ესპანეთის თასის ფინალში მადრიდული დერბია: ატლეტიკო VS რეალი
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში "სევილიამ" და "ატლეტიკომ" 2:2 ითამაშეს, რის წყალობითაც თასის ფინალში "ატლეტიკო" გავიდა, მადრიდელებს პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ მოგებული.

სტუმრები დიეგო კოშტას და რადამელ ფალკაოს გოლებით დაწინაურდნენ. პირველივე ტაიმში ერთი ბურთი ხესუს ნავასმა გაქვითა, მატჩის მიწურულს კი თავი ივან რაკიტიჩმა გამოიჩინა. "სევილიამ" მატჩი 9 კაცის შემადგენლობით დაასრულა - მეორე ტაიმში გარი მედელი და ჟოფრეი კონდობია გააძევეს.

მატჩის შემდეგ მედიას გუნდების მწვრთნელები წარუდგნენ:

უნაი ემერი (სევილია): "ჩემი გუნდი მოტივირებული გავიდა მოედანზე, მაგრამ პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენს მოქმედებაში გაურკვევლობის შეგრძნება გაჩნდა, ხოლო "ატლეტიკოს" მეორე გოლმა ძალები წაგვართვა. კი გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ იმდენის გატანა ვერ შევძელით, რამდენიც საჭირო იყო საბოლოო წარმატებისთვის. ბიჭები თავიანთ შესაძლებლობებში ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი. სწორედ ამიტომაც მივიღეთ ორი წითელი ბარათი. მადლობა გულშემატკივრებს, ისინი ბოლომდე ჩვენთან იყვნენ, ჩვენ კი მათთან ვალში ვართ".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "მთავარია, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები, რომლებიც ამხელა მანძილზე გამოგვყვნენ, ბედნიერები არიან. დილით გავიღვიძებ და გავიაზრებ, რა ძნელი ფინალი გველის. ახლა კი, უბრალოდ, ვტკბები ამ გამარჯვებით. იმაზე ფიქრი, რომ ჩემპიონატში მყარად მე-2 ადგილზე ვართ, თასის ფინალშიც გავედით, კმაყოფილების შეგრძნებას ტოვებს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენი გუნდი თავიდანვე კარგად თამაშობდა. ბიჭების თამაშში ამბიცია და მონდომება იგრძნობოდა. "სევილია" ღირსეული მეტოქე იყო".

ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:

დიეგო სიმეონე: ესპანეთის თასზე დიდ იმედებს ვამყარებთ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა