დირკ ნოვიცკისა და კობი ბრაიანტის პირად დუელად გადაიქცა "დალასისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება
დირკ ნოვიცკისა და კობი ბრაიანტის პირად დუელად გადაიქცა "დალასისა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება, რომლებიც კვლავაც პლეი ოფის ზონის მიღმა არიან.

ორივემ სეზონში თავისთვის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ კობი ცოტათი უკეთესი იყო. ბრაიანტმა 38 ქულა დააგროვა (ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო), 12 მოხსნა მიითვალა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ სამი გადაცემა არ ეყო. მაგრამ მთავარი ის არის, რომ "შავმა მამბამ" პრაქტიკულად მარტომ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, კერძოდ, თავისი გუნდის 11 ქულიდან შვიდი მოიპოვა. რაც შეეხება დირკ ნოვიცკის, მან მიმდინარე რეგულარულში პირადი რეკორდები დაამყარა - 30 ქულა და 13 მოხსნა.

სხვათა შორის, გაირკვა, რომ "ლეიკერსს" რეგულარულ ჩემპიონაში ვერ დაეხმარება პაუ გასოლი, რომელიც აგრძელებს ტრავმის მკურნალობას. მის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ენტონიმ შემდეგი თქვა: "როცა ესპანელი დაბრუნდება, ჩვენ ან პლეი ოფში ვიქნებით, ან არდადეგებზე".

ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდნენ ერთმანეთის წინააღდეგ მატჩს “ნიუ იორკი” და “ფილადელფია”. სერიის შეწყვეტა “ნიქსმა” მოახერხა და, პირველ რიგში, ეს თავისი რეზერვისტების დახმარებით გააკეთა. იმ დროს, როცა ნიუიორკელთა ლიდერმა კარმელო ენტონიმ თავისი ტყორცნების მხოლოდ მესამედი გამოიყენა (18-დან 6), თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ამარე სტაუდმაიერმა 10-დან 9 ტყორცნა მოათავსა კალათში და ერთით მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე "სიქსერზის" ერთად აღებულმა ყველა რეზერვისტმა. ასევე კარგი იყო "ნიქსის" კიდევ ერთი სათადარიგო ჯეი არ სმიტი (18 ქულა).

ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდიდან" "მაიამიში" გადასვლით გამოწვეული უკმაყოფილება თანდათან დავიწყებას მიეცა, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება მაინც პრინციპულ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით - იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახლა "კლივლენდში" ბრწყინავს ახალი ვარსკვლავი - კაირი ირვინგი.

თუმცა ჩემპიონებთან დაპირისპირებაში პლეიმეიკერმა ვერ მოახერხა ჩელმერსისა და პარტნიორების მეურვეობიდან თავის დაღწევა. მართალია, ირვინგს არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ეს მატჩი მის აქტივში ვერ ჩაიწერება. 17 ქულა (თამაშიდან - 6/16) - ასეთია შარშანდელი საუკეთესო დებიუტანტის მონაგარი. გარდა ამისა, სწორედ მას ეკუთვნის ორი საბედისწერო შეცდომა. არადა, სირენამდე ორი წუთით ადრე "კავალიერსი" წინ იყო, მაგრამ ბატიეს სამქულიანმა და უეიდის ჩატენვამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, მან თავის ყოფილ კლუბს 28 ქულა ჩაუგდო და თან რვა შედეგიანი პასი დააგროვა. ასე რომ, ფორვარდმა უკვე მერვედ დაამარცხა კარიერაში "კლივლენდი", წაგება კი მხოლოდ ერთი აქვს. და კიდევ, "მაიამისთვის" ეს იყო ზედიზედ მე-11 გამარჯვება.

კობის 31 000

"დალასთან" მატჩში კობი ბრაიანტმა კარიერაში თავისი მონაგარი 31 ათას ქულამდე აიყვანა. ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ უილტ ჩემბერლენამდე კობის დაახლოებით 20 მატჩი რჩება!

1. ქარიმ-აბდულ ჯაბარი 38 387

2. კარლ მელოუნი 36 928

3. მაიკლ ჯორდანი 32 292

4. უილტ ჩემბერლენი 31 419

5. კობი ბრაიანტი 31 002

ბრუკლინი-მემფისი 72:76

19:16, 19:27, 13:12, 21:21

ბ: უილიამსი (24+3 ჩაჭრა), უოტსონი (11), ბლეტჩი (10+7 მოხსნა), რ. ევანსი (2+14 მოხსნა).

მ: რენდოლფი (16+14 მოხსნა), გასოლი (14+7 მოხსნა+4 დაფარება), ალენი (12+6 მოხსნა), პრინსი (11+3 ჩაჭრა), კონლი (10+7 პასი+3 ჩაჭრა).

მინესოტა-გ. სტეიტი 99:100

32:18, 23:34, 26:24, 18:24

მ: უილიამსი (23+12 მოხსნა), პეკოვიჩი (21+8 მოხსნა), რუბიო (16+8 მოხსნა+11 პასი+6 ჩაჭრა), კირილენკო (14+3 ჩაჭრა), რიდნური (14).

გ-ს: ჯეკი (23+8 პასი), ლი (22+13 მოხსნა), ლენდრი (19+9 მოხსნა), კარი (18+5 ჩაჭრა), ტომპსონი (10).

დალასი-ლეიკერსი 99:103

30:27, 24:27, 21:25, 24:24

დ: ნოვიცკი (30+13 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარტერი (15), ბრენდი (14+8 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (38+12 მოხსნა+7 პასი), ნეში (20), ჯეიმისონი (13), მიქსი (11), ჰოვარდი (9+13 მოხსნა).

მაიამი-კლივლენდი 109:105

33:20, 31:26, 17:36, 28:23

მ: ჯეიმსი (28+8 პასი), უეიდი (24+6 პასი), ჩელმერსი (16), ბატიე (14), ალენი (11), ჰასლემი (7+10 მოხსნა).

კ: უეიტერსი (26), კ. მაილზი (19), ირვინგი (17), ტომპსონი (11+12 მოხსნა), სპეიტსი (11).

ნიუ ორლეანი-საკრამენტო 110:95

30:27, 23:20, 26:26, 31:22

ნ-ო: დევისი (20+8 მოხსნა), ანდერსონი (17+9 მოხსნა), გორდონი (17+8 პასი), ვასკესი (12+13 პასი), ლოპესი (12+7 მოხსნა).

ს: სალმონსი (18), კაზინსი (16+10 მოხსნა), ტომპსონი (16+9 მოხსნა), ტომასი (16), ტ. ევანსი (12), ტორნტონი (12).

ნიუ იორკი-ფილადელფია 99:93

24:22, 28:18, 24:27, 23:26

ნ-ი: ენტონი (29+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (22), სმიტი (14+6 მოხსნა), ფელტონი (14), ჩენდლერი (5+12 მოხსნა+3 დაფარება).

ფ: ჰოლიდეი (30), ტერნერი (21+6 მოხსნა+8 პასი), ტ. იანგი (11+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰოიესი (10+9 მოხსნა), ალენი (10+8 მოხსნა).

ფინიქსი-სან ანტონიო 87:97

21:19, 19:35, 21:24, 26:19

ფ: გორტატი (21+12 მოხსნა+3 დაფარება), სკოლა (15+6 მოხსნა), დრაგიჩი (10+11 პასი+3 ჩაჭრა).

ს-ა: ლეონარდი (16+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილსი (16), სპლიტერი (14), ჯინობილი (12+6 პასი+3 ჩაჭრა), დიაო (12), დანკანი (10+8 მოხსნა).

პორტლენდი-ბოსტონი 92:86

27:21, 22:21, 22:25, 21:19

პ: მეტიუზი (24), ბატუმი (18+6 მოხსნა), ოლდრიჯი (16), ლილარდი (12+6 მოხსნა+6 პასი), ჰიქსონი (11+11 მოხსნა), კორვერი (4+10 მოხსნა).

ბ: პირსი (23+7 მოხსნა+8 პასი), გარნეტი (20+9 მოხსნა), ბასი (11), გრინი (11).

ოკლაჰომა-ჩიკაგო 102:72

24:16, 25:20, 31:18, 22:18

ო: უესტბრუკი (23), დურანტი (19+16 მოხსნა+6 პასი), იბაკა (17+10 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (11).

ჩ: რობინსონი (13+3 ჩაჭრა), დენგი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "მაიამის" მეათე და ლებრონის რეკორდი

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა