ტორსტენმა კარიერა დაასრულა და ბრემენში დაბრუნებაზე ფიქრობს
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტორსტენ ფრინგსმა კარიერა დაასრულა და შესაძლოა, ბრემენის "ვერდერში" დაბრუნდეს. 36 წლის ფრინგსი ბოლოს კანადაში, კერძოდ, "ტორონტოში" თამაშობდა და ხშირი ტრავმიანობის გამო ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, ახლა კი ბრემენული კლუბიდან შეთავაზებას ელის.

"ტორონტოსთან" კონტრაქტი 2013 წლის ბოლომდე მქონდა გაფორმებული, მაგრამ ხელშეკრულება ვადამდე ადრე გავწყვიტე. ახლახან მორიგი ტრავმა მივიღე, რომლის მოშუშებას ორი თვე მაინც უნდა, მე კი ამდენი მკურნალობა უკვე ყელში ამომივიდა და კლუბის პრეზიდენტს კონტრაქტის შეწყვეტა ვთხოვე, რაზეც დამთანხმდა. აშკარად მოვიდა დრო, რომ კარიერა დავასრულო," - უთხრა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ფრინგსმა, რომელსაც 2012 წლის სექტემბრის შემდეგ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

ამრიგად, ტორსტენ ფრინგსის კარიერა 18-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დასრულდა. ამ ხნის მანძილზე მან გერმანიის ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა, 2002 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, "ბაიერნთან" ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო (2005), "ვერდერში" კი ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს (1999 და 2009 წლებში).

რაც შეეხება ტორსტენის "ვერდერში" დაბრუნების პერსპექტივას. ცნობილია, რომ როცა ბრემენული კლუბიდან მიდიოდა, ფრინგსი "მუსიკოსების" მაშინდელ სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს შეუთანხმდა იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ "ვერდერში" დაასაქმებდნენ. ახლა ალოფსი "ვოლფსბურგში" მუშაობს, "ვერდერის" ახალი მენეჯერი თომას აიხინი კი აცხადებს, ამ შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცოდი და თუ ის მართლაც არსებობს, რაღაცას მოვიფიქრებთ და ტორსტენს დაველაპარაკებითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრინგსმა მწვრთნელობა გადაწყვიტა

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე