დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვალერი ლიპარტელიანი გახდნენ
ფოტოზე: ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური ოქრო-ვერცლით

ჩვენი ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მისამართით ჯერ კიდევ პარიზის "დიდი მუზარადის" დასრულების შემდეგ დავწერეთ, იმ დემორალიზებული კრებულიდან დროის ასე მოკლე მონაკვეთში ამდენად ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ვერ ვიფიქრებდითო, თუმცა მოვიდა დიუსელდორფის "დიდი პრიზი" და ირაკლი უზნაძის სამწყსომ კიდევ ერთხელ გაგვაოცა კარგი ჭიდაობით.

აქამდე თუ ფინალში გასვლას ვნატრობდით, მეტიც - შეხვედრის ბოლომდე გაძლება, საწყისი 2 წუთის შემდეგ ჭიდაობა გვქონდა სანატრელი, ეგზომ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე 4 წონიდან სამის ფინალში გვყავდა მონაწილე, 81 კილოგრამში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

ცხადია, ეს ყველაფერი მედლებშიც აისახა: 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ასეთი მართლაც რომ მშვენიერი შედეგით ჩავაბარეთ გერმანული გამოცდა. ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდნენ, ლევან წიკლაური (81) და ადამ ოქრუაშვილი (+100) მეორეზე გავიდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ამირან პაპინაშვილმა (60), შალვა ქარდავამ (66) და ზვიად გოგოჭურმა (90) მოიპოვეს.

ამასთან, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) მეხუთეზე გავიდა, რადგან ქარდავას ბრინჯაოსთვის შეხვედრაში არ ეჭიდავა. ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაშიც ჩვენებმა გაიმარჯვეს. იაპონიას და საქართველოს 2-2 ოქრო-ვერცხლი აქვთ, მაგრამ ბრინჯაოს მედლებით ვაჯობეთ. ისიც ვაჟებში 2-2 ოქრო მხოლოდ ჩვენ, იაპონიამ და საფრანგეთმა მოვიპოვეთ, მეშვიდეს კი მონღოლეთის ნაკრები დაეუფლა.

ქართული მოვლენები

დიუსელდორფში ბევრი რამ მოხდა ისეთი, ჩვენთვის მოვლენას რომ უდრის. თუნდაც - ქართული ფინალი და ასეთი მასშტაბური წარმატება, რაც ბოლო წლების ფონზე უკვე მნიშვნელოვანი ამბავია; თუნდაც ლიპარტელიანის ზედიზედ მეორე და თანაც, კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება უპრესტიჟულეს ტურნირზე, რამაც ჯერ კიდევ პარიზში მოპოვებული მსოფლიოს რეიტინგის ლიდერობა კიდევ უფრო გაუმყარა;

როგორც იქნა, ჭრიკიშვილმაც ახსნა ჯადო ფრანგ ლუის პიეტრის (პირველი მოგება სამი წაგების შემდეგ) და ლიპარტელიანმაც - ბრაზილიელ ტიაგო კამილოს (პირველი გამარჯვება მეხუთე შეხვედრაში), მაგრამ წმინდა სპორტული კუთხით ორ ამბავს გამოვარჩევთ - წიკლაურის ჩინებულ გამოსვლას და შავდათუაშვილის დაბრუნებას.

წიკლაურმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ქების მეტს არაფერს იმსახურებს, მაგრამ მისი გამორჩევა ერთი მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ - ნახევარფინალში კორეელი ბუ-ჯაემ კიმი დაამარცხა, ამ წონაში კი რაღა ის და რაღა მძიმეში - ფრანგი ტედი რინერი!

თავად განსაჯეთ - წინა სამ წელიწადში კორეელმა ორჯერ ზედიზედ მსოფლიოს პირველობა მოიგო, რასაც ზედ ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვებაც დააყოლა! 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა მშობლიურ კორეაში მსოფლიოს თასზე წააგო, წანაგები არ ჰქონდა. წიკლაურმა კი აი, ასეთი დაუმარცხებელი ფალავანი დაამარცხა!

ცხადია, კიმი არ იყო სასურველ ფორმაში და იმ აზრისგანაც შორს ვართ, რომ ჩვენებური აწი სულ მოუგებს მას, მაგრამ დიუსელდორფში 24 თებერვალს რაც მოხდა, აღსანიშნავი ფაქტია.

თან ეს არ იყო შემთხვევითი მოგება - ჩვენებურმა გაფრთხილებებიც მიაღებინა და იუკოზეც დააგდო. გავეშებულ კორეელთან უპირატესობის შენარჩუნებაც არ იქნებოდა იოლი, ესეც ჭკვიანური ტაქტიკით მოვიდა.

შავდათუაშვილის დაბრუნება

ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი ოპერაციის შემდეგ პირველად ჭიდაობდა და უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ამდენი გაცდენილი პერიოდის ფონზე ურიგოდ არ გამოსულა. სამი დამაჯერებელი მოგების მერე ის ნახევარფინალში იაპონელ მასაში ებინუმასთან დამარცხდა, ვისაც ლონდონის ოლიმპიადაზე ამავე ეტაპზე აჯობა.

შავდათუაშვილი ჯერ არაა იმ კონდიციაში, როგორშიც ლონდონში ჩავიდა, რაც მისი გაცდენილი პერიოდიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია; თუმცა არც ისეა მიშვებული, ამ წაგებით განგაშის ზარებს ჩამოვკრათ. ფიზიკურად ჯერ კიდევ სჭირდება მომატება, თორემ ამ კომპონენტში კარგად მომზადებულ და მოძრავ მეტოქეებთან - იმავე ებინუმასა და აზერბაიჯანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ტარლან კარიმოვთან გაუჭირდა, ინიციატივაც დაკარგა და ვერც თავისი ჭიდაობა იპოვა.

არადა, მანამდე ჰოლანდიელი იესპერ დე იონგიც და კორეელი ოლიმპიური პრიზიორი ჯინ-ჰიუნ ჩოც იოლად მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ, რადგან ისინი ახლოს მისვლის საშუალებასაც აძლევდნენ და ვერც პირველ ჩავლებას ასწრებდნენ.

მთლიანობაში, შავდათუაშვილი ახალ წესებსაც იოლად შეეგუა და კარგადაც მოირგო. პირველი ორი გამარჯვებაც ძირითადად ამის ხარჯზე მოიპოვა. არადა, დე იონგთან ვაზარი დაკარგა, მაგრამ მერე ფეხი არ გაატოკებინა, ისე მჭიდროდ შეკრა და დამსახურებულად მიაღებინა ოთხი გაფრთხილება.

კორეელიც ასე ახლო დისტანციაზე აღებული მყარი ჩავლებით ბოლომდე გაანეიტრალა და ისიც 4-ჯერ გააფრთხილებინა.

აი, მომდევნო მეტოქეებმა მთლად ასე ახლოს არ მიუშვეს და არც ჩავლებას უთმობდნენ იოლად. კერიმოვთან თავიდან თვითონაც შეცდა (თავიდან არასწორად აუღო ჩავლება, მერე კი ორივე ხელით გააშვებინა ჩავლება). ისე, ამ შეხვედრის მსაჯი ქართველებზე თითქოს დაბოღმილი იყო - შავდათუაშვილი ხომ თვალისდახამხამებაში ორჯერ გააფრთხილა, უზნაძეც გააძევა მწვრთნელის სკამიდან; 24 თებერვალს კი ასე უკვე ჩვენს მეორე მწვრთნელს - დავით ასუმბანს მოექცა (ასუმბანი ორჯერ გააძევეს).

თუმცა ამან შავდათუაშვილზე არ იმოქმედა და ამის შემდეგ კარგად გამოჩნდა, რა შეუძლია მას და რამდენად ჭკვიანი ფალავანია - უზუსტესად წარმართული ტაქტიკით მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა, თან მშვენიერი კისრულით ვაზარზეც დააგდო.

ჩვენებურს აქტივში ისიც უნდა ჩავუთვალოთ, რომ წესებით გამოწვეულ ახალ რეალობაშიც არ ივიწყებს ტექნიკურ ჭიდაობას და ილეთების შესრულების სურვილი არ განელებია. აი, ტურნირის მომავალ ჩემპიონ ებინუმასთან კი ცოტა მოშვებული ჩანდა და თითქოს უფრო დაღლილიც იყო. იაპონელი მთელი შეხვედრა დომინირებდა და ჯერ ვაზარი მიითვალა, ბოლოს კი შებოჭა.

როგორც გითხარით, შავდათუაშვილი ქარდავასთან საჭიდაოდ არ გასულა, თუმცა ტრიბუნაზეც აშკარად ნირწამხდარი იჯდა.

ქართული ფინალი და მედალოსნები

ქართულ ფინალამდე წიკლაურიც და ჭრიკიშვილიც დამაჯერებლად მივიდნენ, თუმცა ჭრიკიშვილს ჰქონდა ერთი შედარებითი ჩავარდნა - პიეტრისთან შეხვედრა (მანამდე ბრიტანელი ტომას დევისიც დაამარცხა), სადაც ფიზიკურადაც გაუჭირდა და, ალბათ, ფსიქოლოგიურადაც.

Video

ქართული ფინალი დიუსელდორფში: ავთანდილ ჭრიკიშვილი - ლევან წიკლაური

ჩვენებური ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. იქ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა მსაჯებს ფრანგის გაფრთხილება შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს. არადა, პიეტრისთვის სჯობდა, გაეფრთხილებინათ, ქართველმა ისეთი ამოუსვა და ისეთ იპონზე დასვა!

Video

ავთანდაილ ჭრიკიშვილის დაჯილდოვება დიუსელდორფის ტურნირზე

საბედნიეროდ, ბელგიელ იოახიმ ბოტიესთან და კანადელ ოლიმპიურ პრიზიორ ანტოინ ვალეს-ფორტიერთან ეს დაღლილობა თუ დაძაბულობა უკვალოდ გაქრა და ორივეს დამაჯერებლად აჯობა. წიკლაურმა რუს ივან ვორობიოვსა და ძლიერ გერმანელ სვენ მარეშს ტაქტიკურ-ტექნიკურ ბრძოლაში იოლად აჯობა, ტრავმირებული ჩეხი იარომირ მუსილი არ გამოუცხადდა; კორეელს კი რაც უყო, უკვე გითხარით.

ფინალი ძალზე ხანმოკლე გამოდგა, მხოლოდ 50 წამი გაგრძელდა. ეს დრო კი ჭრიკიშვილს სავსებით ეყო იპონისთვის - ქამრიდან აყვანილი ბრუნზე ცოტა უცნაური ტრაექტორიით გადააგდო, კინაღამ ზურგსუკან გდება გამოუვიდა.

ფოტოზე: ავტანდილ ჭრიკიშვილი და ლევნ წიკლაური

ეს ერთ-ერთი ულამაზესი ფინალი იყო, მედალოსნები კი თვით ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა დააჯილდოვა.

ლიპარტელიანმა შვედი იოაკიმ დვარბი, კორეელი ჰან კვაკ დონგი, გერმანელი მარკ ოდენტალი დააიპონა, ჰოლანდიელი ნოელ ვან ტენდი კი მოახსნევინა. ფინალში მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელ კამილოსთან იყო გდება, რომელიც მსაჯებმა თავიდან იპონად შეაფასეს, მაგრამ შეცდომა მალევე გამოასწორეს.

Video

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის ტურნირის ფინალში გაიმარჯვა

ჩვენებურმა უხერხული მეტოქე საიმედოდ ჩაკეტა, თუმცა ბრაზილიელი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ჩანს.

Video

ვარლამ ლიპარტელიანიას დაჯილდოვება დიუსელდორფის ტურნირზე

ამ კომპონენტში ლიპარტელიანის პროგრესიც თვალსაჩინოა - არ იღლება, კარგად სუნთქავს და, ეტყობა, საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს ის დრო, 2 წუთის მერე ფეხზე რომ ვერ იდგა. თან ტექნიკურადაც მრავალფეროვნად ჭიდაობს.

ფოტოზე: ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური)

ამ წონის დაჯილდოებისას კვარცხლბეკზე სამი ქართველი იდგა - ლიპარტელიანი, გოგოჭური და ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური), რაც კამილოს იმდენად გაუკვირდა, ლამის გადათვალა ჩვენებურები, როგორ, ყველანი ქართველები ხართო?!

ოქრუაშვილს ფინალამდე სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. არადა, მას იაპონელებთან ჭიდაობა კარგად გამოსდის. ამის მაგალითად თუნდაც პირველ შეხვედრაში რიუტა იშიისთან მშვენიერი ბრუნით მოპოვებული იპონიც გამოდგება.

ამის შემდეგ გიგანტი პოლონელი იანუშ ვოინაროვიჩი შებოჭა, ტუნისელი ფაიცელ ჯაბალანს კი რეტი დაასხა, ისეთ იპონზე დააგდო.

სამწუხაროდ, მასარუ მომოსეს უპირატესობა ვერ წაართვა, დისტანციაც დაუთმო, რაც საბოლოოდ იაპონელის მოგვერდით დასრულდა.

ფოტოზე: ადამ ოქრუაშვილი (მარცხნივ)

პაპინაშვილი მწვრთნელის გეგმას - ეჭიდავათ ახლოდან და დაესწროთ პირველი ჩავლება მარცხენა ხელით, მარჯვენათი კი ზედა ჩავლებაზე ემუშავათ, ყველაზე ნაკლებად იცავდა, ოღონდ არა სიჯიუტის გამო - ცოტა სხვა სტილში ჭიდაობდა, უფრო თავისუფლად, დისტანციიდან ბრძოლას არჩევდა, შედარებით ბევრსაც მოძრაობდა და გამუდმებით აწუხებდა მეტოქეებს. ამ მუდმივი ზეწოლით დაამარცხა სამი კონკურენტი, რომელთა შორის არცთუ ხელწამოსაკრავი ყაზახი იერკებულან კოსაევიც იყო.

პაპინაშვილი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან დამარცხდა, რომელთანაც ვერ ააწყო ჭიდაობა. თითქოს ცოტა დათრგუნული და შებოჭილიც იყო. იქნებ იმიტომ, რომ ბოლო შეხვედრა მასთან წაგებული ჰქონდა?! საწყენი ისაა, რომ ორჯერ მოჰყვა ერთსა და იმავე ილეთზე - მყარი ჩავლებიდან მეტოქემ ორჯერ გამოცელა გარედან - პირველად ვაზარზე, მეორედ - იპონზე.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პაპინაშვილმა კიდევ ერთი ყაზახი - აშხატ ტელმანოვი ყოველმხრივ დაჩაგრა და ორჯერ მშვენიერი ბრუნით ვაზარზეც გაისროლა.

გუნდის კარგი ფიზიკური პროგრესის ფონზე ქარდავა ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანდა, თუმცა ფეხსაც იტკიებდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ შარშან მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე ნაჩვენები წინსვლა ახლაც ეტყობდა. შავდათუაშვილისა არ იყოს, ისიც ნახევარფინალში დამარცხდა და თან - იაპონელთან, მასააკი ფუკუოკასთან.

გოგოჭური ილიადისთან დამარცხდა, ტურნირზე კი სამი წმინდა მოგება მიითვალა შვეიცარიელ სირილ გროსკალიუსთან, საკმაოდ გამოცდილ ყაზახ ისლამ ბოზბაიევთან და გერმანელ იანიკ გუჩესთან, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლიპარტელიანთან დამარცხებულ ვან ტენდს აჯობა ტაქტიკური ბრძოლით.

დიუსელდორფის "დიდი პრიზი" 2013

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 არამ გრიგორიანი (რუსეთი)

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)

3 შალვა ქარდავა (საქართველო)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

2 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ლევან წიკლაური (საქართველო)

3 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 ტიაგო კამილო (ბრაზილია)

3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

100 კგ

1 კირილ მარე (საფრანგეთი)

2 ტაკაში ონო (იაპონია)

3 კიეონგტაე კიმი (სამხრეთ კორეა)

3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)

+100 კგ

1 მასარუ მომოსე (იაპონია)

2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 მაგომედ ნაჟმუდინოვი (რუსეთი)

გუნდური ჩათვლა. კაცები

ა ქ ო ვ ბ V VII

1 საქართველო 2 2 3 1 0

2 იაპონია 2 2 0 0 0

3 საფრანგეთი 2 0 0 2 1

4 მონღოლეთი 1 0 0 1 0

5 ბრაზილია 0 2 1 1 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველმა ძიუდოისტებმა დიუსელდორფის ტურნირის პირველ დღეს ორი ბრინჯაო მოიპოვეს

giorgi
კარგია... წარმატებები სახეზეა!
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს