ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თვალსაზრისი: პრემიერლიგა ჩამოყალიბდა, საქმე მაინც გაყინულია

თვალსაზრისი: პრემიერლიგა ჩამოყალიბდა, საქმე მაინც გაყინულია

პრემიერლიგასთან დაკავშირებით, უმაღლესი ლიგის 12 კლუბი დღემდე საერთო პოზიციაზე ჯერ ვერ შეჯერდა
წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის სახეცვლილი მოდელი, პრემიერლიგა დაფუძნდა. გადანაწილდა ფუნქციები, ვინ რა მიმართულებით იმუშავებდა.

ცნობილი გახდა, რომ ლიგა ჩემპიონატს ორგანიზებას დაფუძნებისთანავე არ გაუწევდა და ფუნქციების გადაბარებას ახალი სეზონიდან აპირებდა.

მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "ლელოსთან" დაადასტურა, რომ პრემიერლიგის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, პროფლიგის საქმის გაგრძელებას სასურველ საქმედ მივიჩნევო.

ამ წლიდან ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარებით ვეღარ სარგებლობს, ანუ ორგანიზაცია ეკონომიურ რეჟიმზე გადავა და "ქამრების მოჭერა" მოუწევს. პრემიერლიგის აღდგენა კი მსაჯთა კორპუსის მის დაქვემდებარებაში გადასვლასა და სამსაჯო ხარჯების მოხსნასაც გულისხმობს.

ცხადია, ფედერაციას, მიზეზთა გამო, ასეთი ეკონომია ხელს უნდა აძლევდეს.

მაგრამ პრემიერლიგა ჯერ უმოქმედოა და მისი მომავალი ბევრ კითხვას ბადებს. ვერ ვიტყვით, რომ პროცესი შეჩერებულია. და მაინც - ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე უმაღლესი ლიგის კლუბებმა საამისოდ დიდად ვერ მოიცალეს.

მეორე ფაქტორიც: უმაღლესი ლიგის 12 კლუბი დღემდე საერთო პოზიციაზე ვერ შეჯერდა - ზოგი ალთას არის, ზოგი - ბალთას, რამდენიმე სხვების მოწონებულს "გამყრელიძის დასკვნასავით" გულგრილად იღებს და ძველებურად დინებას მიჰყვება.

განსხვავებული პოზიციებიც იკვეთება. პრემიერლიგის ინიციატორები არიან თბილისის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი" და მარტვილის "მერანი". ისინი სპონსორების მოძიებას იმედოვნებენ, მანამდე კი სახელმწიფოს დახმარების ეროვნულ ჩემპიონატზე გადანაწილებას ითხოვენ.

განსხვავებული პოზიციები

ლიგის იდეას მხარი დაუჭირეს ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებმა, მაგრამ გუნდის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ მაინც განსხვავებული წინადადება წამოაყენა, რომელიც ნორვეგიაში წლების წინ განხორციელებული პროგრამის მსგავსია: უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბის მეპატრონეებს უნდა მიეცეთ საშუალება, კლუბის შენახვაზე გაწეული ხარჯების ნაწილი მოგების გადასახადად ჩაეთვალოთ და ამავდროულად, ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოგების გადასახადის 50%-ს.

ანუ თუ კლუბის განვითარებას სჭირდება 5 მლნ ლარი, აქედან 2,5 მლნ ლარის ოდენობით კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს შეღავათით და მისივე მოგების გადასახადიდან 2,5 მლნ ლარის ოდენობით განახორციელოს აუცილებელი ინვესტიცია კლუბის შენახვისათვის, ხოლო შეღავათში მოხვედრილი თანხა დახარჯოს მხოლოდ კლუბის შენახვაზე.

იდეას პირველ ნაწილში იზიარებს "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე, მაგრამ ამბობს, რომ საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს არა კონკრეტულ კლუბს, არამედ პრემიერლიგის დაარსებისთვის აუცილებელი ფონდის ჩამოყალიბებას.

ეს აზრი უინტერესო არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე პრემიერლიგის სპონსორი არ ჩანს, კლუბები კი სპონსორობის იმედს სახელმწიფოს უკავშირებენ. პრემიერლიგა კომერციული ორგანიზაცია იქნება, რაშიც სახელმწიფო, კარგია თუ ცუდი იდეა, ფულს არ დააბანდებს და ასეთი მოლოდინები გაუგებარია.

სრულიად სხვა გეზი აქვს აღებული გორის "დილას" და მასთან ერთად, სახელმწიფოს დაფინანსებულ კლუბებს. გორელთა მენეჯერის, გია ისიანის პროექტი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ სახელმწიფო კლუბების მომავალზე ლაპარაკობს - როგორ შეიძლება ისინი ბიზნესისთვის საინტერესო გახდნენ.

ისიანის აზრით, გამოსავალი სახელმწიფო კლუბების სამწლიანი დაფინანსება იქნებოდა და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი კლუბები ინვესტიციისთვის მიმზიდველნი ვერ გახდებიან, თუ ასეთი კლუბების მრავალწლიანი განვითარების გეგმა არ დაიდება.

გამოსავალს კი სახელმწიფოს გუნდების 2-3-წლიან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებაში ხედავს, ბიზნესისთვის მიმზიდველი მხოლოდ აწყობილი ინფრასტრუქტურის მქონე, სტაბილურად მზარდი კლუბი გახდებაო.

გვჭირდება პრეცედენტი

კანონმდებლობაში შეუსაბამობის გამოყენების პრეცედენტზე ახლახან გიამბობდით. უნგრეთში ქართველი ლეგიონერად აღარ ჩაითვლება, რადგან "დიორ ეტოს" ქართველმა მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ აღმოაჩინა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ვიზებისა და დასაქმების გაიოლებულ წესზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ამის საფუძველზე, ლოზანას სპორტულ არბიტრაჟში ოდილაძის მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალეს და უნგრეთის ფედერაციამ ქართველ ლეგიონერებზე შეზღუდვები მოხსნა.

მსგავსი პრეცედენტი ესაჭიროებათ ქართულ კლუბებსაც. "ლელოს" მკითხველი გაეცნობოდა ფინანსთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილისა და "ზესტაფონის" ყოფილი მენეჯერის, დავით ებრალიძის მოსაზრებებს, რომ ფეხბურთს სჭირდება არა საგადასახადო შეღავათები (რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს), არამედ არსებულ კანონმდებლობაში უცნობი ნიუანსების სათანადოდ გამოყენება. ამით კი სავსებით შესაძლებელია წყლის, მიწისა და ტრანსფერიდან გადასახადების მინიმიზაცია.

მაგალითად, მოედნის მორწყვის ხარჯში შედის კანალიზაციის ხარჯიც, რაც მოედნების მორწყვის დროს სრულიად უადგილოა.

ებრალიძემ კიდევ რამდენიმე მსგავსი შეუსაბამობა აღმოაჩინა.

წყლის, მიწისა და აგრეთვე ტრანსფერიდან გადასახადების შემცირება სავსებით შესაძლებელია, თუ რომელიმე კლუბი კანონმდებლობაში არსებულ შეუსაბამობას გამოიყენებს და ზედმეტ თანხას აღარ გადაიხადის. ცხადია, საჭირო გახდება სასამართლო პროცესი. წესით, ასეთი დავა საფეხბურთო სამყაროს სასარგებლოდ უნდა დასრულდეს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელო შეღავათი იქნება, ცდებით - ჯამში, წლიურად მილიონებზეა ლაპარაკი.

აქვე გეტყვით, რომ მალე ამ კუთხით სიურპრიზებია მოსალოდნელი, რადგან კლუბებს ზედმეტის გადახდის სურვილი არ გააჩნიათ.

მოკლედ, პროექტების ნაკლებობა არ შეინიშნება, მაგრამ რაც უნდა საწყენი იყოს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კლუბები ერთმანეთთან ღიად არ ლაპარაკობენ, საქმე კი ჯერ ადგილიდან ვერ დაიძრა. არადა, პრემიერლიგის დაარსება და მისი ჯანსაღი მიდგომები ქართულ ფეხბურთს ჰაერივით ესაჭიროება.

ერთი კარგი ამბავი, რაც ამასთან დაკავშირებით შევიტყვეთ: სამუშაო ჯგუფში ჩაერთვნენ ბიზნესმენები და მათ შორის, თბილისის "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურია, რომელიც ადრინდელი პროფლიგის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ.

არადა, დრო გადის, ქართულ ფეხბურთში სასურველი მდგომარეობა არ არის. ერთ დროს ფეხბურთი საქართველოს ღირსეულად თუ წარადგენდა, ახლა სხვადასხვა დონეზე გულს გვტკენს.

ეს ყველაფერი ეროვნულ ჩემპიონატში არსებული მდგომარეობის შედეგია. სამწუხაროდ, კლუბები ვერ დაიტრაბახებენ მყარი ფინანსური მდგომარეობით, დონით, სპონსორების სიმრავლით, საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვით, სატელევიზიო კონტრაქტებით. ფეხბურთი დღეს სწორედ ეს არის...

ქმედება კი აუცილებელია, ფეხბურთმა ხალხს სიხარული რომ დაუბრუნოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევოლუციის ტოლფასი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის

ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?

ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ

გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი

• eqsperti

საერთოდ არ წამიკითხია რა დაწერეთ ბატონო მერაბ მაგრამ იქნება და თვენს სინდისში ჩაგეხედათ, როგორც ამხანაგმა ყიფიამა კითხა ამხანაგ დომენტის, ეგრე ჩაიხედეთ თქვენს სინდისში და მერე აცხვეთ ეპისტალური პასკვილები. დავირალეთ ლელს უკთესიც შეუძლია თქვენც უკეთესი შეგიძლიათ ბატონო მერაბ გაცილებით უკეთ უბრალოდ ეხლა სხვა სიომ დაქროლა და ეს ეტყობა პასკვილებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს

საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა

[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...