ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს ჩემპიონატის საფეხბურთო გაზაფხული

საქართველოს ჩემპიონატის საფეხბურთო გაზაფხული

თითქმის ორთვიანი პაუზა დასრულდა და მომავალ კვირაში, კერძოდ, 9 მარტს საქართველოს ჩემპიონატიც განახლდება
საქართველოში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა "ხურდება": წინა პარასკევს სუპერთასის მატჩი გაიმართა, ამ კვირაში თასის მეოთხედფინალისტები გამოვლინდებიან (პირველი მერვედფინალური შეხვედრები სამშაბათს ჩატარდა. საპასუხო შაბათს, 2 მარტს იქნება).

აი, ასე - თითქმის ორთვიანი პაუზა დასრულდა და მომავალ კვირაში, კერძოდ, 9 მარტს საქართველოს ჩემპიონატიც განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე ორი საინტერესო გათამაშება გველოდება: ზედა ექვსეულის ინტრიგაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა არანაკლებ დაძაბულ პაექრობებს უნდა ველოდოთ ქვედა ექვსეულშიც.

ჩემპიონატის განახლებას ვრცელ მასალას მივუძღვნით: რა ცვლილებები მოხდა ზამთრის პაუზის დროს ამა თუ იმ გუნდში, როგორ მოემზადნენ, რა მიზნები ექნებათ და ასე შემდეგ; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, "ლელო", ტრადიციულად, ვრცლად და სრულად რომ გააშუქებს ჩემპიონატის მიმდინარეობას: ორივე ექვსეულის შეხვედრების დეტალურ აღწერასაც ვგულისხმობთ და ტურის სიმბოლური ნაკრების გამოქვეყნებასაც.

რაც მთავარია, რთული მათემატიკური გამოთვლებიც აღარ დაგვჭირდება: წინა სეზონისაგან განსხვავებით, ჩემპიონატის რეგლამენტი ამჯერად მარტივად და "ადამიანურადაა" გათვლილ-გაწერილი! ანუ მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაჰყვა პირველ ეტაპზე მოგროვებული ქულები თუ ბურთები; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატსაც ერთი და, რაც მთავარია, რეალური ცხრილი ექნება (უფრო ზუსტად, ორი - ზედა და ქვედა ექვსეულის გუნდებისათვის).

არადა, შარშან რომ "ვირტუალურ" ცხრილს ვაქვეყნებდით ხოლმე, გულშემატკივრები კი არა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ გუნდის ხელმძღვანელსაც ვერ გაერკვია, სინამდვილეში რომელ ადგილზე რომელი გუნდი იმყოფებოდა! თუმცა, საბედნიეროდ, ის უაზრო "ნოვაცია" წარსულს ჩაბარდა და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ჩემპიონისა თუ პრიზიორების ვინაობა მწვანე მოედანზე გადაწყდება და არა კაბინეტში.

იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ "ზემოდან" არავინ ჩაერევა ჩვენს საფეხბურთო მეურნეობაში, - ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატსა თუ თასის გათამაშებას ვგულისხმობთ; ანუ ნამდვილად აღარ უნდა გამეორდეს ისეთი პრეცედენტები, როცა მოედანს მიღმა (უფრო ზუსტად - "ზემოთ") წყდებოდა, ამა თუ იმ სეზონში თასი რომელ გუნდს უნდა მოეგო, რომელი გუნდი უნდა გავარდნილიყო (ან არ გავარდნილიყო) უმაღლესი ლიგიდან და ასე შემდეგ.

ჰო, კალენდარიც უნდა ვახსენოთ: წესითა და რიგით, ჩვენი გუნდების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს საწუწუნო არაფერი უნდა ჰქონდეთ; მეორე ეტაპის კალენდარს მალე გამოვაქვეყნებთ და ამაში თავად დარწმუნდებით: ჩემპიონატის მატჩები კვირაში ერთხელ (ისიც, შაბათ-კვირას) ჩატარდება, სათასო დაპირისპირებები კი შუა კვირაშია ჩასმული.

ერთადერთი, რაზეც, შესაძლოა, რომელიმე გუნდის წარმომადგენელმა დაიწუწუნოს, აპრილის თვეა, როცა სათასო ნახევარფინალების ჩათვლით, ოთხ გუნდს ექვს-ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს 24 დღის განმავლობაში. თუმცა, ამ შემთხვევაში რამდენიმე "მოდური" საფეხბურთო ტერმინი ("გადაღლილობა", "შემჭიდროებული გრაფიკი" და ასე შემდეგ) აქტუალური აღარ უნდა იყოს: უმაღლესი ლიგის თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზამთრის პაუზა ნაყოფიერად გამოიყენა და შეკრება უცხოეთში გაიარა!

ჰო, მსგავსი რამ საქართველოს ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში არ გვახსენდება: 12-დან ცხრა გუნდი (თბილისის "დინამო", "დილა", "ტორპედო", "ჩიხურა", "ზესტაფონი", "ზუგდიდი", "მეტალურგი", "სიონი", ბათუმის "დინამო") უცხოეთში მოემზადა სეზონის განახლებისათვის (თბილისის "დინამომ" სულაც ორი თურქული შეკრება "მოასწრო"); ანუ ფიზიკური კონდიციების პრობლემა სალაპარაკო-საწუწუნო თემა აღარ უნდა იყოს, ისე როგორც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი: გუნდი თუ სრულფასოვან უცხოურ შეკრებას გაივლის, ესე იგი, ფინანსური პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.

სხვათა შორის, წლევანდელი ზამთარი იმითაც იყო გამოსარჩევი, რომ უმაღლესი ლიგის გარდა, უცხოურ შეკრებაზე... პირველი ლიგის გუნდებიც იმყოფებოდნენ: "ლოკომოტივი", "სპარტაკი", "სასკო", "შუქურა". თუმცა ეს კიდევ არაფერი: ასევე ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, როცა ქართული გუნდების უცხოურ შეკრებას ქართველი ჟურნალისტი აშუქებდა!

არადა, თითქმის ყველგან (საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ქვეყნებშიც), ეს მართლაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დღემდე ქართული მასმედია ამით განებივრებული არ ყოფილა და აი, "პირველი მერცხალიც" გამოჩნდა! ჩვენი კოლეგა, "მსოფლიოს სპორტის" ჟურნალისტი ილია ნანობაშვილი არცთუ მცირე ხნით იმყოფებოდა თურქეთში, ქართული გუნდების სპარინგ-მატჩებსაც ესწრებოდა და საინტერესო რესპონდენტებსაც "პოულობდა".

...დღეიდან გაზაფხული იწყება, სამაგიეროდ, სატრანსფერო სეზონი მთავრდება: ქართულმა გუნდებმა უნდა იჩქარონ, თავიანთთვის სასურველი ფეხბურთელის გადმობირება რომ შეძლონ.

ისე, ამ ზამთარს ქართულ სატრანსფერო "ბაზარზე" არნახული აქტივობა შეინიშნებოდა და ამაში აქვე მოცემული ცხრილით დარწმუნდებით.

"შიდა გადაადგილებებს" თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ჩემპიონატში ახალი ლეგიონერების გამოჩენაც დიდ ინტერესს იწვევს: უსტრარიცი, ლოსანო (ორივე - ესპანეთი), პეტკოვი (ბულგარეთი), გრაიციარი (სლოვაკეთი) და სხვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად