"დიდ პრიზის" პირველ დღეს მედლები ამირან პაპინაშვილმა და შალვა ქარდავამ აიღეს
დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" გამოსვლა ჩვენმა ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრინჯაოს ორი მედლით დაიწყო, რომელსაც ამირან პაპინაშვილი (60) და შალვა ქარდავა (66) დაეუფლნენ.

თუმცა ამ ტურნირზე ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის დაბრუნება იყო, რომელმაც ოპერაციის შემდეგ პირველად იჭიდავა. ის საბოლოოდ უმედლოდ დარჩა - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ქარდავას არ ეჭიდავა, თუმცა, მთლიანობაში, ამდენი გაცდენილი პერიოდის ფონზე ურიგოდ არ უჭიდავია.

სამი დამაჯერებელი მოგების შემდეგ ის ნახევარფინალში იაპონელ მასაში ებინუმასთან დამარცხდა, ვისაც ლონდონის ოლიმპიადაზე ამავე ეტაპზე აჯობა.

შავდათუაშვილი ჯერ არაა იმ კონდიციაში, როგორშიც ლონდონის ოლიმპიადაზე ჩავიდა, რაც მისი გაცდენილი პერიოდიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, თუმცა არც ისეა მიშვებული, განგაშის ზარებს ჩამოვკრათ.

ფიზიკურად ჯერ კიდევ სჭირდება მომატება, თორემ ამ კომპონენტში კარგად მომზადებულ და მოძრავ მეტოქეებთან - იმავე ებინუმასა და აზერბაიჯანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტარლან კარიმოვთან გაუჭირდა, ინიციატივაც დაკარგა და - საჭიდაო სტილის მოკარნახის პოზიციაც.

მანამდე ჰოლანდიელი იესპერ დე იონგიც და კორეელი ოლიმპიური პრიზიორი ჯინ-ჰიუნ ჩოც იოლად მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ, რადგან ისინი ახლოს მისვლის საშუალებასაც აძლევდნენ და ვერც პირველ ჩავლებას ასწრებდნენ.

ეტყობა, შავდათუაშვიოლი ახალ წესებსაც იოლად შეეგუა და კარგად მოირგო, თუმცა აქ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის ტაქტიკური მუშაობაც ცხადად გამოჩნდა - ლაშასაც და სხვებსაც მუდამ იმას ავალებდა, პირველებს მათ აეღოთ ჩავლება მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი ზევიდან ემუშავათ. ამგვარი სტილით აქტიურ პოზას იღებ და მეტოქის გაფრთხილება დროის საქმეა.

ცხადია, მწვრთნელის ამ მითითებას ყველა ერთნაირად ვერ ასრულებდა, მაგრამ ვინც შეასრულა, ფინალის გზაზე შედარებით შორსაც წავიდა.

თავიდან შავდათუაშვილიც ზუსტად მიჰყვებოდა მის დასახულ გეგმას და იმის მიუხედავად, რომ დე იონგთან ვაზარი დაკარგა, მერე მას ფეხი არ გაატოკებინა, ისე მჭიდროდ შეკრა და დამსახურებულად მიაღებინა ოთხი გაფრთხილება.

ახლო დისტანციაზე აღებული მყარი ჩავლებით ბოლომდე გაანეიტრალა კორეელიც და ისიც 4-ჯერ გაფრთხილებინა, მერე კი მეტოქებმა ასე ახლოს არ მიუშვეს.

კერიმოვთან თავიდან თვითონაც შეცდა და არასწორად აღებული ჩავლებით ორი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ ამის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რა შეუძლია მას და რამდენად ჭკვიანი ფალავანია.

უზუსტესად წარმართული ტაქტიკით მეტოქეს გაფრთხილებებიც იოლად აჰკიდა და მშვენიერი კისრულით ვაზარზეც დააგდო. ჩვენებურს აქტივში ისიც უნდა ჩავუთვალოთ, რომ წესებით გამოწვეულ ახალ რეალობაშიც არ ივიწყებს ტექნიკურ ჭიდაობას და ილეთების შესრულების სურვილი არ განელებია.

აი, ტურნირის მომავალ ჩემპიონ ებინუმასთან კი ცოტა მოშვებული ჩანდა და თითქოს უფრო დაღლილიც იყო.

იაპონელი მთელი შეხვედრა დომინირებდა და ჯრ ვაზარი მიითვალა, ბოლოს კი შებოჭა. როგორც გითხარით, შავდათუაშვილი ქარდავასთან საჭიდაოდ არ გასულა, თუმცა ტრიბუნაზეც აშკარად ნირწამხდარი იჯდა.

პაპინაშვილს ცუდად არ უჭიდავია, მაგრამ არასტაბილურობას ვერც ამჯერად დააღწია თავი...

შეიძლება ის მწვრთნელის ზემოხსენებულ გეგმას ყველაზე ნაკლებად იცავდა, ოღონდ არა სიჯიუტის გამო - ცოტა სხვა სტილში ჭიდაობდა, უფრო თავისუფლად, დისტანციიდან ბრძოლას არჩევდა, შედარებით ბევრსაც მოძრაობდა და გამუდმებით აწუხებდა მეტოქეებს.

ამ მუდმივი ზეწოლით დაამარცხა სამი მეტოქე, რომელთა შორის არცთუ ხელწამოსაკრავი ყაზახი იერკებულან კოსაევიც იყო.

პაპინაშვილი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან დამარცხდა, რომელთანაც ვერ ააწყო ჭიდაობა.

თითქოს ცოტა დათრგუნული და შებოჭილიც იყო. იქნებ იმიტომ, რომ ბოლო შეხვედრა მასთან წაგებული ჰქოდა. საწყენი ისაა, რომ ორჯერ მოჰყვა ერთი და იმავე ილეთზე - მყარი ჩავლებიდან მეტოქემ ორჯერ გამოცელა გარედან.

ჩვენებური პირველად ვაზარზე დავარდა, მეორედ - პირდაპირ იპონზე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა კიდევ ერთი ყაზახი - აშხატ ტელმანოვი ყოველმხრივ დაჩაგრა და ორჯერ მშვენიერი ბრუნით ვაზარზეც გაისროლა.

პარიზული შეჯიბრების შემდეგ ამ ტურნირმაც დაადასტურა, რომ გუნდი ფიზიკურად ადრინდელზე ბევრად უკეთაა მომზადებული ანუ პროგრესი გრძელდება. ამ მხრივ კონტექსტიდან ცოტა ამოვარდნილი ქარდავა ჩანდა - ფიზიკურად უჭირდა, თუმცა ფეხსაც იტკიებდა.

მთლიანობაში, ჯერ კიდევ შარშან მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ნაჩვენები პროგრესი მაინც ეტყობდა.

თავიდან უზნაძის მიერ დავალებული მჭიდრო, ახლოდან ჭიდაობა და პირველი ჩავლების აღება ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მუშა პროცესში ამასაც აუღო ალღო. შავდათუაშვილისა არ იყოს, ისიც ნახევარფინალში და მარცხდა და თან - იაპონელთან. მასააკი ფუკუოკასთან.

ამ ტურნირზე ქართული ძიუდოს კიდევ ერთი ნაკლიც გამოჩნდა - როგორც კი მეტოქე ტატამზე დაეცემოდა, მაშინვე ანებედნენ თავს და ჩოქბჯენში ჭიდაობას არც ცდილობდნენ.

უზნაძე ლამის ძალით ერეკებოდა დაბლა საჭიდაოდ, თუმცა ბოლოსკენ უკვე თავისითაც აკეთებდნენ ამას. არადა, სხვას რომ თავი დავანებოთ, ჩოქბჯენში ჭიდაობა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა.

24 თებერვალს მოაპარეზე ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან დასანანი მარცხი იწვნია ბეთქილ შუკვანმა (60) ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან - ვაზარს უგებდა, მაგრამ იპონზე მოჰყვა.

პირველივე წრეში დამარცხდა ზურაბ ნოზაძეც (73). ამავე წონაში ამბაკო ავალიანმა გაფრთხილებებით ერთი შეხვედრა მოიგო, მაგრამ ებრაელ საგი მუკისთან წააგო.

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"