კვირას, საღამოს, მიკაელ ლაუდრუპის "სუონსი" ლიგის თასის ფინალში ქვედალიგელ "ბრედფორდს" შეხვდა და 5:0 გაანადგურა
კვირას, საღამოს, მიკაელ ლაუდრუპის "სუონსი" ლიგის თასის ფინალში ქვედალიგელ "ბრედფორდს" შეხვდა და 5:0 გაანადგურა. "გედების" რიგებში, როგორც ყოველთვის, ჯონათან დე გუზმანი (დუბლი), ნათან დაიერი (დუბლი) და მიგელ მიჩუ (ერთი გოლი) გამოირჩეოდნენ. აი, რა თქვა 48 წლის სპეციალისტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე:

- ჩემს კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. დიდ კლუბებში შესაძლოა ამაზე ბევრად მეტს მიაღწიო, მაგრამ "სუონსის" გამარჯვებას განსაკუთრებულად ფასეულს ხდის ის, რომ პატარა კლუბები ფინალებამდე ბევრად უფრო ძნელად მიდიან. როგორც ფეხბურთელს, გამიმართლა და სხვადასხვა ქვეყანაში დიდ კლუბებში ვთამაშობდი. "სუონსი" მათთან შედარებით ნამდვილად მოკრძალებული ორგანიზაციაა და ასეთ კლუბთან ერთად ტრიუმფის განცდა ფანტასტიკურია. ლიგის თასის ეს გათამაშება გულშემატკივარს კიდევ დიდხანს დაამახსოვრდება "ბრედფორდისა" და "სუონსის" გმირობების წყალობით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. ცოტა უცნაურიც კი იყო, როცა ფინალში ფავორიტები ვიყავით. ჩემმა ფეხბურთელებმა საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულებმა ითამაშეს.

ფეხბურთელებსა და მთელ სუონსის პირველმა, ოფიციალურ პირთაგან, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა როზმარი ბატლერმა მიულოცა: "ეს წარმატება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ცნობა ფეხბურთის სამყაროდან. მთელი უელსური სპორტისთვის ეს ისტორიული დღეა, რომლითაც ის იცხოვრებს წლების მერეც. როგორც კლუბის, ისე გულშემატკივართა სიხარულს სრულად ვიზიარებ".

სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "უემბლის" თამაშს ესწრებოდა 94 წლის ლოუენ ჯონსი, ადამიანი, ვინც "სუონსის" ყველაზე ხანდაზმულ გულშემატკივრად მიიჩნევა. ის უკვე 85 წელია, "გედების" ერთგულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგის თასის ფინალი: "გედების" პირველი სიმღერა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა