ჯოი ბარტონი იბრაჰიმოვიჩს დიდი ცხვირის გამო დასცინის
"სენტ ეტიენი"-"ლილის" მსგავსად, "პარი სენ ჟერმენი" და "მარსელი" ერთმანეთს სამივე ტურნირზე შეხვდნენ, ოღონდ ამ გუნდებმა უკვე 4 მატჩი გამართეს და ამ შეხვედრებში პსჟ-ის უპირატესობა აშკარად გამოკვეთილი იყო. ჩემპიონატის პირველ წრის მატჩის ფრედ (2:2) დასრულების შემდეგ პარიზელებმა პროვანსელებს სამჯერ უმასპინძლეს და სამივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (2:0) იმარჯვეს: 31 ოქტომბერს ლიგის თასზე, 24 თებერვალს ჩემპიონატში და 27 თებერვალს თასზე.

სათასო მატჩის გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენი" 1/4-ფინალში გაიყვანა. შვედმა საკადრისი პასუხი გასცა ჯოი ბარტონს, რომელმაც იბრასთან ერთ-ერთი შეჯახების შემდეგ, ამ უკანასკნელს ცხვირის სიგრძეზე მიუთითა და ასე დასცინა. იბრამ ბარტონს სიტყვიერად იქვე უპასუხა, მეორე ტაიმში კი პენალტიც გაიტანა და საკუთარ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.

სხვა შეხვედრებს რაც შეეხება: სამივე მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, უბრალოდ "ბორდოს" და "ნანსის" საკმაოდ გაუჭირდათ. ეს განსაკუთრებით ჟირონდელებზე ითქმის – "ბორდომ" მე-4 დივიზიონის "რაონ ლეტაპის" მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია, თანაც გიომ ჟიოს გუნდი დამატებით დროში მარცხდებოდა და წაგებას შეიკ დიაბეტეს ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის წყალობით გადაურჩა.

ლიგა 1-ის აუტსაიდერმა "ნანსიმ" კი "მინიეტ ვენისიოს" დამატებით დროში, მუკანჯოს და აიასეს გოლებით მოუგო. ასე რომ, "სტად ბორდელეის" გავარდნის შემდეგ თასი "მინიეტ ვენისიომაც" დატოვა.

"ლორიანმა" "ბრესტს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და განსაკუთრებული პრობლემის გარეშე მოიგო. დუბლი შეასრულა ჟერემი ალიადიერმა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია – "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლო 6 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი

ლორიანი-ბრესტი 3:0

გოლები: 1:0 ეკულე მანგა (64), 2:0 ალიადიერი (70), 3:0 ალიადიერი (90).

რაონ ლეტაპი-ბორდო 2:2 პენ. 3:5

გოლები: 0:1 ობრანიაკი (58), 1:1 ჯე (64), 2:1 ა კეიტა (98), 2:2 დიაბატე (113-პენ).

ვენისიო-ნანსი 0:2 დ.დ.

გოლები: 0:1 მუკანჯო (107), 0:2 აიასე (120).

პსჟ-მარსელი 2:0

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (64-პენ).

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა