მერვედფინალური წყვილებიდან რამდენიმეში დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი, დაპირისპირებათა ნაწილს კი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს
რამდენიმე დღის წინ ქართული სეზონი საქართველოს სუპერთასის მატჩით განახლდა, დღეიდან კი ჩვენი კლუბები უკვე დიდი რაოდენობით ჩაერთვებიან ოფიციალურ ბატალიებში.

თასის მერვედფინალს რამდენიმე პირველლიგელმაც უწია, უმაღლესლიგელთაგან კი გამონაკლისი მხოლოდ მარტვილის "მერანია", რომელმაც ბრძოლა მეთექვსმეტედფინალში დაასრულა.

მერვედფინალური წყვილებიდან რამდენიმეში დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი, დაპირისპირებათა ნაწილს კი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს.

თუმცა მოვლენებისთვის გასწრება მაინც არ ღირს, რადგან სათასო ტურნირებისთვის სენსაციები ყოველთვის დამახასიათებელია.

დილა-სამტრედია

გორელები თასის მოქმედი მფლობელები არიან და ბუნებრივია, ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

ერთი შეხედვით, "დილას" სამტრედიული ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ვალდას ივანაუსკასი თავის შეგირდებს მოდუნების უფლებას არ მისცემს.

სუპერთასზე განცდილი მარცხის შემდეგ შიდაქართლელებს საკუთარი ქომაგის წინაშე რეაბილიტაცია მართებთ და საამისოდ კარგი შესაძლებლობა აქვს - უნდა ვივარაუდოთ, რომ "დილა" სოლიდური სხვაობით გამარჯვებასა და მეოთხედფინალის საგზურის დღესვე დაბევებას ეცდება.

დინამო (ბთ)-მეტალურგი

"მეტალურგს", რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის წოდებას, მიმდინარე ჩემპიონატში საქმეები არასახარბიელოდ წაუვიდა და მოწინავე ექვსეულს მიღმა დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვემოქართლელებს ევროსარბიელზე გასვლის ერთადერთ გზად სათასო წარმატებაღა დარჩათ.

ვერ ვიტყვით, რომ გიორგი ყიფიანის გუნდს მერვედფინალის წილისყრაში მაინცდამაინც გაუმართლა. მართალია, ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ზღვისპირელებმა შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნეს და არც თასის გათამაშებაში აპირებენ სტატისტის როლში ყოფნას.

ერთი სიტყვით, ქობულეთში მეტად საინტერესო მატჩს უნდა ველოდოთ. წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, "მეტალურგია", მაგრამ თავისი წილი შანსი ბათუმელებსაც აქვთ.

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გუნდს მეოთხედფინალში გასვლის დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს.

მართალია, "ვიტ ჯორჯია" უმაღლესლიგელია, ხოლო "სპარტაკი" - პირველლიგელი, მაგრამ ამას დღეისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის ბინადარ "ვეტერინარებს" დაქვეითება ნაკლებად ემუქრებათ, სამაჩაბლოელები კი ელიტაში დაბრუნების რეალური კანდიდატები არიან.

ასე რომ, ორივე მათგანს აქვს იმის რესურსი, რომ ამ ბარიერის გადალახვაზე იფიქროს.

ნაკლებად ველით, რომ მეოთხედფინალისტი მცხეთაშივე გამოვლინდება. სავარაუდოა, რომ ორივე შეხვედრაში თანაბარი და უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება.

სიონი-ზუგდიდი

კიდევ ერთი თანაბარი წყვილი, სადაც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი. "ზუგდიდმა" კურსი გაახალგაზრდავებისკენ აიღო, "სიონი" კი ზამთრის შეკრებაზე მოღონიერდა და ამბიციებიც გაეზარდა. ასე რომ, მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯება.

"სიონი" "ზუგდიდს" თბილისში, "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს, რაც ქვემოქართლელთა წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. საქმე ის არის, რომ ბოლნისური არენის მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა სათამაშოდ უვარგისად შეაფასა და "სიონს" ამ პრობლემის მოგვარება მოსთხოვა.

ბოლნისში ამ საკითხის გადასაჭრელად ზრუნვა უკვე დაიწყეს და მოედნის საფარი უკვე იცვლება, ოღონდ გაზონი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

სავარაუდოდ, უახლოესი ოფიციალური მატჩი იქ ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურში, 30 მარტს, "სიონსა" და ბათუმის "დინამოს" შორის გაიმართება.

გურია-ზესტაფონი

"გურია" პირველ ლიგაში დამაჯერებლად ასპარეზობს და უმაღლესში აღზევების შესანიშნავი შანსი აქვს.

ლანჩხუთელთა ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, შეგვეძლო გვეფიქრა, რომ ისინი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ორივე მერვედფინალური შეხვედრა ზესტაფონში გაიმართება, "გურიას" შანსებმა მკვეთრად იკლო.

"ზესტაფონს" ზედა ექვსეულში საპრიზო ადგილის დასაკავებლად მძიმე ბრძოლები ელის. ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას კახა კაჭარავას გუნდი სათასო ფრონტიდანაც შეეცდება - მეტიც, შესაძლოა, ეს საამისოდ უფრო რეალური გზაც კი იყოს.

ასე რომ, ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფეროელებისთვის დღევანდელი მატჩი. ვნახოთ, სუპერთასის მოპოვების შემდეგ "ზესტაფონი" თავის ერთგულ ქომაგებს გურულთა ძლევითაც თუ გაახარებს.

ჩიხურა-შუქურა

საჩხერელები ქობულეთელებთან ბრძოლაში უპირობო ფავორიტები არიან. "ჩიხურა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაციაა.

სოსო ფრუიძის გუნდმა ჩემპიონატის პირველი ეტაპი ძალიან სტაბილურად ჩაატარა და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში დამსახურებულად უკავია მეოთხე საფეხური.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ჩიხურა" სეზონის მეორე ნახევარშიც ასეთივე შინაარსიანი და შედეგიანი ფეხბურთის დემონსტრირებას. ისიც საინტერესოა, ზემოიმერლები დღესვე გადადგამენ დიდ ნაბიჯს მეოთხედფინალისკენ თუ ქობულეთური მატჩისთვის გარკვეული ინტრიგა შემოგვრჩება.

ტორპედო-გაგრა

"გაგრამ" ბოლო წლებში სათასო გუნდის იმიჯი შეიქმნა - 2011 წელს გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა, შარშან კი ნახევარფინალს უწია, სადაც ტურნირის მომავალ გამარჯვებულ "დილასთან" დამარცხდა.

2011 წლის ფინალში კი "გაგრამ" სწორედ "ტორპედო" დაამარცხა.

ასე რომ, ქუთაისშიც და თბილისშიც მიმზიდველ სანახაობას უნდა ველოდოთ, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ მეტოქეებს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ - ქუთაისელთა უპირატესობა, ერთი შეხედვით, აშკარაა.

კოლხეთი-დინამო (თბ)

გასული საუკუნის 90-იან წლებში "კოლხეთი" "დინამოს" ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი იყო, მაგრამ მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ფოთელებს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბი, კარგა ხანია, აღარ ჰყოლიათ.

მიმდინარე სეზონი "კოლხეთისთვის" განსაკუთრებით წარუმატებელია. ზღვისპირელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების ოდენ თეორიული შანსი თუ აქვთ და ისღა დარჩენიათ, მომავალზე იფიქრონ.

რაღა თქმა უნდა, "კოლხეთს" დედაქალაქური ბარიერის დაძლევის უმცირესი შანსი აქვთ...

თუმცა დღევანდელი მატჩი ინტერესმოკლებული მაინც არ არის. სხვა რომ არაფერი, ეს ხომ "დინამოს" წლის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. ზამთრის პაუზისას დუშან უჰრინის გუნდში ბევრი რამ შეიცვალა და ქომაგებს იმის ხილვა ეჩქარებათ, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალწვეულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aleqsi
სამტრედიას წარმატებას ვუსურვებ, გორელებს ნამდვილად არ ექნებათ ადვილი გასეირნება, განსაკუთრებით სამტრედიაში....
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა