც) 64

4-5. პიტს სამპრასი (აშშ) 64

"საოცარია, რომ პიტის შედეგის გამეორება შევძელი. არასოდეს იცი, სად და როდის გაიმართება შენი ბოლო ტურნირი. ამიტომაც ყოველი გამარჯვების აღნიშვნა განსაკუთრებით მსურს", - განაცხადა ფედერერმა მორიგი ტიტულის მოგების შემდეგ.

ფილიპუსისს თამაში მოუნდა

უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი, ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი ისევ ალაპარკდა დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ. მსოფლიოს ექს-მერვე ნომერი ჯერჯერობით ვეტერანთა ტურნირებში იღებს მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებითაც თამაშობს. ავსტრალიელმა წინა კვირას ზედიზედ მეორე ჩემპიონატში მოიპოვა მთავარი პრიზი.

ფილიპუსისი არიზონაში ვეტერანთა ტურის ერთ-ერთი ტურნირში იღებდა მონაწილეობას. იქ მან ფინალში ჯიმ კურიე დაამარცხა - 6:4, 6:1.

"ვეტერანთა ტურნირებზე თამაშისას ისევ დამიბრუნდა ჩოგბურთისადმი სიყვარული. როგორც კი ეს ვიგრძენი, უფრო ძლიერი გავხდი. შემიძლია ბურთს ისევე ძლიერად დავარტყა, როგორც ამას პროფესიული ტურის მოთამაშეები აკეთებენ. ისმის კითხვა: რატომ არ უნდა განვაახლო გამოსვლა, როცა თამაშისგან ასეთ სიამოვნებას ვიღებ?

რამდენიმე დღის წინ ენდი როდიკთან ერთად ვივარჯიშე. ის სტუმრად იყო ჩამოსული სან დიეგოში, სადაც მე ვცხოვრობ და ადგილობრივ საჩოგბურთო ცენტრი ერთმანეთშიც ვითამაშეთ", - განაცხადა ფილიპუსისმა.

არიზონას ტურნირის მესამე ადგილი ამერიკელმა მაიკლ ჩანგმა დაიკავა, რომელმაც თანამემამულე ჯონ მაკინროი დაამარცხა - 7:6(6), 7:6(6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...