"ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ტელეეთერში ქეცბაიას ნათქვამს გამოეხმაურა
წინა პლანზე: თემურ ქეცბაია, მეორე რიგში: მამუკა ფანცულაია, მერაბ თევზაძე, ზაურ ხაპოვი

"ლელოს" "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ თევზაძე დაუკავშირდა. ვეტერანი ფეხბურთელი აღშფოთებულია 22 თებერვალს ტელეკომპანია "მზეზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განცხადებებით.

"ქეცბაია გამოეხმაურა "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" განცხადებას ჩვენს ფეხბურთში შექმნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამ საკითხზე ყველას შეიძლება გააჩნდეს საკუთარი აზრი და პოზიცია, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად მინდა ვთქვა: პოლემიკა და სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ.

ბატონმა თემურმა კი იმ დღეს ჩვენზე თქვა: არ ვიცი, სად უთამაშიათ და, საერთოდ, ვინ არიან ეს "ნაფტალინიდან ამოღებულებიო".

მართალი გითხრათ, მისმა სიტყვებმა და საუბრის აგრესიულმა ტონმა "ქომაგთა ლიგის" წევრების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა მისი აგრესიის ახსნა შესაძლებელია - თემურ ქეცბაია იცავდა ბატონ დომენტი სიჭინავას, კაცს, რომელიც ფაქტობრივად, მისი დამსაქმებელია, თანაც, არცთუ ისე ცუდი პირობებით.

ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვართ და რომელი ნაფტალინიდან ამოგვიღეს, მინდა გითხრათ შემდეგი: ბატონო თემურ, თქვენ იმ ასაკში არ ბრძანდებით, რომ მეხსიერებამ გიღალატოთ, მაგრამ, თუ მაინც გულმავიწყობა შეგეპარათ, მე, მერაბ თევზაძემ, სპორტის ოსტატმა, მინდა მოგაწოდოთ ერთი სურათი, რომელზეც თქვენ, მე, მამუკა ფანცულაია და ზაურ ხაპოვი ერთად ვართ აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წელს (ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობამდე ერთი წლით ადრე) თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ერთად ვიყავით "გერმანულ ნაფტალინში" შეკრებაზე", - ამბობს მერაბ თევზაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pas
ქეცბაია რომ უზრდელია ეს ცალსახაა.. ერთი მაგის გაცილებაზე რა ფეხბურთლები იყვნენ თუ გახსოვთ ქართველის გარდა რომ ვერავინი ვიცანით..დომენტის გადაეფარე კარგად სიო არ შეუძვრეს ერთ ადგილზე...
archi
კეცბაია არის უზრდელი +ნაგავი
giorgi
არც ბენიტესს არა აქვს დიდი ფეხბურთი ნათამასები მაგრამ აქ საქმეა რომელ ქვეყანაში ვართ და რა მენტალტეტია.. ფეხბურთელს ვიღაც ტEორეტიკოსი და აჩკარიკა ბლოკნოტიანი კლიენტი რო დაუწყებს ფეხბურთის სწავლებას( ქქართული მენტალიტეტი ამიტომ ვახსენე) შეხედავს და ეტყვის და პაშოლტი ნახუი ბლიად.. მე დღე და ღამე დავრბივარ ვშრომობ რარაცას ვცდილოობ დაა შენ წიგნიდან რაღაცა გისწავლია და აქ მოდიხარ და მორალს მიკითხავ და ფეხბურთს მასწავლიო თავს მამეტებ. ესაა არ ჯდება ეგ ქართულ მეტალიტეტში .. იმდენია როფესორა მცოდნე რომლებსაც გეგმები და სტრატეგიები აქვს დასახული რომელსაც გონია რო მისი გეგმა ფეხბურთს განავითარებს მაგრამ ეგ არ კმარა არის ღაღაცეეეიბი რაც არ ჩანს მაგრამ გადამწყვეტია!!!
დუდუ
Walkabout, მართალი ხარ. უვიცი და უნამუსო ხალხის ხელშია ფეხბურთი საქართველოში და სულ არ მაინტერესებს, როდის სად უთამაშიათ. უნამუსოს და უზრდელს რო საქმე აბარია (თან, ბევრს ერთად), იქ კარგი არაფერი გამოვა.
sandro
80-წლების მეორე ნახევარში გურულებს,ბევრი სიხარული მოგვანიჭე /გურიაში/ თამაშის დროს.
Jigaro
ქეცბაია რომ მწვრთნელი არაა ამაზე დავა უაზრობად მიმაჩნია საერთოდ... აქამდე უნდა წათრეულიყო, მაგრამ არაა პატრონი და...ისე ფეხბურთის ცოდნას მასში ხარშვა რომ წაადგება არც ეგაა სადავო, მაგრამ ერთი მითხარით სად უთამაშია არიგო საკისა და თუნდა ჟოზე მოურინიოს...
giorgi
Walkabout დიახ ოფლი უნდა გქონდე დაღვრილი სპორტის ფასს მერე გაიგებ როცა გიტანიჯია ამ საქმისსთვის და ბევრი იმედ გაცურება განგიციდია და არა ლამაზად დაწერილი წიგნებით და თეორიული ნარკვებით ნასწავლით .. რო წაუკვითხავთ და ამეტებენ თავს სხვებს რომ იციან ლაყაფი და ბრბოს წინაშე თავის გაპიარება და ლამაზი საუბრით თავის მოწონება ბ.. ლაყაფი იციან და გონიათ ტავი რაღაც!!!
Walkabout
ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად ქართულ ფეხბურთს ეგეთი აზროვნებაც ღუპავს - სად გითამაშიაო? რას ქვია სად გითამაშია? თუ არ გითამაშია ფეხბურთზე არ უნდა ისაუბრო? ან საქართველოში ერთი ოდნავ მაინც მოაზროვნე ფეხბურთნათამაშები ადამიანი გაიხსენოს ვინმემ... ხალხი ვიცი მთელ ამ ,,დამსახურებულ ვეტერანებს" ყველას ერთად ჯიბეში ჩაისვავს ფეხბურთის ცოდნით, გინდა ტაქტიკა-სტრატეგიაზე საუბრით, გინდა განვითარების გზებითა და თანამედროვე ხედვებით... არ შეჭამეს ტვინი? ბებიათქვენისამ, მაინცდამაინც გასახდელში ოფლის სუნი უნდა მქონდეს ნაყნოსი ან კოჭში წიხლი უნდა მქონდეს მორტყმული რომ რამეზე პრეტენზია მქონდეს? ორი წიგნი კი არა ორი აბზაცი არ წაუკითხიათ ბიჭებს და ფეხბურთის ცოდნა-გაგებაზე აქვთ პრეტენზია...
uza
სამწუხაროდ ქარტული ფეხბურთიც პოლიტიკის ნაწილია (ნემსაძის შემთხვევა), ამიტომ სწორად თქვა ჭკვიანმა კაცმა: დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქარტველოში.
rezo
დომენტის მიხედე ... თემურ შე რა გაქვს სალაპარკო. ტაქტიკა შენ არიცი და ზრდილობა. დროა შეეშვა ქართულ ფეხბურთს.
მარგალი_გიგა
ქეცბაიაზე რომ იტყვის კაცი "ნაფტალინიდან ამოღებულიაო" - ალბათ ფეხბურთში ვერა მაგრამ ბადროს ტყორცნაში იქნება გათვიცნობიერებული...
revaz rakviashvili
ქეცბაია თვითონ არის ნაფტანილიდან ამოგებული
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა