Respect - ეს სიტყვა ჩვენებურად პატივისცემას ნიშნავს. უეფამ და ფიფამ ამ ერთ სიტყვაში ჩააქსოვა ის, რასაც ხანდახან ერთი წინადადება სჭირდება
თასის მერვედფინალის პირველმა შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. სეზონი ამ შეხვედრებით განახლდა და მოულოდნელობის ალბათობაც დიდი იყო.

ცოდვა-მადლიც აქედანვე დაეტყო იმ საქმეს, რასაც ქართული საკლუბო ფეხბურთი ჰქვია.

Respect - ეს ფიფა-უეფას ერთ-ერთი ბოლო სლოგანია, რომელსაც შეხვდებით ამ ორგანიზაციების ბიულეტენებზე, პოსტერებსა თუ სხვა საპიარო საშუალებებზე. ეს სიტყვა კი ჩვენებურად პატივისცემას ნიშნავს. უეფამ და ფიფამ ამ ერთ სიტყვაში ჩააქსოვა ის, რასაც ხანდახან ერთი წინადადება სჭირდება.

პატივისცემა უეფას ფილოსოფიაც არის და მოქმედების ფორმაც. მიშელ პლატინის პრეზიდენტობის შემდეგ უეფა უფრო პროგრესულად, თანამედროვედ მიუდგა არაერთ საკითხს. უეფას, ფაქტობრივად, არავინ ემდურის, განსხვავებით ფიფასგან. პლატინის უეფა სამაგალითო ორგანიზაცია გახდა, ყველას უსმენს, ყველა პრობლემას ყურადღებით ეკიდება; შეძლებული წევრი-ასოციაციების გარდა, დუხჭირ ქვეყნებსა და მათ კლუბებზეც ზრუნავს.

ცხადია, პატივისცემის ფორმები ჩვენთანაც არსებობს, ოღონდაც ცოტა სხვანაირად. განვითარებად ქვეყნებში რესპექტაბელურობა ხშირად მხოლოდ ფულთან ასოცირდება. ალბათ, ასე იყო იმ ქვეყნებშიც, რომლებმაც გაიარეს ის გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, ადამიანი ხომ ყველგან ადამიანია.

ჩვენ შეგვიძლია საქმის გაიოლება, რადგან გვაქვს იმის მაგალითები, თუ როგორ განვითარდნენ სხვა ქვეყნები. საჭიროა სურვილი.

საქართველოში მედია, განვითარების ნაცვლად, სტაგნაციის პერიოდში აღმოჩნდა. მოფულიანდა ფეხბურთის ფედერაცია, გამოჩნდნენ ფულიანი კლუბები, ფულს მოაქვს წინსვლა და თუ დაფინანსება უწყვეტი იქნება, შედეგი აუცილებლად გამოჩნდება; მაგრამ ფეხბურთს, ფულის გარდა, სხვა ამხანაგიც სჭირდება - მედია.

პოლიტიკაც ისეთი რამეა, რომელსაც კეთება უნდა. დაიყვნენ ჟურნალისტები და მათი დამქირავებლები ამის თუ იმის მომხრეებად. სოციალურ ქსელ Facebook-შიც კი არ ერიდებიან ჩვენი მედიელები თავიანთი კატეგორიული პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირება-გამყარებას.

ნამდვილი თამაშია გაჩაღებული, სადაც ფრე არ არსებობს, მხოლოდ მოგებული და წაგებულია ამ თამაშის შედეგი.

პოლიტიკის კეთებისთვის მედია აუცილებელია, ოღონდაც ჩვენთან არავინ ანიჭებს მკაცრ მნიშვნელობას იმას, თუ როგორ იქცევიან ჟურნალისტები და მათი დამქირავებლები პოლიტიკის კეთებაში, როგორ იცავენ ისინი ჟურნალისტურ ეთიკას.

გასაკეთებელია საფეხბურთო სისტემაც, მაგრამ ამხანაგობა მედიასთან ჯერაც ვერ არის კარგი და მყარი. ბევრი რამ ჟურნალისტსაც მოეკითხება და ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი ჟურნალისტური გაერთიანების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება კამათი, სოლიდარობა და შეთანხმების მიღწევა რაღაც-რაღაცებზე. სოლიდარობას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ ბევრი ამას არ იყენებს ქართულ მედიაში, ზოგს კი ეს სულაც არ სჭირდება.

"ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკის" 26 თებერვლის სათასო მატჩზე რა პრეტენზია ჰქონდა თბილისური კლუბის ხელმძღვანელობას ჟურნალისტებთან, გაუგებარიც არის და გასაგებიც. გაუგებარია ის, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებთან რა საერთო უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს; ხოლო გასაგებია ის, რომ არ არსებობს Respect კლუბის მხრიდან ჟურნალისტების მისამართით.

საფეხბურთო კლუბის ყოლა დიდებული საქმეა, მაგრამ ეს ნებაყოფლობითია და ამის გამო სხვას არაფერი უნდა დააყვედრო. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს ქართულ ფეხბურთში, გამოვიდეს და თქვას, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე.

დღესაც ძალმომრეობა და შიშია, თუ რაშია საქმე? უმაღლესი ლიგის კლუბი ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტია და თუ როდისმე ზნეობრივ კომპრომისზე წასულა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოჰკითხოს ის ცოდვა-მადლი, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში ტრიალებს.

საქმემ ისე მოიტანა, რომ საკლუბო ფეხბურთსა და მედიას შორის პარტნიორობის ახალი ჩარჩოებია მოსაძებნი. მედია თუ ღონიერია, ის ქმნის საფეხბურთო სახეებს. თუ საჭირო გახდა, ქვასაც გახეთქავს, მაგრამ მას ჯერ არ აქვს ყველაზე ძვირფასი პროდუქტი - ფული.

ასეთ შემთხვევაში წარმატებული პარტნიორობა რთულად მისაღწევია. ამიტომაც ამ ეტაპზე ისევ უნდა ველოდოთ ნაირგვარ "გამონათებას" რაგინდარა კლუბისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"