ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ბარსელონას ტესტები შეაჯამეს
ბრიტანულმა ჟურნალმა "ავტოსპორტმა" შეაჯამა წინასასეზონო ტესტების მეორე სერია და ძალიან საინტერესო დასკვნებიც გამოიტანა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საინტერესოა ამ ეტაპისთვის საჯინიბოებს შორის ძალების შეფარდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "რედ ბულის" მანქანა კვლავაც ძალიან სწრაფია, მაგრამ "ფერარიმაც" კარგი ფორმა აჩვენა, ვიდრე ერთი წლის წინ. "ლოტუსის" პილოტებიც, სავარაუდოდ, პოდიუმზე ავიდოდნენ, რბოლები ახლა რომ ტარდებოდეს.

ჩემპიონატის წინ ბევრი იმედით ლაპარაკობს სეზონის შესახებ გეგმებზე, მაგრამ ყოველ გრანპრიში მხოლოდ ერთი პილოტი აიღებს პოულს, ერთი მივა პირველი ფინიშთან და სამი ავა პოდიუმზე. სხვა საქმეა, რომ წელსაც წარმატებაზე პრეტენდენტები მრავლად იქნებიან.

ალონსო სიმშვიდეს ინარჩუნებს

ფერნანდო ალონსოს ჩვევად არ აქვს თავისი გრძნობების გამოხატვა. ის ყოველთვის თავდაჭერილია და დამაჯერებლად აკონტროლებს თავის ემოციებს. მიუხედავად ამისა, ესპანელი საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანდა იმ დროს, როცა გასულ სამშაბათს ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა. ის უკმაყოფილო არ ყოფილა, მაგრამ არც ბედნიერი იყო. როგორც ჩანს, ალონსოს მეტის იმედი ჰქონდა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ 2013 წელს ტიტულისთვის ბრძოლა ისევ ძალიან რთული იქნება.

ახალი "ფერარის" კონკურენტუნარიანობაზე ჯერ რთულია ლაპარაკი. მესამე დღეს Soft-ის საბურავებით ალონსო ისეთივე ტემპს აჩვენებდა, როგორსაც სერხიო პერესი თავისი "მაკლარენით". "ფერარი", სავარაუდოდ" იქნება ლიდერებს შორის, მაგრამ ისეთი შეგრძნება არსებობს, რომ მანქანა ჯერ ჩამორჩება ეფექტურობით "რედ ბულს" და შესაძლოა, "ლოტუსსაც". თუმცა სკუდერიაში თავად აღიარებენ, რომ სეზონის დაწყებამდე ჯერ ბევრი აქვთ გასაკეთებელი.

მაკლარენი ჯერ სწავლობს

"მაკლარენის" ახალ მანქანაში ბევრი საინტერესო გადაწყვეტილებაა რეალიზებული, გუნდმა კარდინალურად შეცვალა უკანა ნაწილის კონფიგურაცია და სხვა კვანძები. ამიტომაც ბრიტანელებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეისწავლონ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში.

მანქანა ძალიან სწრაფი გამოვიდა, მაგრამ ხანდახან ის სერიოზულად კარგავს სისწრაფეს. და "მაკლარენში" ჯერ არ იციან, რატომ ხდება ასე.

"რთული გასაგებია, რა ემართება მანქანას - ხანდახან ის ძალიან კარგად გამოიყურება, ზოგჯერ – არა. ახლა, მნიშვნელოვანია მიზეზების გარკვევა და სტაბილურობის მიღწევა", - ამბობს ჯენსონ ბატონი.

თუ მელბურნის ფავორიტებზე ვილაპარაკებთ, ამ ეტაპისთვის "მაკლარენი", ალბათ, მესამე ან მეოთხე ადგილზე უნდა დავაყენოთ. გუნდმა გაბედა სერიოზული ცვლილებები, რადგან შარშანდელმა პროექტმა – MP4-27-მა თავის მაქსიმუმს მიაღწია და მისგან მეტის მიღება ძალიან რთული იყო. ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ასეთი გადაწყვეტილება.

საბურავების ცვეთა

ისევე, როგორც ხერესში, ბარსელონაშიც პილოტები წუწუნებდნენ რამდენიმე წრის შემდეგ საბურავის ეფექტურობის ვარდნის გამო. ძირითადად, ეს განპირობებული იყო ცივი ამინდით, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ახალი საბურავების რესურსი მართლაც უფრო დაბალია, ვიდრე შარშანდელისა იყო.

ნაწილობრივ, სწორედ ამიტომაც გუნდები აქტიურად მუშაობდნენ პიტ-სტოპებზე – "რედ ბულმა" ამას ნახევარი დღე მიუძღვნა, "უილიამსმა" - მთელი დღე. სეზონის დასაწყისში, როცა რბოლებში სამი-ოთხი პიტსტოპი იქნება, საბურავების შეცვლისას მექანიკოსების მუშაობის სისწრაფე შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს.

"ერთი პიტსტოპის შემთხვევაში შედეგი იოლად პროგნოზირებადია, მაგრამ თუ ხუთი გაჩერება იქნება, პელოტონში ბევრი რამ აირევა. ვფიქრობ, სწრაფი პილოტები მაინც კონკურენტუნარიანები იქნებიან რბოლების ფინიშზე, მაგრამ იმედია, ჩვენ არ ვიხილავთ ხუთ პიტსტოპს, რადგან ეს უკვე ფორმულა 1 აღარ იქნება", - ამბობს "რედ ბულის" პილოტი მარკ უებერი.

ასევე, ჩვენ ერთ ცხრილში მოვაქციეთ ბარსელონას ტესტების ოთხივე დღის შედეგები, რითაც კარგად იქნება შესაძლებელი პილოტთა შედეგების შედარება:

1. პერესი (მაკლარენი) 1:21.848

2. ალონსო (ფერარი) +0.027

3. ჰიულკენბერგი (ზაუბერი) +0.312

4. გროსჟანი (ლოტუსი) +0.340

5. ფეტელი (რედ ბული) +0.349

6. როსბერგი (მერსედესი) +0.763

7. რაიკონენი (ლოტუსი) +0.775

8. მალდონადო (უილიამსი) +0.827

9. ჰემილტონი (მაკლარენი) +0.878

10. ბოტასი (უილიამსი) +0.978

11. ბატონი (მაკლარენი) +0.992

12. სუტილი (ფორს ინდია) +1.029

13. უებერი (რედ ბული) +1.176

14. ვერნი (ტორო როსი) +1.518

15. რიკარდო (ტორო როსო) +1.870

16. დი რესტა (ფორს ინდია) +2.123

17. ჩილტონი (მარუსია) +3.267

18. გუტიერესი (ზაუბერი) +3.276

19. ბიანკი (ფორს ინდია) +3.884

20. ვან დერ გარდე (კატერჰემი) +4.329

21. პიკი (კატერჰემი) +4.395

22. მასა (ფერარი) +5.715

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა