"ჩელსი" საქმიან ნაბიჯებზე გადავიდა - გავრცელდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ლონდონელებმა ლივერპულში, "ენფილდ როუდზე", ოფიციალური წინადადება გააგზავნეს...

"ჩელსი" საქმიან ნაბიჯებზე გადავიდა - გავრცელდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ლონდონელებმა ლივერპულში, "ენფილდ როუდზე", ოფიციალური წინადადება გააგზავნეს. ეს გახლავთ წერილი ფერნანდო ტორესის შეძენის შესახებ, რომელშიც უკვე თანხაც წერია - დაახლოებით 40 მილიონი გირვანქაი ანუ 48 მილიონი ევრო. ეს ის ფულია, რომელსაც "ლურჯები" "წითლებს" ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ სთავაზობენ. ასე და ამგვარად, ლონდონელთა რუსმა მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა და მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ზაფხულის მთავარ ტრანსფერს შეუტიეს. რას უპასუხებს "ლივერპული"? რასაკვირველია, ტორესის 40 მილიონად გაყიდვას იუარებს და ვაჭრობას განაგრძობს, თუმცა, როგორც ინგლისურმა გაზეთებმა ჯერ კიდევ მაისში შეიტყვეს, აბრამოვიჩი მზად არის ამ ვაჭრობაში სადღაც 70 მილიონ გირვანქაამდე ანუ 84,5 მილიონ ევრომდე გაჰყვეს მერსისაიდელებს.

"ლელოს" მკითხველს რასაკვირველია ახსოვს, რომ "ლივერპულის" ახალმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ტორესისა და სტივენ ჯერარდის შენარჩუნების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა. ამას, "წითელთა" კლუბის საჩოთირო ფინანსურ მდგომარეობასაც თუ დავუმატებთ, დავინახავთ, რომ "ჩელსის" შემოთავაზებაზე უარის თქმა და ესპანელის შესანარჩუნებლად კბილებითა და ფრჩხილებით ბრძოლა მერსისაიდელთა მხრიდან თითქმის შეუძლებელი იქნება.

როგორც ხედავთ, ინგლისში ტორესის გარშემო დიდი ამბავია ატეხილი, სამხრეთ აფრიკაში კი, ამ დროს, მსოფლიოს ჩემპიონატია გახურებული და იქ, ტორესი საშინლად წვალობს - ცუდ ფორმაშია. ამბობენ, რომ დღეს, გერმანიის ნაკრებთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ის შესაძლოა აღარც კი ათამაშონ და მის ნაცვლად დავიდ ვილიას არსენალელი სესკ ფაბრეგასი ან "მანჩესტერ სიტის" ახალი შენაძენი დავიდ სილვა ჩასვან სასტარტო შემადგენლობაში. სხვათაშორის, ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე თავად ტორესმა აღნიშნა, რომ აპრილში გაკეთებული მუხლის ოპერაციის შემდეგ ფიზიკური ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა.

"ფიზიკური თვალსაზრისით გაცილებით უკეთ უნდა ვიყო მომზადებული " - თქვა თავდამსხმელმა დურბანის "მოზეს მაბდიას" სტადიონზე დანიშნული დიდი მატჩის წინ.

რაც შეეხება "არსენალის" ვარსკვლავ ფაბრეგასს, თუ ათამაშებენ, უთუოდ გამაყუჩებელი დასჭირდება.

"რა თქმა უნდა ტკივილი ცუდია და ტრავმაც გამიმიზეზდება, მაგრამ თუ დელ ბოსკეს ვჭირდები, მზად ვარ. ბოლოს და ბოლოს, რისთვის ვარ აქ ჩამოსული"?! - თქვა ფაბრეგასმა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს