ჩეხი პეტრა კვიტოვა ძველებურად ათამაშდა
ჩეხი პეტრა კვიტოვა 2011 წელს შეიჭრა ქალთა საჩოგბურთო ელიტაში. იმ სეზონში მან ექვსი ტურნირი მოიგო, რომელთა შორის იყო უიმბლდონი, აგრეთვე თავისი ქვეყნის ნაკრებს ფედერაციის თასის მოგებაში დაეხმარა.

WTA-ის შემაჯამებელი ტურნირის მოგების შემდეგ ყველას ეგონა, რომ პეტრასთვის რეიტინგში პირველი ადგილი დროის საკითხი იყო, მაგრამ 2012 წელს, ჩოგბურთელს ხანგრძლივი ჩავარდნა დაეწყო. ერთ-ორი გამონათების გარდა, ჩეხი ძალიან არასტაბილურად გამოიყურებოდა და ეს სეზონიც არც ისე დამაჯერებლად დაიწყო. ზედიზედ წააგო რამდენიმე ტურნირი ადრეულ სტადიაზე, მათ შორის, ავსტრალიის ღია პირველობა (მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას).

და აი, ახლა გამოჩნდა კრიზისიდან გამოსვლის ნიშნები. ერთი კვირის წინ, დოჰაში ჩეხმა წააგო სერენა უილიამსთან, თუმცა კარგი თამაში აჩვენა, ახლა კი დუბაის ტურნირზე გაიარა რთული ეტაპები და სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

საემიროებში კვიტოვამ პირველ მატჩში გაანადგურა დანიელა ჰანტუხოვა (მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო სლოვაკს), შემდეგ რთული მატჩები ჰქონდა აგნიეშკა რადვანსკასთან და ანა ივანოვიჩთან, ნახევარფინალში კი პრინციპულ მეტოქეს კაროლინ ვოზნიაცკის მოუგო ორ სეტში, რითაც გადამწყვეტ მატჩში იტალიელ სარა ერანისთან თამაშის უფლება მიიღო.

ფინალი კვიტოვამ ბრწყინვალედ დაიწყო და ერანიმ ვერაფერი დაუპირისპირა ჩეხის შეტევებს. იტალიელმა მხოლოდ პირველი სეტის მეორე ნახევარში ოდნავ გააუმჯობესა თავისი თამაში და რამდენიმე გეიმში ბრძოლა გაუმართა მეტოქეს, მაგრამ დიდი ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლო.

კვიტოვამ მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო. თითქოს ამას საბოლოოდ უნდა გაეტეხა ერანის წინააღმდეგობა, მაგრამ პირიქით, სარა გამოცოცხლდა და მკვეთრად მოუმატა თამაშს. თუ პირველ პარტიაში მას მხოლოდ ერთი "ვინერსი" ჰქონდა, მეორეში ეს რიცხვი რვამდე ავიდა. ამასთან, ერანიმ მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა. იტალიელმა მოულოდნელად ინიციატივა მოიპოვა, ხშირად დაიწყო ბადესთან გასვლა, სადაც ძალიან წარმატებით მოქმედებდა. ამჯერად, კვიტოვა ძალიან დაიბნა და მის თამაშში შეცდომების რაოდენობა გაიზარდა. საბოლოოდ, ერანიმ მეორე სეტში ზედიზედ ექვსი გეიმის აღება მოახერხა.

მესამე სეტის წინ, ჩეხმა მცირე პაუზა აიღო. თავიდან ამან დიდად ვერ უშველა. მესამე გეიმში ერანის სამმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა პეტრამ მოახერხა საფრთხის მოგერიება, შემდეგ გეიმში კი იტალიელის შეცდომები დაეხმარა ბრეიკის შესრულებაში. ამის შემდეგ, თამაში კვლავ კვიტოვას კონტროლს დაექვემდებარა. ჩეხმა არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და დამსახურებულად მოიპოვა კარიერაში მეათე ტიტული. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები მეზობლად იმყოფებოდნენ WTA-ის კლასიფიკაციაში და ამ მოგების შემდეგ, კვიტოვამ გაასწრო ერანის, რითაც

მსოფლიოს მეშვიდე ნომერი გახდა.

1/2 ფინალი

სარა ერანი(იტა, 5)-რობერტა ვინჩი (იტა) - 6:3, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8) 6:3, 6:4.

ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6)-სარა ერანი (იტა, 5) 6:2, 1:6, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დოჰაში პირველობა გადაწყდება

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა