სლოვენიაში გასამართ ევრობასკეტამდე 189 დღე დარჩა
2011 წლის ევროპის ჩემპიონატამდე სამიოდე თვით ადრე ვლადიმერ სტეფანიამ მითხრა: სლოვენიელებს ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ, რომელთა უმეტესობა კარგ კლუბებშია მიმობნეული და თუ ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბეს, ლიტვაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებენო.

მაშინ ვოვამ ისიც თქვა, არა მგონია, ბენო უდრიხი ჩამოვიდესო. მართლაც, სლოვენიელებმა ბენოს გარეშე ითამაშეს, თუმცა მის გარდა, არც ერთი ექსტრაკლასის კალათბურთელი არ დაჰკლებიათ და მეოთხედფინალშიც მოხვდნენ.

გავიდა ორი წელიწადი და სლოვენია ისევ საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა ევრობასკეტის ჯგუფში.

"მილუოკი ბაქსის" გამთამაშებელ უდრიხთან შესახვედრად მთავარი მწვრთნელი ბოჟიდარ მალიკოვიჩი ამერიკაში გაემგზავრა და თანხმობაც მიიღო.

ოღონდ უდრიხმა ერთი პირობა წამოაყენა, ნაკრებში შესაძლოა ცოტა დავაგვიანო, რადგან ამ ზაფხულს საკონტრაქტო საკითხები მაქვს მოსაგვარებელიო.

2011 წლის შემდეგ NBA-ში ერთიორად უკეთ ათამაშდა გორან დრაგიჩი, რომელიც საქართველოს ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვთან ერთად "ფინიქსში" მოღვაწეობს.

მას დავუმატოთ იაკა ლაკოვიჩი (გავიხსენოთ მისი თამაში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 2011 წელს) და გვექნება იმის თქმის უფლება, რომ სლოვენიელებს ევრობასკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ეყოლებათ.

რაც შეეხება მეფარეებს, ერთი "ბარსელონაში" (ერაზემ ლორბეკი) ჰყავთ, ერთი "რეალში" (მირზა ბეგიჩი).

მსუბუქი ფორვარდებიდან გამოსაყოფია NBA-მოვლილი ბოსტიან ნახბარი, რომელიც ახლა გერმანულ "ბამბერგში" ასპარეზობს და "გოლდენ სტეიტში" ნიკა ცქიტიშვილის თანაგუნდელი იყო.

სლოვენიელებმა მოსამზადებელი ციკლიც ნაადრევად დაგეგმეს. საკონტროლო მატჩებს პოლონეთით გახსნიან - 26 ივლისს დომჟალეში უმასპინძლებენ.

ორი დღის შემდეგ მაკედონიას შეხვდებიან, ხოლო 2-4 აგვისტოს ევრობასკეტის მასპინძელ ქალაქ ცელიეში თურქეთს, ლატვიასა და სერბეთს მიიღებენ.

იმავე სერბეთთან, თურქეთთან და კიდევ უკრაინასთან სლოვენიის ნაკრები 10-11 აგვისტოს ბელგრადის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, 16 აგვისტოდან კი სლოვენიის ქალაქებს მოივლის და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 16-ში ბოსნიასთან, 18-ში რუსეთთან, 23-ში ჩერნოგორიასთან, 24-ში იტალიასთან, 31-ში საფრანგეთთან.

სლოვენიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

გამთამაშებლები: ბენო უდრიხი (მილუოკი, NBA), ზორან დრაგიჩი (ფინიქსი, NBA), იაკა ლაკოვიჩი (აველინო, იტალია), ლუკა რუპნიკი (ოლიმპია, სლოვენია), მეტიუ როიჩი (კრკა, სლოვენია), ალექსანდრ ჩაპინი (ლაბორერი, სერბეთი).

მსროლელები: ზორან დრაგიჩი (უნიკახა, ესპანეთი), კლემენტ ქუაილი (ოლიმპია, სლოვენია), იაკე კლობუჩარი (კრკა, სლოვენია), სანი ბეჩიროვიჩი (პეტროჩიმი, ირანი), სანდი ჩებულარი (ჰუესკა, ესპანეთი), მიჰა ლაპორნიკი (ზლატოროგი, სლოვენია), ერიონ კესტრატი (კრკა, სლოვენია).

მსუბუქი ფორვარდები: ბოსტიან ნახბარი (ბამბერგი, გერმანია), ედო მურიჩი (კრკა, სლოვენია), მარკო პაიჩი (კრკა, სლოვენია), დინო მურიჩი (ოლიმპია, სლოვენია), ლუკა ლაპორნიკი (ზლატოროგი, სლოვენია).

მძიმე ფორვარდები: ერაზემ ლორბეკი (ბარსელონა, ესპანეთი), უროშ სლოკარი (გრან კანარია, ესპანეთი), იურე ბალაჟიჩი (ერდემირი, თურქეთი), მიჰა ზუპანი (ტურკ ტელეკომი, თურქეთი), მატიაშ სმოდიში (კრკა, სლოვენია), დრაჟენ ბუბნიჩი (ოლიმპია, სლოვენია), გეზიმ მორინა (ჰელიოსი, სლოვენია), ტომას ბოლჩინა (კრკა, სლოვენია).

ცენტრები: მირზა ბეგიჩი (რეალი, ესპანეთი), გასპერ ვიდმარი (ბეშიქთაში, თურქეთი), მეტიუ კრუშიჩი (ჰუესკა (ესპანეთი), პრიმოჟ ბრეჟეცი (ნიჟნი ნოვგოროდი (რუსეთი), ჰასან რივზიჩი (ენისეი, რუსეთი), ალენ ომიჩი (ოლიმპია, სლოვენია).

მწვრთნელი: ბოჟიდარ მალიკოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guga
საშა ვუიაჩიჩი რატო არ გიწერიათ?
საქართველოს ნაკრები ჩინეთთან დამარცხდა, თუმცა მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა