ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ტრადიციული ყოველთვიური რეიტინგები გამოაქვეყნა
28 თებერვალს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ პირველი მარტისთვის გამოაქვეყნა მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ტრადიციული ყოველთვიური რეიტინგები, რომლებშიც თებერვლის მონაცემებით გარკვეული ცვლილებები მოხდა, თუმცა ქალთა საუკეთესო ათეულს 2696 პუნქტით უწინდებურად იუდით პოლგარი უდგას სათავეში.

მეორე ადგილზეა მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617), მომდევნო ადგილებზე მოდიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2597), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2565), ნანა ძაგნიძე (2554), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2547), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2537), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2530).

ძაგნიძის გარდა, ქართველთაგან პირველ ასეულში, ასევე, არიან: 18. ბელა ხოტენაშვილი (2499), 31. ლელა ჯავახიშვილი (2464), 42. ნინო ხურციძე (2437), 53. სოფიკო გურამიშვილი (2421), 54. სალომე მელია (2419), 68. ნინო ბაციაშვილი (2394), 69. ნაზი პაიკიძე (2392), 74. სოფიკო ხუხაშვილი (2386).

ვაჟებში ისევ მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) ლიდერობს და ისევ სარეკორდო რეიტინგით - 2872. 62 პუნქტით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ ვლადიმირ კრამნიკს (რუსეთი). 2809 პუნქტით მესამეზეა ლევონ არონიანი (სომხეთი).

ათეულში მომდევნო შვიდ ადგილს თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2786), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2784), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2771), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2767), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2766) და ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2764) იკავებენ. ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2702 პუნქტით 48-ე ადგილზეა.

ჩვენებურთაგან ვაჟთა ასეულში სხვა არავინაა.

20-წლიან გოგონებში სამი ქართველი გოგონაა: 4. ნაზი პაიკიძე (2392), 7. მერი არაბიძე (2355), 26. მარიამ დანელია (2252). ვაჟებში მხოლოდ ზურაბ ჯავახაძეა (2448) - 81-ე.

ლიდერებთან სხვაობა არ შემცირებულა

კაპელ-ლა-გრანდში (საფრანგეთი), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, მე-6 ტურის ორთაბრძოლები გაიმართა.

ჩვენებურთაგან დავით არუთინიანი შავი ფიგურებით კენი სოლომონს დაუზავდა და 4 ქულას მოუყარა თავი; დავით ჯოჯუას კი, რომელმაც ალან თეითს მოუგო, 3,5 ქულა აქვს.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით ერთბაშად 10 მოჭადრავე მეწინავეობს. მე-7 ტურში არუთინიანი ტატიანა კოსტიუკს შეხვდება, ჯოჯუა კი კრისტიან კიფერთან გაარკვევს ურთიერთობას.

აზალაძე მეორეა, ბენიძე - მეოთხე

ოთხი ქართველი საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობდა ირანში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ხორასანმა უმასპინძლა.

შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 175 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 28 თებერვალს ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ლიდერთა ჯგუფში მყოფმა შოთა აზალაძემ შავი ფიგურებით მასპინძელი მეჰდი მაჰდავირადი დაამარცხა, დავით ბენიძემ ვირგინიუს გრაბლიუსკასს (ლიტვა) აჯობა, ბაჩანა მორჩიაშვილმა კი მაგჰამი გაემთან (ირანი) დათმო პარტია.

მეწინავეთა დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ომიდ ნოროოზი (ირანი) - მორტეზა მაჰჯობი (ირანი) 1:0, ამირეზა პურამეზანალი (ირანი) - მორტეზა დარბანი (ირანი) 1:0, ჰომეინ ტუფიგი (ირანი) - მორტეზა ასვარი (ირანი) 0:1.

თერთმეტი შესაძლებლიდან 10,5 (!) ქულით პირველი ადგილი ომიდ ნოროზიმ დაიკავა, რომელმაც რეიტინგი (2374) ერთბაშად 63,5 პუნქტით გაიმდიდრა.

გამარჯვებულს 2-2 ქულით ხუთი მოჭადრაკე ჩამორჩა, მათ შორის - აზალაძე და ბენიძე, რომლებსაც, შესაბამისად, მეორე და მეოთხე ადგილები ერგოთ, მესამე ადგილი მაგჰამი გაემმა დაიკავა.

მორჩიაშვილი 7,5 ქულით მე-19 იყო, ხოლო აკაკი შალამბერიძე, რომელსაც 28 თებერვალს სუხეი ასნაშარისთან (ირანი) გამოუცხადებლობის გამო წაგება ჩაეთვალა, 6,5 ქულით 44-ე ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
რატომ?გურამიშვილმა მელიას გადაასწრო
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად