დერბი "ინდეპენდიენტემ" მოიგო
საოცარი ბოლო წუთები

ტორნეო ფინალის მესამე ტურში საოცარი შეხვედრა გაიმართა "მონუმენტალზე", სადაც "რივერ პლეიტს" "ტიგრე" ეწვია. სტუმრებს რამდენიმე დღეში კოპა ლიბერტადორესის მნიშვნელოვანი მატჩი ელით (სტუმრად "სპორტინგ კრისტალთან"). ამიტომ "ტიგრე" მინდორზე შერეული შემადგენლობით გამოვიდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში დაწინაურება სწორედ ნესტორ გოროსიტოს გუნდმა მოახერხა - 55-ე წუთზე გოლი ალეხანდრო დონატიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ამ ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი იყო. არადა, დონატი მცველია.

გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობა ნელ-ნელა "რივერის" მხარეს გადავიდა, სტუმრები კი თანდათან საკუთარ საჯარიმოსთან გამოიკეტნენ, რის გამოც დაისაჯნენ კიდევაც. ჯალათის როლი კი კარლოს ლუნამ შეასრულა, რომელიც "რივერ პლეიტში" სწორედ "ტიგრედან" გადმოვიდა და ამ გუნდის რიგებში, 2012 წლის კლაუსურას საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (12 გოლით). ლუნა მინდორზე დავიდ ტრეზეგეს ნაცვლად, 74-ე წუთზე გავიდა, მანამდე კი მოედანზე ხუან მანუელ იტურბეც გამოჩნდა, ვინც ასევე ძალიან ნიჭიერი მანუელ ლანსინი შეცვალა.

თამაშის ბედიც ამ ორმა მოთამაშემ გადაწყვიტა. მატჩის ბოლო წუთებზე პირთამდე სავსე "მონუმენტალი" მცირე სასწაულის მოწმე გახდა - 86-ე და 87-ე წუთებზე ლუნამ ყოფილი გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა და "ლოს მილიონარიოსი" დააწინაურა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 წლის ფეხბურთელმა "ტიგრესთვის" 2-წუთიანი მზის დაბნელება გამოიწვია ("ლუნა" ესპანურად მთვარეს ნიშნავს). რამდენიმე წუთში კი ანგარიში 3:1 გახდა - "რივერში" სადებიუტო გოლი იტურბემ გაიტანა.

ამის შემდეგ მოედნიდან რუბენ ბოტა გააძევეს, რომელიც მანამდე კარლოს სანჩესმა და გაბრიელ მერკადომ რამდენიმე ეპიზოდში "გალახეს", მაგრამ არბიტრმა ამას ყურადღება არ მიაქცია, 23 წლის ფეხბურთელის მცირე უხეშობაზე კი ჯიბიდან უმალ წითელი ბარათი ამოიღო.

96-ე წუთზე გოლი ცვლილებაზე შემოსულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა - მატიას პერეს გარსიამ პენალტი გამოიყენა და შეხვედრაც აქვე დასრულდა - 3:2 და რამონ დიასის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია.

მეორე გუნდი, რომელსაც ჯერ ქულა არ დაუკარგავს, "ლანუსი" გახლავთ, რომელმაც ამ ტურში მეორე შემადგენლობით მოთამაშე "ველეს სარსფილდს" მოუგო. გილერმო ბაროს შელოტოს გუნდმა არა მარტო სამივე მატჩი მოიგო, არამედ ჯერ გოლიც კი არ გაუშვია. ჩემპიონთან ერთადერთი გოლი სილვიო რომერომ გაიტანა. სხვათა შორის, 24 წლის ფორვარდმა თავის გამოჩენა სამივე ტურში თითოჯერ შეძლო.

ასევე სამივე შეხვედრაში გაიტანა ოსკარ აუმადამ. ვეტერანმა ამჯერად "ბოკა ხუნიორსის" კარი დალაშქრა და საკუთარ გუნდს ტორნეო ფინალში პირველი გამარჯვება მოუტანა. "ბოკას" რამდენიმე დღეში გუაიკილის "ბარსელონასთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, მაგრამ კარლოს ბიანკიმ მოედანზე მაინც ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა.

რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა, თავადაც ხედავთ. აღსანიშნავია, რომ პრიმერაში დაბრუნების შემდეგ "ოლ ბოისმა" სახელოვან მეტოქეს უკვე მესამედ უმასპინძლა და მესამედ მოუგო (3:1 - 2012 წელს და 2:0 - 2010 წელს).

დერბი და აუტსაიდერები

წინა ტურის მიმოხილვაში მოგახსენეთ, რომ კოპა ლიბერტადორესის ხუთი მონაწილედან ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიგო. ის კი არა, ამ ხუთმა გუნდმა ჯამში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა. მესამე ტურში სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა - ხუთეულის წევრებმა გოლებიც გაიტანეს და ერთი მატჩის მოგებაც შეძლეს.

ეს "იღბლიანი" სარანდის "არსენალი" აღმოჩნდა, რომელმაც აშკარად ცუდ ფორმაში მყოფ "არხენტინოს ხუნიორსს" მოუგო, რომელმაც ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი დაკარგა - "დეპორტივოს" და "რეალ სოსიედადის" ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ შურერი, რომელიც დიეგო მარადონას ყოფილ გუნდს სათავეში 2012 წელს ჩაუდგა, თანამდებობიდან გადადგა.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "ინდეპენდიენტემ". ამერიკო გალიეგოს გუნდმა აველიანედურ დერბიში "რასინგს" სძლია და ამ გამარჯვების წყალობით, დიდი ხნის შემდეგ პირველად, გასავარდნი ზონიდან ამოვიდა.

პრიმერას ეგიდით 181-ე დერბი დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 70-ე გამარჯვება მოიპოვეს და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა განიმტკიცეს. "რასინგს" 48 მოგება აქვს, 63 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა (ყველა ტურნირზე: 205 მატჩი. 84 მოიგო "ინდეპენდიენტემ", 67 ფრედ დასრულდა, 64 შეხვედრაში კი "რასინგმა" იმარჯვა).

აღსანიშნავია, რომ "ინდეპენდიენტემ" მოსისხლე მტერი შინ ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა, სულ კი საკუთარ მოედანზე უკვე 9 მატჩია, არ წაუგია. "აკადემიამ" ("რასინგის" მეტსახელია) დერბიში სტუმრად ბოლოს 2004 წელს იმარჯვა (1:3), მას შემდეგ გამართულ 9 შეხვედრაში კი მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ (2008 წელს) და 8 წააგო.

ამ მომენტისთვის პრიმერადივიზიონს "კილმესი", "სან მარტინი" და "უნიონი" ემშვიდობებიან. ამ სამეულიდან დარჩენის ყველაზე კარგი შანსი "კილმესს" აქვს, რომელიც კარგ ფორმაშიც არის, თანაც გადასარჩენად შედარებით ნაკლები ქულის მოგროვება დასჭირდება. უშანსოდ არც სან ხუანის "სან მარტინია", რომელმაც ამ ტურში "ნიუელს ოლდ ბოისთან" ქულები გაიყო.

აი, რაც შეეხება "უნიონს"... სანტა-ფეს წარმომადგენელი განწირულია. ამ ტურში აუტსაიდერმა კონკურენტ "კილმესთან" წააგო, თანაც 0:3. "უნიონის" მოუგებელი სერია უკვე 26 (!) მატჩია, გრძელდება და დიდი შანსია, 27-მდეც გაიზარდოს, რადგან მომავალ ტურში გუნდი "ბომბონერას" უნდა ეწვიოს...

არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური.

არ. ხუნიორსი-არსენალი 1:2

გოლები: 0:1 ფურჩი (66), 0:2 კარბონერო (69), 1:2 ბარერა (85).

ესტუდიანტესი-სან ლორენსო 1:1

გოლები: 1:0 დ. საპატა (7), 1:1 ჯენტილეტი (79).

უნიონი-კილმესი 0:3

გოლები: 0:1 მანსილია (7), 0:2 ელისარი (41), 0:3 სებასტიან რომერო (90).

გაძევება: ბარისონე (84. უნიონი), ავენდანიო (90. უნიონი).

ოლ ბოისი-ბოკა 2:0

გოლები: 1:0 აუმადა (52), 2:0 ვილდოსო (61-პენ).

ლანუსი-ველესი 1:0

გოლი: 1:0 სილვიო რომერო (36).

ინდეპენდიენტე-რასინგი 2:0

გოლები: 1:0 მირანდა (3), 2:0 ხ. სანტანა (90).

გაძევება: დ. ვილიარი (85. რასინგი).

ატლ. რაფაელა-გოდოი კრუსი 1:2

გოლები: 0:1 გრიმი (17), 0:2 ობოლო (21-პენ), 1:2 ვერა (90).

ბელგრანო-კოლონი 2:1

გოლები: 1:0 ს. პერეირა (40), 1:1 ჟიგლიოტი (57), 2:1 მ. საპატა (90).

რივერი-ტიგრე 3:2

გოლები: 0:1 დონატი (55), 1:1 ლუნა (86), 2:1 ლუნა (87), 3:1 იტურბე (90), 3:2 პერეს გარსია (90-პენ).

გაძევება: ბოტა (90. ტიგრე).

სან მარტინი-ნიუელსი 1:1

გოლები: 1:0 დ. გარსია (45), 1:1 ფ. მუნიოსი (47).

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 3 - ო. აუმადა (ოლ ბოისი), ლუნა (რივერი), სილვიო რომერო (ლანუსი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.

14. არ. ხუნიორსი  98 122 1.245

15. ატლ. რაფაელა  60 74 1.233

16. სან ლორენსო  98 120 1.224

17. ინდეპენდიენტე 98 113 1.153

18. კილმესი  22 25 1.136

19. სან მარტინი  60 68 1.133

20. უნიონი  60 58 0.967

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არგენტინა. ტორნეო ფინალი. II ტური: მოუგებელი სერიების დასასრული

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა