გარეთ ბეილს ბოლო თამაშებში ვეღარ აჩერებენ
უქმეებზე ინგლისური ფეხბურთის მთავარი მოვლენა პრემიერლიგის XXVII ტური კი არა, ლიგის თასის ფინალი იყო, სადაც "სუონსიმ" "ბრედფორდს" 5:0 მოუგო. უკანასკნელად უელსური კლუბის, კონკრეტულად "კარდიფ სიტის", ანალოგიური გმირობა 1927 წლით თარიღდებოდა. თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა. ჩვენ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ.

ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა როგორც ლიდერთა, ისე აუტსაიდერთა შორის. "მანჩესტერ სიტიმ" იოლად აღკვეთა "ჩელსის" მცდელობა, ჩართულიყო მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს საქმე ახლა ბევრად უფრო რთულად აქვს, რადგან "ტოტენჰემმა" "ვესტ ჰემთან" დერბის მოგების წყალობით "ჩელსი" მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

ზემოთ ხსენებული ორივე თამაში ლოგიკურად დასრულდა, რაშიც გულშემატკივარი ნამდვილად დაგვეთანხმება. "ეტიჰადზე" "სიტის" უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მას ორი თანაბარძალოვანი გუნდის დაპირისპირებას ვერავინ დაარქმევდა. სწორედაც რომ არასტაბილური თამაშია "ლურჯების" თაყვანისმცემელთა უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი.

რაფა ბენიტესის ხელმძღვანელობით, "ჩელსი" კარგს შეხვედრებს ჩავარდნებს უნაცვლებს და ამით რა შედეგსაც აღწევს, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. რომან აბრამოვიჩისთვის რამდენად გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ანდრე ვილაშ ბოაშის ამჟამინდელ გუნდთან ჩამორჩენა, ამის წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია. ჩვენ მხოლოდ ერთს დავწერთ: რაფა ბენიტესმა საკუთარ თავს ამ შეხვედრაში განაჩენი გამოუტანა.

ზემოთ ჩემპიონატის აუტსაიდერები ვახსენეთ: "უიგანმა" მოულოდნელად "რედინგს" გასვლაზე 3:0 სძლია და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. რობერტო მარტინესის გუნდმა შარშან ცოტა უფრო გვიან წამოიწყო საფინიშო სპურტი, რომლის წყალობითაც პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შესაძლოა, ესპანელმა სიურპრიზები წელსაც შემოგვთავაზოს.

ბომბარდირები

19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

18 - ლუის სუარესი (ლივერპული)

15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

14 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

12 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (ვესტ ბრომვიჩი)

ასისტენტები

9 - ლუკას პოდოლსკი (არსენალი), ხუან მატა (ჩელსი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

8 - თეო უოლკოტი (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი)

7- უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), დემიენ დაფი (ფულჰემი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჟან ბოსეჟური (უიგანი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გოლი+პასი

26 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 19+7

22 - ლუის სუარესი (ლივერპული) - 18+4

19 - ხუან მატა (ჩელსი) – 10+9, თეო უოლკოტი (არსენალი) 11+8

17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 10+7, ლუკას პოდოლსკი (არსენალი) – 8+9, მიგელ მიჩუ (სუონსი) – 15+2, სანტი კასორლა (არსენალი) - 11+6, სტივენ ჯერარდი (ლივერპული) – 8+9

გაფრთხილებები

8 - დინ უაიტჰედი (სტოკ სიტი), ჯეიმს პერჩი (ნიუკასლი), კრეიგ გარდნერი (სანდერლენდი), ლუის სუარესი (ლივერპული), მეტიუ ლოუტონი (ასტონ ვილა)

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით

1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

2. ხუან მატა (ჩელსი)

3. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი)

4. ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)

5. სანტი კასორლა (არსენალი)

ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის

270 მატჩი

190 მოგება

80 ფრე

137 მშრალად შენახული კარები

25 უგოლო მატჩი

771 გოლი

6 ჰეთ თრიკი

48 პენალტი

24 ჯარიმა

139 თავით

560 ფეხით (+სხვა)

2.86 საშუალო შედეგიანობა

35 ავტოგოლი

517 ფეხბურთელი

25.9 საშუალო ასაკი

336 ლეგიონერი

71 ეროვნების მოთამაშე

833 ყვითელი ბარათი

32 წითელი ბარათი

9 გაძევება ორი ყვითლით

23 გაძევება წითელი ბარათით

ტურის მწვრთნელი

პრემიერლიგის XXVII ტური უჩვეულოდ, ოთხ დღეზე გადანაწილდა. მიზეზი ლიგის თასის ფინალი იყო. "სუონსიმ" და "ლივერპულმა" ერთმანეთში 17 თებერვალს ითამაშეს. "გედებმა" "ენფილდზე" შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანეს და პირწმინდად განადგურდნენ. უელსელებს მერსისაიდში 12 შეხვედრაში 9 წაგება და 3 ფრე დაუგროვდათ.

მასპინძელს ცოტა დააკლდა, 1990 წლის ლიგის თასის შედეგი კინაღამ გაიმეორა. 23 წლის წინ "ლივერპულმა" 8 უპასუხო გოლი გაიტანა. მცირე ისტორიულ ექსკურსს "სუონსის" ყოფილი დამრიგებლის, ბრენდან როჯერსის ფაქტორი დაუმატეთ და მიხვდებით, რომ მატჩი სულაც არ იყო ერთი რიგითი დაპირისპირება. ჩრდილოირლანდიელს მარტო ანგარიშის კი არა, პირველ რიგში, თამაშის ხარისხის გამო ვასახელებთ ტურის საუკეთესო მწვრთნელად. აი, რა თქვა გამარჯვებულთა 40 წლის თავკაცმა:

"ჩემი ფეხბურთელების თამაში დიდებული იყო. წარუმატებელი თამაშების შემდეგ დღეს სამი ქულის აღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა".

ტურის გმირი

გარეთ ბეილს ბოლო 8 ტურში 9 გოლი აქვს გატანილი. პრემიერლიგაში "ტოტენჰემის" უკანასკნელი 7 ბურთიდან 6 მის ანგარიშზეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ 23 წლის უელსელის მხრებზე გადადის ტვირთის მთელი სიმძიმე. მისი დამსახურებაა, რომ "დეზები" მიმდინარე სეზონში პირველად გადავიდნენ მესამე ადგილზე.

ერთადერთი, ვინც ბეილის განსაკუთრებულ წვლილს არ აღიარებს, თავად უელსელი ვარსკვლავია: "მთავარია, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვღებულობ. გუნდი ფანტასტიკურად გამოიყურება და ამის გამოა ჩემი თამაში ისეთი ეფექტური, როგორიც არის. "ვესტ ჰემთანაც" ძალიან კარგად ვითამაშეთ. მომდევნო ტურში "არსენალთან" გველის დაპირისპირება. მისი მნიშვნელობა ყველას გვესმის. არსენ ვენგერს ძლიერი გუნდი ჰყავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლოს".

ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია

მომდევნო ტური

2 მარტი

ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-რედინგი, იუნაიტედი-ნორვიჩი, საუთჰემპტონი-ქუინზ პარკი, სტოკ სიტი-ვესტ ჰემი, სანდერლენდი-ფულჰემი, სუონსი-ნიუკასლი, უიგანი-ლივერპული

3 მარტი

ტოტენჰემი-არსენალი

4 მარტი

ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXVII ტური: ლიდერების სტატუს-კვო [VIDEO]

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა