პლანეტის საუკეთესო მეშვიდკაცეები რუსეთის დედაქალაქში ერთმანეთს 28-30 ივნისს შეეჯიბრებიან
28 თებერვალს მოსკოვში, თბილისის დროით 15 საათზე შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება.

პლანეტის საუკეთესო მეშვიდკაცეები რუსეთის დედაქალაქში ერთმანეთს 28-30 ივნისს შეეჯიბრებიან.

ტურნირი ერთდროულად კაცთა და ქალთა შორის გაიმართება. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მხოლოდ კაცთა შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

კახა ალანიას სამწყსომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

მოსკოვში კაცთა 24 გუნდი ექვს ჯგუფში განაწილდება. წილისყრის წინ ისინი ოთხ კალათაში განათავსეს. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" მე-4 კალათაში მოხვდნენ, იაპონიის, ჰონგ კონგის, ტუნისის, ურუგვაისა და ფილიპინების ნაკრებებთან ერთად.

ჩვენი გუნდისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ პირველი კალათიდან ინგლისი, მეორიდან აშშ და მესამიდან ზიმბაბვეს ნაკრებები შეგვხვდებიან. ყველაზე ცუდი ვარიანტი კი ფიჯის, უელსისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ჯგუფში ერთად მოხვედრაა.

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები სამ ტურნირში მიიღებს მონაწილებას. მათ შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის ერთ-ერთი ეტაპი, "ჰონგ კონგის შვიდკაცა" იქნება, რომელიც 22-24 მარტს გაიმართება.

კაცები

I კალათა: ახალი ზელანდია, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, სამოა, ინგლისი, ავსტრალია.

II კალათა: უელსი, არგენტინა, საფრანგეთი, კენია, შოტლანდია, აშშ.

III კალათა: კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, ტონგა, ზიმბაბვე.

IV კალათა: იაპონია, ჰონგ კონგი, საქართველო, ტუნისი, ფილიპინები, ურუგვაი.

ქალები

I კალათა: ინგლისი, ავსტრალია, კანადა, აშშ.

II კალათა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, რუსეთი.

III კალათა: ჰოლანდია, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრაზილია.

IV კალათა: იაპონია, ტუნისი, ირლანდია, ფიჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა