წინ ლიდერთა ჯახია
ტური სამშაბათამდე გაგრძელდა და შესაბამისად, შაბათ-კვირის მოვლენებზე აქამდეც გვიწევდა წერა, მათ შორის, მილანურ დერბიზე. შესაბამისად, ტურის შეჯამებაში ზოგად ტენდენციებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, საინტერესო ციფრებს და ტურის სიმბოლურ ნაკრებს გაგაცნობთ; იქამდე კი "ბოლონია"-"ფიორენტინას" მატჩზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა....

"სტადიო რენატო დალ არაზე" "ბოლონიას" და "ფიორენტინას" კვირას უნდა ეთამაშათ, მაგრამ დიდთოვლობის გამო შეხვედრა სამშაბათისთვის გადაიდო. შედეგად, ტური ოთხ დღეზე გაიწერა და სწორედ ბოლონიური მატჩით დასრულდა.

მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" სახლში და "ფიორენტინა" გასვლაზე - სხვადასხვა გუნდია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. XXV ტურში ფლორენციელებმა საკუთარ "არტემიო ფრანკიზე" საოცარი ფეხბურთი გვაჩვენეს და "ინტერი" მიწასთან გაასწორეს; აი, ბოლონიაში კი სრულიად საპირისპირო სურათი ვიხილეთ. მართალია, შეხვედრის სტარტი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ეს გოლშიც აისახა, მაგრამ მთლიანობაში, "ვიოლამ" შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ აჩვენა. მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა, 2:1 "ბოლონიას" სასარგებლოდ.

მომენტების და გოლების აღწერას აღარ მოვყვებით, ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მასპინძლებს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ. მოკლედ, ვინჩენცო მონტელა სწორი გამოდგა, როცა ამბობდა: გრანდთა ძლევით ტკბობის უფლება იქამდე არ გვაქვს, სანამ შედარებით სუსტ გუნდებთან გასვლაზე ვერ ვისწავლით მოგებასო.

"ფიორენტინამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო და "ინტერის" გადასწრების ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან. მოგების შემთხვევაში, ფლორენციელთათვის ჩემპიონთა ლიგის ზონა ერთი ხელის გაწვდენაზე იქნებოდა, მარცხმა კი მათი პოზიციები მკვეთრად შეარყია.

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინას მთავარი მწვრთნელი): "შეცდომები დავუშვით, რაც ორ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა და შედეგად, წავაგეთ. ძალიან დასანანი მარცხია, რადგან მოგების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვიუმჯობესებდით სატურნირო მდგომარეობას. გასვლით თამაშებში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდისთვის დაუშვებელია".

მადონინა შავ-ლურჯი ფერებით

ახლო წარსულში "მილანი" აშკარად ჯაბნიდა "ინტერს" და იყო პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად არ აგებდა ისტორიულ მეტოქესთან. ეს კარლო ანჩელოტის ეპოქაა, როდესაც "როსონერის" თავდასხმაში ფილიპო ინძაგი და ანდრეი შევჩენკო მოქმედებენ, მათ უკან კი მანუელ რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, ჯენარო გატუზო და ანდრეა პირლო ირჯებიან. შემდეგ უკვე - რიკარდო კაკაც და ჩვენი კახა კალაძეც დაცვაში პაოლო მალდინისთან ერთად.

მოკლედ, იმ წლებში "მილანი" აშკარად ჩაგრავდა "ინტერს" და 6 წელი თანაქალაქელთან დაუმარცხებელი იყო. ერთ-ერთი დერბის შემდეგ კიდევ ერთხელ დამარცხებულმა მარკო მატერაციმ ისიც კი განაცხადა, მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ უნდა მოვუგო "მილანსო"...

თუმცა, დრონი მეფობენო, ნათქვამია და დღეს ვითარება შეცვლილია. "ინტერს" ბოლო ოთხი დერბიდან სამი აქვს მოგებული, უკანასკნელი კი ფრედ დასრულდა. არადა, ფავორიტად სწორედ "როსონერი" იყო შერაცხული და თუ სადმე ლოგიკაა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ვენდეტას შესანიშნავი შანსი ჰქონდა. "მილანმა" უპირატესობით წარმართა დერბი, მაგრამ ვერც ამჯერად გაიმარჯვა.

ბოლოს "შავ-წითლებმა" "შავ-ლურჯები" 2011 წელს დაამარცხეს, მას შემდეგ კი "ინტერი" აშკარად დომინირებს.

ტურის მოვლენები

XXVI ტურში ორი საფეხბურთო თრილერი ვიხილეთ და ამ მატჩებზე იტალიაში დღემდე ლაპარაკობენ. "რომამ" ზდენეკ ზემანის სტილში 3:2 სძლია "ატალანტას" და თანაც ბერგამოში - "კალიარიმ" კი საკუთარ მოედანზე "ტორინო" დაამარცხა, 4:3. სარდინიელებს 9-კაციანმა ტურინელებმა 90-ე წუთზე ანგარიში გაუთანაბრეს, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "კალიარიმ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ნაპოლიმ" ვერც უდინეში გაიმარჯვა და კიდევ უფრო დაშორდა ლიდერ "იუვენტუსს". სხვაობა უკვე 6 ქულაა და ბევრი თვლის, რომ სამხრეთელებს აღარ შესწევთ სკუდეტოსთვის ბრძოლის უნარი. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ტურში "ნაპოლი" სწორედ "იუვეს" მიიღებს და ქულათა სხვაობის 3-მდე შემცირების საშუალება ექნება.

ვალტერ მაცარიმ "უდინეზესთან" მატჩის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ უკვე ტურინელებთან ჯახზე ფიქრობს. ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო პაექრობა გველის...

და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც "პალერმოს" სამწვრთნელო კარუსელს უკავშირდება... მაურიციო ძამპარინიმ ალბერტო მალეზანის მხოლოდ 3 მატჩი აცალა და კარისკენ მიუთითა, მის ნაცვლად კი გუნდი ჯანპიერო გასპერინის ჩააბარა, რომელიც სწორედ მალეზანიმდე წვრთნიდა "პალერმოს". სიცილიაში დაბრუნებულ გასპერინის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა: "რამდენი დღით ჩამოხვედით"? – მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო: "ეგ მხოლოდ ძამპარინიმ იცის".

ციფრები და ფაქტები

- 2004 წლის შემდეგ მილანური დერბი პირველად დასრულდა ფრედ;

- "მილანს" "ინტერისთვის" 2011 წლის აპრილის შემდეგ არ მოუგია;

- "ნაპოლიმ" "სტადიო ფრიულიზე" ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო;

- "სიენას" არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჰყავს დამარცხებული "იუვენტუსი";

- სტეფან რადუმ "ლაციოდან", ვასილის ტოროსიდისმა "რომადან", მარკო ლივაიამ "ატალანტადან", ლაზაროს კრისტოდოლოპოლოსმა "ბოლონიადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

- "ლაციომ" პირველი მატჩი მოიგო მიმდინარე სეზონში მიროსლავ კლოზეს გარეშე;

- "კატანიამ" პირველად მოუგო "პარმას" გასვლითი მატჩი;

- "პარმას" 6 ტურია, არ მოუგია;

- "ფიორენტინამ" ბოლონიაში ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო;

- "ფიორენტინამ" მიჯრით მე-4 გასვლითი მატჩი წააგო;

- "პალერმოს" 12 მატჩია, არ მოუგია;

- "ჯენოას" 3 მატჩია, გოლი არ გაუშვია. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2010 წლის იანვარში ჰქონდა;

- "კალიარის" 7 ტურია, არ წაუგია;

ტურის სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXVI ტური: "ლაციო" სამეულში დაბრუნდა

guga
მაინდდამაინც ახლო წარსული არ არის აღწერილი მილანი-ინტერის დაპირისპირებისა, როცა ბოლო ოთხ დერბიზეა საუბარი, ბარემ იქ ისეც ითქვას 2005 წლის მერე რამდენ შეხვედრაში მოუგო ინტერმა მილანს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა