ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, რუბენს ბარიკელოს ვაჟი პირველად გამოჩნდა ოფიციალურ ავტოშეჯიბრში
ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტის, რუბენს ბარიკელოს ვაჟი პირველად გამოჩნდა ოფიციალურ ავტოშეჯიბრში, რომელიც ამ დღეებში ბრაზილიაში გაიმართა: 11 წლის ედუარდომ მონაწილეობა მიიღო კარტინგში სან პაულუს შტატის თასის გათამაშებაში. Mini Max Rotax-ის კატეგორიაში გამართულ ორ რბოლაში უმცროსმა ბარიკელომ მეშვიდე და მეათე ადგილები დაიკავა.

რბოლის წინ ედუარდომ აღიარა, რომ ძალიან მოხარულია დებიუტის გამო, მაგრამ სტარტის წინ ოდნავ ნერვიულობდა. თუმცა გამოცდილმა რუბენსმა, რომელსაც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტი რბოლა აქვს ჩატარებული, ვაჟს ურჩია, შედეგზე არ ეფიქრა. "შენ, უბრალოდ, სიამოვნება უნდა მიიღო", - განაცხადა უფროსმა ბარიკელომ.

ვაჟმაც არ დააღალატა "ფერარის" ყოფილი პილოტი და ორივე რბოლა სერიოზული ინციდენტის გარეშე დაასრულა. "მე ვაკეთებდი იმას, რაც მან მითხრა. ვცდილობდი, მუდმივად ბრძოლაში ვყოფილიყავი", - თქვა ფინიშის შემდეგ ედუარდო ბარიკელომ.

"სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ იქცეოდა ის ტრასაზე, როგორ აძლევდა ინტერვიუს, როგორი ანთებული თვალები ჰქონდა, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ედუარდოს დებიუტს რუბენსმა. - მისგან, ალბათ, დიდი მოლოდინი იქნება, რადგან ის უფროსი ბარიკელოს ვაჟია, მაგრამ ამის გამო არ ვნერვიულობ. მთავარი ის არის, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული დღე იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუბენს ბარიკელო ფორმულა 1-ზე ოცნებას არ ეშვება

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა