ქართველმა ფორვარდმა ვარშავის "ლეგიაში" თამაში ისე დაიწყო, საუკეთესო სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა!
არახალია: ლადო დვალიშვილმა ვარშავის "ლეგიაში" თამაში ისე დაიწყო, საუკეთესო სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა!

ქართველმა ფორვარდმა ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა: პოლონეთის თასზე "ლეგიამ" "ოლიმპიას" 4:1 მოუგო. დვალიშვილმა კი თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვარშავურ კლუბში პირველი შეხვედრა ექსტრაკლასაში 23 თებერვალს, "კორონასთან" ჩაატარა, როცა მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა.

მანამდე ორ საკონტროლო შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო: "რაკოვთან" (3:1) დუბლი მიითვალა, ხოლო მეორე ლიგის "მოტორის" კარი ერთხელ აიღო (2:1).

საინტერესოა, რომ "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იან ურბანმა გუნდი 4-3-3 სისტემით ათამაშა, დვალიშვილი კი, არა ცენტრალურ თავდამსხმელად, არამედ მარჯვენა შემტევად დააყენა - ცენტრში "ლეგიას" კაპიტანი მარეკ საგანოვსკი იყო. მან ანგარიში სწორედ ქართველის გადაცემით გაათანაბრა - ლადო საჯარიმოში მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და იდეალური გადაცემით მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა - 1:1.

ვინც ამ შეხვედრის ფრაგმენტები იხილა, დაგვეთანხმება, რომ ქართველი "ლეგიაში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო: 4-ჯერ სცადა"ოლიმპიას" კარის აღება, გაუთავებლად მოძრაობდა, ხშირად საგანოვსკისთან ერთად ცენტრიდან უტევდა, ბოლო წუთზე კი ორი მცველი მოძრაობაზე დაიჭირა, ეფექტურად ჩამოიცილა და შემოტრიალებისას ბურთი დაუცველ კუთხეში ბილიარდისტის სიზუსტით გაისროლა - გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა.

ვისაც მეხსიერება არ ღალატობს, ემახსოვრება, რომ დვალიშვილისთვის ახალ კლუბში თავის გამოჩენა უჩვეულო ამბავი სულაც არ არის. სადაც კი მივიდა, ყველა კლუბში ძალზე ეფექტურად და შედეგიანად იწყებდა: ასე იყო რიგის "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბიში", ვარშავის "პოლონიაში". ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ახალ კლუბში ადაპტაციის პრობლემა არ აქვს.

"გუნდშიც ძალიან კარგად მიმიღეს და არც ადაპტაცია გამჭირვებია. ისევ პოლონეთში, ისევ ვარშავის კლუბში ვთამაშობ, გარემო ნაცნობია და ეტყობა, ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა", - გვითხრა დვალიშვილმა, როდესაც ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ.

ერთი სახალისო დეტალიც: პოლონურ ფორუმებსა და "ფეისბუქზე" "ლეგიას" გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს სურათი, რომელიც დღეს ამ მასალას ახლავს - დვალიშვილი "სუპერმენის" ფორმით შემოსეს, რადგან ყოველთვის მოედნის იმ წერტილში ჩნდება, სადაც გუნდს უჭირს თუ სჭირდება.

დანარჩენზე კომენტარი ზედმეტია - აშკარაა, რომ ლადო პოლონეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო დვალიშვილმა "ლეგიაში" ანგარიში გახსნა: გოლი+პასი პოლონეთის თასზე [VIDEO]

ლადო დვალიშვილმა თავი ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში გამოიჩინა [VIDEO]

დებიუტიც ასეთი უნდა - დვალიშვილმა ტრანსფერი დუბლით აღნიშნა [VIDEO]

ლადო დვალიშვილი: ეს ფაქტი ყველაზე მეტად გულს მე მწყვეტს

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად