საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი ბელგიის ჩემპიონატში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია ბელგიის ჩემპიონატში "პეპინსტერის" მეორე მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. თორნიკეს თანაგუნდელებმა ჩემპიონობის მაძიებელ "მონსთან" სტუმრად 87:100 დათმეს.

პეპინსტერელები მეტოქეს მეოთხე პერიოდამდე თანაბრად ეპაექრებოდნენ, მესამე პერიოდის შემდეგ 65:68-ს აგებდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს ძალა აღარ ეყოთ და 13 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

შენგელიამ, როგორც სჩვევია, ნაყოფიერად ითამაშა: 24 წუთში 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

"მონსის" რიგებში ითამაშა ჰოლანდიელმა ვან პაასენმა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი "ამსტერდამიდან" იცნობს (2007 წელს "ენერჯის" ევროჩელენჯზე დაუპირისპირდა). პაასენი-შენგელიას დუელი 2009 წელს უტრეხტში ორჯერ შედგა: ამხანაგურ მატჩში საქართველომ ჰოლანდიასთან ჯერ 63:79 დათმო, შემდეგ - 74:81. პირველ მატჩში შენგელიამ 7 ქულა ჩააგდო, მეორეში - 6.

უტრეხტიდან ბელგიაში გადავუხვიოთ. "პეპინსტერი" სეზონის მესამე მატჩს 30 ოქტომბერს "ოსტენდესთან" შინ ჩაატარებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა