"ტორპედოს" ახალწვეულმა ქუთაისურ კლუბთან დაკავშირებით სხვადასხვა თემებზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქუთაისის "ტორპედო" ცენტრალურ მცველ გიორგი ონიანით გაძლიერდა.

თავისი საქმის პროფესიონალი და მდიდარი საფეხბურთო გამოცდილების მქონე 29 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა.

ახალწვეულმა "ტორპედოსთან" ერთად ესპანური შეკრება წარმატებით გაიარა და სადებიუტო მატჩისთვის ემზადება.

გიორგი ონიანმა ქუთაისურ კლუბთან დაკავშირებით სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"ქუთაისის "ტორპედო" საქართველოში თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე ტრადიციული გუნდია და ცხადია, აქ თამაში ჩემთვის საამაყოა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ამჟამად, სერიოზული გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.

პირველ რიგში, ჩემი აქ გადმოსვლა გია გეგუჩაძის ფაქტორმა განაპირობა. ამ ადამიანის საფეხბუთო ხედვა და იდეოლოგია ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.

ასევე, ახალი გამოწვევაა, რომ ჩემი მოედანზე გარჯით ქუთაისელ გულშემატკივრებს სიხარული მოვუტანო.

ქუთაისი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს აქ. ამრიგად, ქალაქთან შეგუებისა და ცხოვრების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. "ტორპედოში" ჩემი ყოფით კმაყოფილი ვარ.

ის, რომ "ტორპედო" სახელოვანი და ამბიციური კლუბია, ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ იგი ჩამოყალიბდეს სერიოზულ ძალად, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც, რითაც ჩვენი მესვეურებიც დიდად დაინტერესებულები არიან, თუმცა იმისთვის, რომ ევროპაში საკუთარი სახელი შექმნა, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონი მაინც უნდა გახდე, რასაც იმედი მაქვს, ახლო მომავალში მივაღწევთ.

"ტორპედოს" დღევანდელი მდგომარეობით პარალელის გავლება შემიძლია რამდენიმე წლის წინანდელ "ზესტაფონთან".

იქაც იყო ასეთი კურსი, როცა მეც და გეგუჩაძეც, რომლის დიდი შრომითა და დამსახურებით გავხდით ორჯერ ჩემპიონები, ახალი მისულები ვიყავით.

მიმდინარეობდა გუნდის შეკვრის, შეთამაშებისა და დალაგების პროცესი, რამაც ნახეთ, თუ როგორი შედეგებიც გამოიღო.

დღესდღეობით, ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც გაზრდა ჭირდებათ. ამ საქმეს "ტორპედოს" მწვრთნელი ხელმძღვანელობს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ გია გეგუჩაძეს თავისი იდეების ბოლომდე განხორციელების საშუალება მიეცემა, იგი შეძლებს, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭები სწორ გზაზე დააყენოს, სწორი მიმართულება მისცეს მათ და გუნდისთვისაც უფრო საჭირო ფეხბურთელებად აქციოს.

რაც შეეხება ჩემს მოკლევადიან კონტრაქტს, როგორც მითხარით, გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან ასეთი ხანგრძლივობის ხელშეკრულებით, რისთვისაც მადლობას გადავუხდი მათ ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის.

რასაკვირველია, მოქმედი კონტრაქტი გადახედვას ექვემდებარება და კიდევ დალაპარაკებაც შეიძლება.

თუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩემი "ტორპედოში" თამაშის გაგრძელებაზე ორმხრივი შეთანხმება მიიღწევა, მე მომავალშიც მოხარული ვიქნები აქ ასპარეზობით.

უცხოური შეკრება ძალზედ ნაყოფიერად გავიარეთ და ვფიქრობ, სეზონის განახლებას მზად შევხვდებით.

რა თქმა უნდა, ათ თამაშში 7 ქულა არ იქნება ადვილი აღმოსაფხვრელი, მაგრამ ჩვენ, როგორც ჩემპიონატის, ისე ეროვნული თასის ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და ჩვენსას ვეცდებით.

პირველი მატჩი 26 თებერვალს, "გაგრასთან" გველის, იმედი მაქვს, რომ ჩემი დებიუტი ქუთაისში წარმატებული გამოდგება და გავიმარჯვებთ.

შევეცდებით, რომ პირველივე თამაშზე გადავდგათ დიდი ნაბიჯი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რათა განმეორებით შეხვედრაში ნაკლები პრობლემა და კითხვის ნიშნები იყოს ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, მეც და ბიჭებიც ისეთი შემართებით ვართ, რომ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებთ".

fctorpedo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის