ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

გუშინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან აღსანიშნავი იყო "ტამპა ბეისა" და "ნეშვილის" შეხვედრა. ამ გუნდებმა სეზონი კარგად დაიწყეს და ეს მატჩიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს.

"ტამპას" ამჟამინდელი მეკარე დენ ელისი თავის ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა. მასპინძლების რიგებში კვლავ ვერ ვიხილეთ საიმონ განიე, ამიტომაც "ლაითნინგის" შეტევით სამეულებში ამჯერადაც საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა. მაგალითად, ლეკავალიემ დროის დიდი ნაწილი ბერგენჰაიმთან და პურსელთან ერთად ითამაშა.

"პრედატორზმა" შეხვედრა უფრო აქტიურად დაიწყო, დიდ დროს ატარებდა მეტოქის ზონაში, მაგრამ საკუთარი კართან პირველი მომენტისას გაუშვა შაიბა. პაველ კუბინამ მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა ბერგენჰაიმი და მანაც ლამაზი დარტყმით სეზონში მესამე შაიბა გაიტანა.

თუმცა "ნეშვილი" შემთხვევით არ მიიჩნევა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ. სტუმრებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და ელისის კარს შეუტიეს. ისინი ძირითადად ცისფერი ხაზიდან დარტყმებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რიკოშეტებისა და დამატებების იმედი ჰქონდათ. ტაქტიკამ ორჯერ გაამართლა. ანგარიში კაპიტანმა ში უებერმა გაათანაბრა - მან მეკარის მოგერიებულს დაამატა. სტუმრები წინ სერგეი კოსტიცინმა გაიყვანა, რომელიც მეკარის საჯარიმოში ყველაზე კარგად გაერკვა სიტუაციაში.

მეორე პერიოდი მთლიანად "ლაითნინგს" დარჩა, რაშიც "ნეშვილის" სამმა გაძევებმაც ითამაშა დიდი როლი. რიცხობრივი უპირატესობისას "ტამპა ბეის" თამაში სტემკოსის ძლიერ დარტყმაზეა აგებული, რაც "პრედატორზში" კარგად იცოდნენ და ამიტომაც ბომბარდირს უებერი მიამაგრეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარგად გაართვა თავი ამოცანას და შარშანდელი სეზონის საუკეთესო სნაიპერს სამი გაძევების განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დაარტყმევინა. "ნეშვილმა" ყველა საფრთხე მოიგერია, პერიოდის ბოლოს კი თანაბარი შემადგენლობებისას კოდი ფრანსონი გაექცა მცველებს და მეკარე ეინისი ლამაზი ფინტით მოატყუა - 3:1.

ბოლო პერიოდში სტუმრები კარგად იცავდნენ თავს და ტემპის დაგდებაც გამოსდიოდათ. "ტამპას" მაინც ჰქონდა მომენტები, მაგალითად, ლეკავალიეს ერთი ერთზე გასვლა, მაგრამ იმ დღეს ბრწყინვალე იყო "ნეშვილის" შვედი მეკარე ანდრეს ლინდბეკი. სტუმრებმა გაუძლეს მეტოქის შეტევებს და შეტევაზეც იზრუნეს. მეოთხე გოლისას მარტინ ერატისგან ყველა დარტყმას ელოდა, მან კი შესანიშნავი პასით უილსონს გაატანინა - 4:1.

თითქოს ეს "ლაითნინგის" დასასრულს ნიშნავდა, მაგრამ მასპინძლებმა ერთწუთიან ინტრევალში გაიმარჯვეს - ჯერ სენტ ლუისმა გაიტანა მაღალ კუთხეში, შემდეგ კი ჰოლმა მეტოქე მცველს გაარტყა შაიბა და რიკოშეტით შეაგდო შაიბა. მასპინძლებს ოთხი წუთი რჩებოდათ თამაშის გადასარჩენად და შტუმრზე წავიდნენ. თანაც რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ "ნეშვილმა" გაძლო და რეგულარული ჩემპიონატის ლიდერი გახდა.

"ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში დაბრუნდა ილია კოვალჩუკი, გოლიც გაიტანა, მაგრამ "ეშმაკებმა" მორიგი მატჩი წააგეს. რამდენიმე წამყვანი ჰოკეისტის არყოფნაში "რეინჯერსი" მაინც კარგად გამოიყურება, რაც აღნიშნულმა შეხვედრამ დაადასტურა. "ნიუ ჯერსი" კონფერენციის ბოლო ადგილზე რჩება, ნიუიორკელებმა კი აღმოსავლეთის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.

მოულოდნელი შედეგით დაასრულა კანადაში მეორე მატჩი "სან ხოსე შარქსმა". ერთი დღით ადრე "ედმონტონის" განადგურების შემდეგ, "ზვიგენებმა" კალგარიში ოთხი უპასუხო შაიბა მიიღეს. თანაც ყველა გოლი ამ მატჩში პირველ პერიოდში, 11 წუთის ინტერვალით გავიდა, ხოლო კალიფორნიელთა მეკარემ ნიემიმ ხუთ დარტყმაში გაუშვა სამი შაიბა, რის შემდეგაც თავისი ადგილი თანამემამულე ნიიტიმიაკის დაუთმო. "კალგარი" თავის დივიზიონის ლიდერად რჩება და ორი ქულით უსწრებს "ვანკუვერსა" და "კოლორადოს".

ტამპა ბეი-ნეშვილი 3:4

1:2, 0:1, 2:1

გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-3 (კუბინა-2), 1:1 უებერი-1 (ბუიონი-2, კ. ო'რაილი-5), 1:2 ს. კოსტიცინი-1 (სპალინგი-1, სმიტსონი-1), 1:3 ფრანსონი-2 (ლეგუანდი-3, ტუტუ-3), 1:4 უილსონი-2 (ერატი-3, დუმონი-4), 2:4 სენტ ლუისი-3 (სტემკოსი-7, ჰედმანი-6), 3:4 ჰოლი-1 (ტომპსონი-1, ლუნდინი-2).

რეინჯერსი-ნიუ ჯერსი 3:1

0:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 როჟსივალი-2 (ფედოტენკო-2, ეივერი-5), 2:0 კელეჰანი-1 (დუბინსკი-3, როჟსივალი-4), 2:1 კოვალჩუკი-3 (ზუბრუსი-5, კორენტი-2), 3:1 დუბინსკი-4 (კელეჰანი-5).

კალგარი-სან ხოსე 4:0

4:0, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 ბურკი-5 (ჰაგმანი-1, ბ. მორისონი-6), 2:0 იგინლა-2 (ტანგეი-2, ი. უაიტი-2), 3:0 კონროი-2 (მეიერი-1, ჯეკმენი-1), 4:0 ბურკი-6 (ტანგეი-3, სტაიანი-6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა