26 წლის მარცხენა მცველი გიორგი დარასელიას გუნდში მეხუთე ჩვენებურია
გიორგი ნავალოვსკი კარიერას ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია 27 თებერვალს შევიტყვეთ და აღმოჩნდა, რომ 26 წლის მარცხენა მცველი უკვე კლუბის განაცხადში შეიყვანეს.

ნავალოვსკიმ სეზონი ნოვოკუზნეცკის "მეტალურგ-კუზბასში" დაიწყო, სადაც ზაფხულში მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ფედოტოვმა წაიყვანა.

26 წლის ნავალოვსკის კლუბიდან წასვლა რომ სურდა, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დეკემბერში შევიტყვეთ - საშემოდგომო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა და სურვილი "ლელოსთან" დაადასტურა.

მაგრამ "მეტალურგ-კუზბასთან" კონტრაქტი მაისში უმთავრდებოდა და გვითხრა, რომ სავარაუდოდ, მეორე წრისთვისაც "მეტალურგ-კუზბასში" მოემზადებოდა, რადგან გუნდი არ უშვებდა.

მაგრამ, მისდა სასიხარულოდ, ვითარება შეიცვალა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე თბილისელი ბიჭი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" აღმოჩნდა. გარიგება ოფიციალურად დაადასტურა კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს გიორგი თამაშობდა თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", მახაჭყალის "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და "ხიმკიში", საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა კი 2-ჯერ მოირგო.

ხაბაროვსკის გუნდის მენეჯერი მამუკა ჯუღელია, მთავარი მწვრთნელი - გიორგი დარასელია, "სკა-ენერგიაში" ჩაირიცხნენ ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, შოთა გრიგალაშვილი და ოთარ მარცვალაძე, ნავალოვსკი კი მეხუთე ჩვენებურია.

სხვათა შორის, გიორგიმ რუს გულშემატკივრებს თავი ბევრი რამით დაამახსოვრა - კარგი თამაშით, რუსეთის თასზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" კარში გატანილი ულამაზესი გოლითა და იტალიის ნაკრების წევრის, დომენიკო კრიშიტოს წინააღმდეგ ეფექტური თამაშით და კიდევ - ფიცხი ხასიათითაც: 2012 წელს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია იმიტომ მოიხადა, რომ ეკატერინბურგის "ურალის" სომეხი მოთამაშე ედგარ მანუჩარიანი შემოელახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა