ქაიროს ტურნირში (25 ათასი დოლარი) მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა და სოფიო ქვაცაბაია ითამაშებენ

ტრადიციულად, ახალი რეიტინგ-ლისტების გაცნობას ქალთა კლასიფიკაციით ვიწყებდით, რადგან ქართველი ჩოგბურთელი ქალები უკეთ ასპარეზობენ, ვიდრე ვაჟები, თუმცა დღეს ამ ტრადიციას დავარღვევთ - 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს კარგი ტურნირი გამოუვიდა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასში, მან საკვალიფიკაციო ბადიდან 50-ათასიანი ტურნირის მერდვედფინალში გააღწია.

ნიკას კარგი თამაში უმალ დაუფასდა - მსოფლიო კლასიფიკაციაში 109-ადგილიანი ნახტომი გააკეთა. დღეიდან ბასილაშვილი 30 ქულით მსოფლიოს 628-ე ჩოგანია. ეს ჯერ კიდევ არ არის ის შედეგი, რაც ქართველ გულშემატკივარს და თავად ჩოგბურთელს დააკმაყოფილებს, მით უფრო, რომ მარტში ნიკა გაცილებით მაღლა იდგა კლასიფიკაციის კიბეზე, 506-ე ჩოგანი იყო. ვაჟთა რეიტინგში სულ ორი ქართველია: ლადო ჩიხლაძე 11 ქულით მსოფლიოს 845-ე ჩოგანია (+11).

ქალთა რეიტინგში 32-ადგილიანი ნახტომი გააკეთა ოქსანა კალაშნიკოვამ. ხარკოვის ტურნირის მოგების შემდეგ მან 303 ქულა დააგროვა და 187-ე პოზიციაზე გადავიდა. ოქსანამ მცირე პაუზის შემდეგ დაიბრუნა ადგილი მეორე ასეულში, რაც "დიდი სლემის" ტურნირების საკვალიფიკაციო ბადეში მოხვედრის გარანტიაა. ჩვენს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს 476 ქულით 139-ე (-1) ადგილი უკავია. მნიშვნელოვნად შეეცვალათ პოზიციები მე-3 და მე-4 ჩოგნებსაც. მაკა ჩახნაშვილმა 12 ადგილი დაკარგა და 214 ქულით მსოფლიოს 251-ე ჩოგანია. ამ მაჩვენებლით საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ვერაფრით მოხვდება. სოფიო შაფათავა კი 22 ადგილით დაწინაურდა - 183 ქულით 280-ე ჩოგანია. თათია მიქაძე ახლახან საქართველოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ შიდა ტურნირები რეიტინგის ქულებს არ იძლევა, ამიტომაც მიქაძემ 5 ადგილით დაიხია უკან, 169 ქულით მსოფლიოს 294-ე ჩოგანია. სხვები: 380 (+6) სოფიო ქვაცაბაია - 105 ქულა; 568 (+5) მანანა შაფაქიძე - 46; 605 (-2) ეკა გორგოძე - 40; 1087 (+3) ანა ჯიქია - 4. ქვაცაბაია ასე მაღლა რეიტინგში ჯერ არ ყოფილა.

ამ კვირაში ვაჟთა შორის მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა - ანთალიის ტურნირის (10 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში გიორგი რევაზიშვილმა მე-7 ნომრად განთესილ იტალიელ ლორენცო ჯუსტინოსთან წააგო - 4:6, 1:6. ქაიროს ტურნირში (25 ათასი დოლარი) სამი ჩვენებური ითამაშებს: მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა და სოფიო ქვაცაბაია. სამივე ძირითად ბადეშია, ისევე, როგორც რუსეთის სახელით მოასპარეზე ნანული ფიფია (355). ოქსანა კალაშნიკოვა კი სტამბოლის ტურნირში (25 ათასი დოლარი) ითამაშებს, სადაც საკმაოდ ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მეორე ასეულში მყოფი ქართველი განუთესავი დარჩა, კენჭისყრამ კი ის პირველივე წრეში პირველ ნომრად განთესილ ჩეხ ანდრეა ჰლავაჩკოვას (119) შეახვედრა. ოქსანამ სწორედ ჰლავაჩკოვასთან დათმო სამ სეტში უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...