ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკა ცქიტიშვილი: გარნეტისგან ბევრი ვისწავლე

ნიკა ცქიტიშვილი: გარნეტისგან ბევრი ვისწავლე

მოხარული ვარ, რომ ეგოისტი კალათბურთელების გვერდით არ მიწევს ასპარეზობა

ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არომ" კვირას ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამედ მოიგო. სანსებასტიანელებმა ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" უმასპინძლეს და 75:59 დაამარცხეს. დიდი შესვენებიდან დაბრუნებულმა ლაგუნაროელებმა მატჩი ენერგიულად განაახლეს და გამარჯვებულის ბედი მესამე ათწუთეულში გადაწყვიტეს (26:10). ამ მომენტში ცქიტიშვილი თანაგუნდელებს სამქულიანებით შეეხიდა. მან "სტუდენტებს" ოთხი სამიანი ჩაუგდო (ექვსიდან) და 15 ქულას 5 მოხსნა მიამატა. ცქიტომ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ნიკამ სნაიპერობა თანაგუნდელ ალბერტ მირალესს გაუყო, მანაც 15 ქულა ჩააგდო. ბასკური გამოცემების თქმით, ფარქვეშიდან მატჩის ბედი მირალესმა გადაწყვიტა, ხოლო პერიმეტრიდან - ცქიტიშვილმა. "ესტუდიანტესის" ბომბარდირი ელისი გახდა: 24 წუთში 14 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) მოაგროვა.

ბასკურ გაზეთ "დიარიო ვასკოში" სკიტას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე საქართველოს ნაკრების კიდევ ორ კალათბურთელზე ვთქვათ.

ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და 71:70 დაამარცხა. სხვათა შორის, ამავე ანგარიშით წააგო "ბარსელონამ" შინ "სარაგოსასთან".

გრინმა "ფუენლაბრადასთან" 21 წუთში 2 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა.

ქუინტონ ჰოსლი მაღალ კლასს "ხუვენტუდში" ამჟღავნებს. სკიტას მსგავსად, მანაც არავის დაუთმო ბომბარდირობა: 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. მისმა "ხუვენტუდმა" კატალონიაში "მანრესას" 82:67 სძლია.

ნიკას "ლაგუნ აროს" 3 მოგება, 1 წაგება აქვს და მეორე-მერვე ადგილებს ექვს გუნდთან ერთად ინაწილებს. მათ შორისაა "ხუვენტუდიც". მომდევნო ხუთეულშია "გრან კანარია" - 2-2 მოგება-მარცხი. "ესტუდიანტესმა" კი ოთხივე შეხვედრა წააგო.

მივადექით დაპირებულ ინტერვიუს ნიკა ცქიტიშვილთან, რომელიც ჟურნალისტმა ბორხა სანტამარიამ "ესტუდიანტესთან" მატჩამდე ჩაწერა.

- "ლაგუნ აროში" თავს როგორ გრძნობთ?

- გუნდს ნელ-ნელა ვეგუები. თანაგუნდელებიც კარგად გავიცანი და შესანიშნავად გავიაზრე, რას ითხოვს მწვრთნელი ჩემგან. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი შრომა უკვალოდ არ ქრება და ეს ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილსაც ეტყობა. ვაუმჯობესებთ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ თამაშს.

- წინასასეზონო მზადება მძიმე იყო...

- ამერიკის შემდეგ ასეთი რთული ვარჯიშები არც ერთ კლუბში არ მქონია. ეს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ეს გუნდზე დადებითად აისახა.

- "მენორკასთან" ბოლო წუთებზე 2 სამქულიანი ჩააგდეთ...

- "მენორკასთან" ყველაფერი კარგად აეწყო, ერთ სამიანს მეორე მიჰყვა... ეს, ერთი შეხედვით, იოლი სათქმელია, მაგრამ რეალურად ასე არაა. სატყორცნ პოზიციაზე რომ დარჩე, თანაგუნდელებმა სივრცე უნდა გამოგითავისუფლონ, თან პასიც დროულად უნდა მიიღო. მოხარული ვარ, რომ ეგოისტი კალათბურთელების გვერდით არ მიწევს ასპარეზობა.

- გუნდის ლიდერ ჯიმი ბარონზე რას იტყვით?

- იგი შესანიშნავი მსროლელია. ასეთი კალათბურთელი ბევრი არ მინახავს. ხუთი ტყორცნიდან ხუთივეს აუღელვებლად ისვრის და ყველას ჩააგდებს...

- რა არის "ლაგუნ აროს" პლუსი?

- ვფიქრობ, შემტევი გუნდი ვართ. ალბათ, იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არავინ ფიქრობს. ინდივიდუალიზმიც არ გვაკლია, მაგრამ გუნდურად ვთამაშობთ. სწორედ ამას მოაქვს შედეგი. დაცვაში მოსამატებელი გვაქვს, განსაკუთრებით მოხსნებისას. ამ კომპონენტზე უნდა ვიმუშაოთ.

- შორეულ ტყორცნებს პატარაობიდანვე კარგად ასრულებთ?

- სამქულიანები ყოველთვის მიყვარდა. განსაკუთრებით ტონი კუკოჩის სროლების ხილვა მსიამოვნებდა. შორეულ ტყორცნებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ვამბობდი - კუკოჩი ვარ-მეთქი.

- NBA-ში თამაშმა რა გასწავლათ?

- დიდი კალათბურთელების წინააღმდეგ მიწევდა ასპარეზობა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სერიოზული გამოცდილება შევიძინე, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა.

- ყველაზე მეტი რომელი კალათბურთელისგან ისწავლეთ?

- კევინ გარნეტისგან. იგი მაშინ NBA-ს რეგულარული სეზონის MVP იყო. თუმცა მაინც დაუღალავად შრომობდა, ვარჯიშებზე ასი პროცენტით იხარჯებოდა. ზოგიერთი კალათბურთელი გარკვეულ სიმაღლეს რომ მიაღწევს, ცოტა დუნდება. გარნეტი პირიქით იყო.

- მაიკლ ჯორდანის წინააღმდეგაც გითამაშიათ.

- ჯორდანი ჩემი კერპი გახლდათ და საოცარი გრძნობა იყო მასთან ერთად მოედანზე დგომა. მფრინავ მაიკლს თავიდან ცოტა ვუჩქმიტე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ნამდვილი ჯორდანი იყო.

- თქვენი მეუღლეც ცნობილია საქართველოში...

- ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავეა. ჩემს სამშობლოში ქართულ ცეკვებს დიდ პატივს სცემენ, კონცერტებზე ბევრი მაყურებელი დადის.

- გამოდის, რომ თქვენი მეუღლე უფრო ცნობილია...

- არა. ბოლო დროს კალათბურთმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ამ ზაფხულს არაერთი ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და გაისად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. თბილისში ათიათასიანი დარბაზი სავსე იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობას მდიდარი ტრადიციები აქვს.

- სან-სებასტიანზე რას იტყვით?

- დიდებული ქალაქია. წყნარი, ამწვანებული, შესანიშნავი ხედებია. ადვილი წარმოსადგენია, რა სილამაზე იქნება ზაფხულში. აქ თავს თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა მთავარი მაინც გუნდთან ადაპტაციაა. როცა კარგი თანაგუნდელები გყავს და კლუბშიც დალაგებული სიტუაციაა, ნებისმიერ ქალაქში ცხოვრება იოლია.

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო

რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში

ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის