ერთ დროს კლუბის 100-პროცენტიანი წილის მქონე პრეზიდენტი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
წლეულს, 19 იანვარს, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს შპს "ბერმუხას" დამფუძნებელი მერაბ რატიანი - 1992 წლიდან თბილისის "დინამოს" აქციათა 80 პროცენტის მფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, 2000 წლიდან კი - 100-პროცენტიანი წილის მქონე პრეზიდენტი.

მერაბ რატიანი ამბობს, რომ მისი დაპატიმრება სწორედ თბილისის "დინამოს" უკავშირდებოდა:

- 2000 წელს თბილისის "დინამოში" თანხების გაფლანგვის საბაბით დამაკავეს. მაშინაც, რეალურად, გუნდის წართმევა სურდათ, მაგრამ საბუთებს ხელი არ მოვაწერე და "დინამო" არ დავთმე, თუმცა მაშინდელმა სასამართლომაც კი დარბაზიდან გამათავისუფლა.

2007 წელს ეს ამბავი ისევ ამოქექეს, რადგან იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო და მასზე კომპრომატის მოგროვება სურდათ. იმედოვნებდნენ, რომ ბადრის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემდი, თითქოს გუნდის ძალადობრივად წართმევაში აქტიურად მონაწილეობდა. არადა, რაც ბუნებაში არ მომხდარა და რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი, იმას ვერ დავაბრალებდი - გუნდი მან კი არა, შსს-მ წამართვა.

- ოფიციალურად, ნარკოტიკის მოხმარებაზე დაგაკავეს.

- ნარკოტიკის ამბავი გაქრებოდა და "დინამოსაც" დამიბრუნებდნენ, ტელევიზიით ბადრის საწინააღმდეგო ჩვენებას თუ მივცემდი. ეს იყო საბაბი და მეტი არაფერი.

- ახლა რას აპირებთ?

- დარწმუნებული ვარ, მალე სამართლიანობა აღდგება, სარჩელს აუცილებლად შევიტან.

- "დინამო" ხელიდან ხელში იმდენჯერ გადავიდა, ბევრი ფიქრობს, რომ ახლა დავა ძალიან გაგიჭირდებათ. მეორე მხრივ, გუნდის ამჟამინდელმა მეპატრონემ რომან ფიფიამაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა...

- მესმის, რომ ბევრი რამ გააკეთა და ფიფიამ მართალი თქვა, ჩვენ ერთმანეთში გასარკვევი არაფერი გვაქვს. ან რომ შევხვდეთ, რაზე უნდა ველაპარაკო, კლუბში ვინ რამდენი ფული ჩავდეთ? ჩვენზე მეტი "დინამოში" რომ არავის დაუხარჯავს, ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა, მეორე მხარეა - მაინტერესებს, 2000 წელს "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს? ან როგორ შევეგუო, უსამართლოდ რომ მომექცნენ.

ათას რამეს მაბრალებდნენ, მაგრამ გუნდი ჩემი იყო და რის საფუძველზე წამართვეს? ერთოთახიან ბინას რომ ყიდულობენ, მაშინ ინტერესდებიან, საბუთები წესრიგში არის თუ არა და მე ის მიკვირს, "დინამოზე" კითხვა არ დაიბადება, რატომ იყო სადავო?

ვეტერანმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, იყო თუ არა ეს საკითხი იურიდიულად კანონიერად გაფორმებული.

აქვე მინდა ჩვენს ხელში გაზრდილ ორ ფეხბურთელზეც გითხრათ: კახა კალაძეს ახალი საქმიანობის დაწყებას ვულოცავ. კახა განათლებული ბიჭი იყო და დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებული მინისტრი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო. მიხარია, რომ გიორგი დემეტრაძე უკვე თავისუფალია. მადლობა მას, რომ ყველა ინტერვიუში თბილად მიხსენიებდა. ციხეში ყოფნისას ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს...

- მე მზად ვარ, ყველა ამ კითხვაზე დაწვრილებით და დასაბუთებულად გავცე პასუხი. ახლა კი ამ მოკლე ინტერვიუთი შემოვიფარგლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]

ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება

მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით

კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?

pikaso
ქვეყანაში ყველა სფეროში მაგარი ბარდაგია. საინტერესო მომენტი ისაა, რა ოდენობის ან რა ვალუტაში აქვს ინვესტიცია ჩადებული ამ ადამიანს დინამოში, როცა ამბობს ყველაზე მეტი ფული მე დავახარჯე დინამოსო. 6 ლარად ნაყიდ ვაუცერს რომ 30 დოლარად დებდნენ ქონების შესასყიდლად, იმ პერიოდში ხომ არ ჩაგიდევს ფული დინამოში ჯიგარ? არა? კუპონებით შეისყიდე! რამდენი მილიონი კუპონი გაქვს გადახდილი, გაფიცებ, თქვი, არ დამალო.
D
დინამო კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება ვინ რა გაფლანგა და როგორ ეგეც გაირკვევა თქვენ იმაზე იფიქრეტ ქარტული ფეხბურტი როგორ დადგეს ფეხზე და დაიბრუნოს დზველი სახელი, დგეს საქართველოსჰი ყველა ფულის სჰოვნიტ არის დაკავებული ფეხბურთში იყიდება თამაშები, მცვრთნელი იმის კაცია ვინც მეტს გადაიხდის არაკაცების და ფულის ხამების ხელშია დგეს დინამო და ეს არავის არ შერჩება!!!
vaxvax
რამდენმა კაცმა უნდა გაიყოს ეს "დინამო"?
zura
არ გრცხვენიატ ბატონპ მერაბ?mxedrionit chaigdet xelshi dinamo da martla chalit daxuruli xom ar gonit kvekana?tan rac tkven biujets fulebi umalet.namusi gaakvt?
avtirdi amis codviT
დაჩაგლული, იიიი.... ჩქარა დაუბრუნეთ პატალას სათამაშო!!!
koko
როგორ წაგართვეს გაარკვევენ, მაგრამ ჯერ გაარკვიონ როგორ ჩაიგდე ხელში დინამო. ისიც გვახსოვს, დინამო შევარდნაძემ გაანთავისუფლა გადასახადებიდან. შემოიტანდი გაყინულ ქათამს, ან პივას გადაუხდიდი ოფიციალური გადასახადის ნახევარს ამას, ჟორდანიას ან სულაბერიძეს, დაგირტყამდა ბეჭედს და ამით ყველა იგებდა საქართველოს გარდა.
g
გუნდში მოპარული ვოლგა21 "ჩადო" ესაა მაგის ინვესტიცია. ხმას როგორ იღებს არ ცხვენია?
dada
არ ფლანგავდნენ დინამოში ფულს რატიანი, ჟორდანია და სულაბერიძე? ყველა გველმა რომ თავი წამოყო! ძლივს რაღაც კეთდება დინამოში! პაშლი ..
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა