ქართველმა დიდოსტატმა რეიკიავიკში მიმდინარე მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
რეიკიავიკში (ისლანდია) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ქართველი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი.

ბოლო სამ ტურში მან საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა: შაბათს შავი ფიგურებით მასპინძელ ჯონ ბეგტორსენს აჯობა, კვირას თეთრებით ნორვეგიელ რიჩარდ ბერკეს გააჩერებინა საათი და შვიდი შესაძლებლიდან 5 ქულას მოუყარა თავი.

25 თებერვალს შავი ფიგურებით ისლანდიელ საერთაშორისო ოსტატ სტეინ გრეტარსონს შეხვდა, რომელსაც რეიტინგში 95 პუნქტით ჩამორჩება.

დებიუტში მასპინძელმა უკეთ ითამაშა და საგრძნობ უპირატესობას მიაღწია, მაგრამ მე-19 სვლიდან ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ინიციატივასთან ერთად, უპირატესობაც მეტოქეს გადააბარა.

გურამიშვილმაც შანსი ჩინებულად გამოიყენა და 37-ე სვლაზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, მოაგროვა 6 ქულა და მეწინავეებს მიუახლოვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...