"მაკლარენის" პილოტები - სერხიო პერესი და ჯენსონ ბატონი გუნდის ბაზას ესტუმრნენ და ჟურნალისტთა რამდენიმე შეკითხვას უპასუხეს
ბარსელონაში გამგზავრებამდე "მაკლარენის" პილოტები - სერხიო პერესი და ჯენსონ ბატონი უოკინგში გუნდის ბაზას ესტუმრნენ და მომავალი სეზონის შესახებ ჟურნალისტთა რამდენიმე შეკითხვას უპასუხეს...

- როგორ მიმდინარეობდა ვარჯიშები ზამთრის არდადეგების დროს?

ჯენსონ ბატონი: ზამთრის დასვენება შესანიშნავი გამოვიდა. ჩემს განკარგულებაში იყო მთელი დეკემბერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვდუნებულიყავი. ვიყავი ჰავაის კუნძულებზე – მზე, ზღვა და ქვიშა! მოსალოდნელი მომქანცველი სეზონის წინ დასვენება და ხარისხიანი ვარჯიში მართლაც ძალიან სასიამოვნო გამოდგა. მაგრამ მაინც კარგია, რომ ჩემპიონატი მალე დაიწყება.

სერხიო პერესი: “მაკლარენში” მოსვლის მომენტიდან ჩემი მზადება შესამჩნევად გაუმჯობესდა. ჩვენ ვმუშაობდით ფიზიკურ ფორმაზე და ვფიქრობ, აშკარა პროგრესს მივაღწიეთ. მზად ვართ ახალი სეზონისთვის. რჩება რამდენიმე კვირა, მაგრამ უკვე საუკეთესოდ ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე.

- როგორ ვითარდებოდა მოვლენები ესპანეთის ტესტებზე?

სერხიო პერესი: ტესტები კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სხვა გუნდების მსგავსად, სეზონის ამ სტადიაზე ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობისა და პროგრესის გაგრძელება.

ჯენსონ ბატონი: ტესტების მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ – სეზონის დასაწყისი ყოველთვის რთულია, რადგან თქვენ ცდილობთ გამოიცნოთ, რით არიან დაკავებულნი სხვები. ყოველთვის ვამბობთ, რომ არ გვაღელვებს მეტოქეების საქმიანობა, რადგან საკუთარი ამოცანების შესრულებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის გვინდა ვიცოდეთ, რა ფორმაში არიან სხვები.

თუ MP4-28-ზე ვილაპარაკებთ, საკმაოდ კარგი მანქანა გვყავს. რამდენიმე პრობლემა გვქონდა, რამაც ოდნავ უკან დაგვწია, მაგრამ ვგრძნობ, მელბურნში ძლიერები ვიქნებით. თუმცა, ავსტრალიის გრანპრიმდე აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი წრე გავიაროთ ტესტებზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დამაჯერებლობა ვიგრძნოთ იმ მომენტამდე, სანამ პარასკევს თავისუფალ პრაქტიკაზე გავიყვანთ ბოლიდებს.

- საერთო ჯამში, რა განწყობით ხვდებით ავსტრალიის გრანპრის, რომლითაც 17 მარტს ახალი სეზონი იხსნება?

სერხიო პერესი: ავსტრალია ყოველთვის მომწონდა. ყველა მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას. ჩვეულებრივ, მელბურნში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, ალბერტ-პარკზე რბოლები კი ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.

მელბურნში ძალიან საინტერესო ტრასაა, რამდენიმე სწრაფი სექტორით, მაგრამ იქ ძალიან ნელი მოსახვევებიც გვხვდება. ხანდახან ბარიერთან ძალიან ახლოს გიწევს ჩავლა. ასე რომ, დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. ჩემი აზრით, ეს არის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გრანპრი.

ჯენსონ ბატონი: მელბურნი - იდეალური ადგილია სეზონში პირველი რბოლის ჩასატარებლად. ავსტრალიელ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ ფორმულა 1, თავად ქალაქი კი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. მიყვარს ეს რბოლა, რადგან სეზონის დასაწყისში ყველა შესანიშნავ ხასიათზეა. წლის ბოლოს, მომქანცველი სეზონის შემდეგ, ჩვენი ინჟინრები ძალიან დაღლილები არიან, მაგრამ პირველი გრანპრის წინ ყველას ღიმილი აკერია პირზე და ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა. გარდა ამისა, ალბერტ-პარკზე სხვადასხვა სეზონში კარგი შედეგების მიღწევას ვახერხებდი.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იქ სამი რბოლა მოვიგე. ასე რომ, ვეცდები მეოთხედაც გავიმარჯვო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოლო ვარჯიში დაიწყო: ტესტების პირველი დღე უებერმა მოიგო

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"