საქართველოს თასი. მერვედფინალი. პირველი მატჩები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თასის პირველი მფლობელის, ამჟამად პირველლიგელი "გურიასა" და მოქმედი ჩემპიონის, ასევე სუპერთასის ბოლო გამარჯვებულის, "ზესტაფონის" პირველი მერვედფინალური მატჩის ლანჩხუთიდან ზესტაფონში გადატანამ გურულთა შანსები შეამცირა. თამაშის მიმდინარეობა ისეთი გახლდათ, ყველანაირი შედეგი მოსალოდნელი იყო.

შეიძლებოდა, მასპინძლებს უფრო სოლიდურადაც მოეგოთ. არც ფრე იქნებოდა ალოგიკური, ხოლო სტუმარ -მასპინძელს რომ მეტად გამართლებოდა, შესაძლოა, მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირებულიყო.

ორივე გუნდში ბევრი ახალწვეულია და თითქოს შეთამაშების პრობლემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდებმა პირველი მატჩის კვალობაზე ნორმალური ბურთაობა გააჩაღეს.

თუ ფეროელთა ევროსაგზურის მთავარი ხაზი თასზე გადის, ლანჩხუთელთათვის ასეთ მატჩებს საჩემპიონატოდ მოსამზადებელი ფუნქცია უფრო აკისრია. ამიტომაც გურულებს ფსიქოლოგიური პრობლემა ნაკლებად უნდა ჰქონოდათ, მაგრამ საწყის წუთებში მოქმედ ჩემპიონთან ერთგვარი კომპლექსი ეტყობოდათ, ხოლო იმერლებს ხელი, ალბათ, მეტოქის ცოტათი შეუფასებლობამაც შეუშალა.

თუმცა "გურია" მალევე გამოერკვა და განსაკუთრებით მეორე ტაიმი თანაბრად ეთამაშა მეტოქეს. რიგ ეპიზოდებში კი ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდა.

"ევგრაფი შევარდნაძის" მოუწესრიგებლობის გამო სტუმრად ქცეული მასპინძლების წისქვილზე წყალი "ზესტაფონის" ორი წამყვანი მობურთალის (თორნიკე აფციაურმა და ალექსი ბენაშვილმა სუპერთასზე კი ითამაშეს, მაგრამ სათასო მატჩის განაცხადშიც არ იყვნენ) არყოფნამაც დაასხა.

მატჩის პირველი რეალური ხიფათის შექმნა "მასპინძლებმა" მოახერხეს, როცა კარგი კომბინაციის შემდეგ მიხეილ კაკალაძე ცარიელ კართან აღმოჩნდა, თუმცა მანამდე ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. ეს 29-ე წუთზე მოხდა.

ამ ეპიზოდიდან ორიოდ წუთში ფეროელებმა ანგარიში გახსნეს - მარცხენა ფლანგზე მეტად აქტიური დავით რაჟამაშვილის მორიგ აქტიურობას ბურთის შორეულ ძელთან ჩაკიდება მოჰყვა: ისე ჩანდა, რომ ბურთი კარს ასცდებოდა, მაგრამ ქარმა მასზე ისეთი გავლენა მოახდინა, გურულთა მეკარეს შეცდომა დააშვებინა - გიორგი ძაძამიას დაგვიანებულმა გამოსვლამ ის მოიტანა, რომ ზესტაფონელთა ახალწვეულმა ლევან კუტალიამ კოტდივუარელ ბოტი გოა დემელს ცარიელ კარში გატანის საშუალება მისცა.

სულ მალე ისევ რაჟამაშვილმა ცოტათი ააცილა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ურტყამდა. იქვე ძაძამიამ იმავე მანძილიდან სახიფათოდ დარტყმული მოიგერია.

ამას ტაიმში გურულთა საუკეთესო შანსი მოჰყვა - ლანჩხუთელთა მთავარმეგოლე გიგა კვერენჩხილაძე კარგადაც გაიხსნა და ბურთიც კარგად შეიგდო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ შეყრილმა როინ კვასხვაძეს ვეღარ აჯობა.

მეორე ნახევარი ფორმალურმა მასპინძლებმა მეტად აქტიურად დაიწყეს - მათგან საუკეთესო ალეკო გოგობერიშვილმა ორჯერ სცადა სტანდარტულის შორეულ ძელთან "ჩახვევა" - პირველად კვასხვაძემ გუნდის გადარჩენა მოახერხა, მეორედ კი იუბილარ გოგობერიშვილს (მატჩის დღეს იგი 36 წლის გახდა) მიზანმა უმტყუნა.

სულ მალე "ზესტაფონი" აშკარა გოლს გადაურჩა - მიხეილ კაკალაძე საჯარიმოში კარგად გაერკვა, წინგამოსულ კვასხვაძესა და მცველებს შანსი არ დაუტოვა, მაგრამ ფეროელები ძელმა გადაარჩინა.

გურულთა ახაწვეულს კიდევ ერთი შანსი უკვე 69-ე წუთზე მიეცა, მაგრამ საჯარიმოს ფლანგზე შეჭრილს ბურთის საგოლედ მიღება-დამუშავების შანსი "ზესტაფონის" მეკარის გონივრულმა მოქმედებამ არ მისცა.

ამ ორ ეპიზოდს შორის ანგარიშის გაზრდა "ზესტაფონს" შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ და შემდეგ მცველებმა არ მისცეს ბურთს კარში შესვლის საშუალება. მალევე ფეროელებმა კარგი ფლანგური გარღვევისას მიღებული ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს. აქვე უნდა ითქვას, რომ "გურიის" დაცვის საიმედო თამაშში დიდი იყო გამოცდილი ახალწვეულის, სევასტი თოდუას წვლილი.

ბოლოსკენაც გაცვალეს გუნდებმა ეპიზოდები - თუ კვასხვაძემ გოგობერიშვილის გასროლა კუთხურზე იმიტომ გადააგდო, რომ უბრალოდ, ზედმეტად არ გარისკა, "გურია" ორჯერ გადარჩა - პირველად იგორ იელიჩის ჩინებულ ჩაწოდებულს დემელი თავით ჩინებულად და სადუბლედ გამოეხმაურა, მაგრამ ძაძამიამ იმ კატეგორიის ბურთი უკუაგდო, როგორიც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჯიჯი ბუფონმა გენიალური ზიდანის დარტყმის შემდეგ.

სულ ბოლოს კი იმავე იელიჩმა მძლავრად გაისროლა და "გურია" ხარიხამ გადაარჩინა. მასპინძლები გოლის დაფიქსირებას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯების აზრით, ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია.

ამის გარდა, "თემიდის მსახურები" კიდევ ორჯერ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, ოღონდ მობურთალთა დამსახურებით - მართალია, ჯენერი ხორავას, ალბათ, ყვითელი ბარათების აქტიურად გამოყენება დაუგვიანდა, მაგრამ ეს არ ამართლებს ფეხბურთელებს; მეტიც - არბიტრი სამართლიანად მოიქცა, როცა ნახსენებ ორ ეპიზოდში მოუხეშე-მოკინკლავე 6 ფეხბურთელი გააფრთხილა, აქედან 4 - ერთდროულად.

Video

გურია - ზესტაფონი 0:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"