მოსკოვში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით ითამაშა
მოსკოვში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომელშიც წარმატებით ითამაშა თბილისელმა სოფიო შაფათავამ.

ზედიზედ სამი მეტოქის ძლევის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი (თავად მე-8 ნომერი იყო) გერმანელი ანა-ლენა ფრიდშამი დაამარცხა - 3:6, 6:3, 7:6 და ფინალში ტატიანა კოტელნიკოვას (რუსეთი) მძლეველ (5:7, 6:1, 6:2) უკრაინელს - მარია ზანევსკას დაუპირისპირდა. ჩვენებურმა ორ სეტში დათმო შეხვედრა - 4:6, 6:7 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ბრაზილიური ფლორიანოპოლისის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში მან პარაგვაელი ვერონიკა კეპედე დაამარცხა - 6:4, 6:3 და მეორე წრეში გერმანელ კრისტინა ბაროისს დაუპირისპირდა.

ალემანმა სტარტზე მასპინძელ კარლა ფორტეს აჯობა - 6:7, 6:1, 6:1, 24 თებერვალს მეორე წრეში კალაშნიკოვასაც მოუგო - 6:3, 6:2.

წყვილებში კალაშნიკოვა ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად 24-შივე ანე კეოტავონგისა (დიდი ბრიტანეთი) და ვალერია სავინიხის (რუსეთი) დუეტს შეხვდა.

თბილისელმა ჩოგბურთელმა, სამწუხაროდ, ვერც აქ იყოჩაღა - 4:6, 6:2, 7:10 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა